15 პარტნიორ უნივერსიტეტში „საქართველოს ბანკის“ 160-ზე მეტი სტიპენდიატი გამოვლინდა

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, ინიციატივების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამისათვის, უკვე რამდენიმე თვეა „საქართველოს ბანკი“ სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში 15 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი სტიპენდიატი, რომლებმაც სწავლის სრული და ნაწილობრივი დაფინანსება მიიღეს. პროექტი გრძელდება და პროგრამის გამარჯვებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს […]
სტუ-ს სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების; საავტომობილო ტრანსპორტის; რკინიგზის ტრანსპორტის; ლოგისტიკის; […]
გიორგი ცუცქირიძე – ლარის გაუფასურება დაკავშირებული იყო პანიკურ აჟიოტაჟთან – უფრო მეტად გაუფასურებას მე არ ველოდები, პირიქით, ლარის კურსი ნელ-ნელა, ალბათ, დაიწევს

ლარის გაუფასურება დაკავშირებული იყო პანიკურ აჟიოტაჟთან – უფრო მეტად გაუფასურებას მე არ ველოდები. პირიქით, ლარის კურსი ნელ-ნელა, ალბათ, იმ მაჩვენებელზე დაიწევს, რა მაჩვენებლიდანაც გაუფასურება დაიწყო, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარება ზაფხულში, ტურისტული სეზონის დროს არის მოსალოდნელი. კერძოდ, მისი განმარტებით, პროგნოზითაც მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს […]
წულუკიანი: მწამს დადგება დრო, როცა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა დაიწყება

რუსული კანონის კამო 30-მდე ადამიანის სანქცირების შემდეგ „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ვერაფერ დაარღვევს. წულუკიანი აცხადებს, რომ იმედი აქვს და სჯერა, რომ მალე დადგება დრო, როდესაც ამ ურთიერთობების განახლება თუ გადატვირთვა დაიწყება. თუმცა მისი თქმით, სანქციების შესახებ გადაწყვეტილებამ ამ მომენტის დადგომა […]
ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მითუმეტეს ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები – ხუნდაძე

ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მითუმეტეს ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები, – ამის შესახებ გადაცემაში „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა. „მთავარი პარტნიორის მხრიდან კიდევ ერთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული, ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს მიუღებელია. […]
რა ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში

ეროვნული ბანკის მიერ, გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღრებულება 2.8222 ლარია. რაც შეეხება Bloomberg-ს, 11:00 საათისთვის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8147ლარად ივაჭრება. კომერციულ ბანკებში, ამ დროისთვის დოლარის ღირებულება 2,7850-დან 2.9050 ლარამდე მერყეობს. უფრო კონკრეტულად: „საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.8650 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.7650 ლარად შეეძლებათ. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ […]
ქობულეთის სოფელ ქაქუთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. “მთავარის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არაა.
რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები – Fox News-ის ქართველი ჟურნალისტის განმარტება

რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები? – სოციალურ ქსელში ამის შესახებ Fox News-ის ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია წერს და აშშ-ის მიერ დღეს გამოცხადებულ სანქციების პირველ პაკეტს განმარტავს. რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები? პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და ოცნების ჩინოვნიკები ხელშეუხებელნი არ არიან; “ჯინი თავისუფალია”, შეერთებული შტატები საქართველოსთან მთავრობასთან (და არა საქართველოსთან) […]
“დავხვდეთ კობახიძეს” – თსუ-ის II კორპუსის წინ, 8 ივნისს, 09:00 საათზე, აქცია დაანონსდა

“დავხვდეთ კობახიძეს” – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის წინ, 8 ივნისს, 09:00 საათზე, საპროტესტო აქცია დაანონსდა. “შაბათს, დილის 9 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ის II კორპუსის წინ, სადაც მოსვლას აპირებს პრემიერად წოდებული მხდალი კაცი. “ლექტორი”, რომლის ლექციებსაც ფაქტობრივად მხოლოდ მის მიერ მიყვანილი პარტიის ახალგაზრდული ესწრება და “კაცი”, რომელიც უნივერსიტეტში მუდმივად ზონდერებით დადის, მათი მეშვეობით ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმებს […]
“აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად უყურებს… კონგრესში MEGOBARI Act-ზე ყურადღება იზრდება” – ჰელსინკის კომისია

“აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად უყურებს… კონგრესში MEGOBARI Act-ზე ყურადღება იზრდება”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. შეერთებული შტატები ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად უყურებს და კონგრესში MEGOBARI Act-თან დაკავშირებით ყურადღება იზრდება. დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს ჯგუფის ახალ თანათავმჯდომარეებს, ოსტინ სკოტი და ჯერი კონოლი დონ ბეკონთან, ლოიდ დოჯეტსა და მაიკ ლოულერთან ერთად, – […]