გადატრიალება მათი ერთადერთი გამოსავალია, იმისათვის, რომ შეცვალონ ხელისუფლება
რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ გეგმას ადასტურებს ის, რომ ბოლო წლებში შეინიშნება ქვეყანაში გადატრიალების და საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობები. „ოპოზიციის ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ არის მათი მხრიდან იმ ფაქტის კონსტატაცია, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ – მთელი ამ წლების განმავლობაში (2020 წლიდან მოყოლებული), […]
რეგიონში, EU წევრობის კანდიდატებს შორის საქართველო ერთადერთი “უმაღლესი კატეგორიის თავისუფალი ქვეყანაა” – და მას ეს ხარისხი ამერიკა/ევროპამ მიანიჭა
“ეს შეფასება ჩვენ იმავე დასავლეთმა მოგვანიჭა, რომელიც პარალელურად საქართველოს სანქციებს უწესებს და შემდგომი სანქციებით ემუქრება,” – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ატლანტიკური საბჭოს მიერ საქართველოს მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელებას. ქართველიშვილი ასევე აქვეყნებს ატლანტიკური საბჭოს ამ რეიტინგის ამსახველ მსოფლიო რუქას, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველო მოწინავე პოზიციებზეა. “ამ რუქაზე საქართველოს […]
კანდიდატის სტატუსის შეჩერებით საქართველოში მკაფიო სიგნალი უნდა გაიგზავნოს – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, საქართველოში შექმნილი ვითარება ევროკავშირისგან სასწრაფო და მკაცრ რეაგირებას მოითხოვს. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის შეჩერებით ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს, რათა სიტუაცია არ გაუარესდეს. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე – Riga StratCom Dialogue 2024. „თუ ჩვენ არ გავუგზავნით ძალიან მკაფიო და ძალიან ძლიერ სიგნალს [საქართველოს მთავრობას] და […]
“აშშ-ს და ივანიშვილს შორის, ჩათვალეს, რომ ივანიშვილი უფრო საშიშია” – დავით ჭიჭინაძე

აშშ-ს და ბიძინა ივანიშვილს შორის დაიყენეს არჩევანი და ჩათვალეს, რომ ივანიშვილი უფრო საშიშია. შედეგიც დადგა. მონა პოლიტიკოსები დასანქცირდნენ! არადა, ოდნავ მაინც ვინც აზროვნებს, კი უნდა სცოდნოდა, როდესაც საკუთარი ინტერესების გამო ხალხს, ქვეყანას, მის მომავალს წირავ და მხოლოდ “ერთი კაცის” გეშინია, უფრო დიდი მონსტრი დაგიპირისპირდება და სწორედ ის “კაცი” ჩაგიყოლებს. ხოდა, ჩაიყოლა კიდეც, თუმცა ფინალამდე ჯერ […]
“ვუწინასწარმეტყველე და არ სჯეროდათ” – რა ვიდეოს აქვეყნებს რომან გოცირიძე

სანქციები ოფიციალურად გამოცხადდა! ვუწინასწარმეტყველე პარლამენტში და არ სჯეროდათ. პირველი ნაწილი შესრულებულია-ამერიკაში არ უშვებენ, ახლა მეორე ნაწილის შესრულების დროც დადგა-უბნის მაღაზიაშიც არ უნდა შეუშვან, კინწისკვრით უნდა გამოყარონ იქიდან. ჯერ სად არიან. … შოკში ჩავარდნილი “ქართული ოცნების” თუთიყუშები დილიდანვე მოთქვამენ, ვის გაუგია, კანონის მიღების გამო სანქციები დაგვიწესონო. კანონის მიღების გამო კი არ დაუსანქცირებიხართ, არამედ ღალატის გამო. რაც […]
“ამაზე დიდი საჩუქრი არაფერია ივანიშვილისთვის” – ნიკა გვარამია საარჩევნო სიაზე

ვინც სიაზე ლაპარაკის გარეშე ვერ ძლებს, სიის ვნებების დასაცხრობად დასანქცირებულების სიაზე გადაინაცვლოს. თორემ მალე წარმოსახვით სიაში წარმოსახვითი კვოტების და სახელგვარების საჯარო განხილვა დაიწყება, ვატყობ, და ამაზე გულისამრევი არაფერია ამომრჩევლისთვის და ამაზე დიდი საჩუქრი არაფერია ივანიშვილისთვის.
3 მილიონ ლარზე მეტი გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ყოფილ დირექტორს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის, კერძოდ 3 მილიონ ლარზე მეტის გადახდისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, კერძოდ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რის შედეგადაც მან 2014-2018 წლებში განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადს, ჯამში […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია პომი სამაცივრე მეურნეობას აშენებს

საქართველოს ბანკი აგროსექტორის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, “შპს პომი” ფართოვდება და სამაცივრე მეურნეობას აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.5 მილიონ ლარს შეადგენს. “შპს პომი” 10 ჰა-ზე გაშენებულ ვაშლის ბაღებს ფლობს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი ახალი სამაცივრე მეურნეობა აშენდება. მისი ჯამური ტევადობა 600 […]
1.3 მლნ ლარის უაქციზო სიგარეტი – ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

როკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022-2024 […]
ავთანდილ ცინცაძე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა

მეორე დღეა დედაქალაქი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმს სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ მასპინძლობს, რომელშიც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დონის სპიკერები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომების გაზიარების და ახალი იდეების გააზრების ეფექტიანი პლატფორმაა, რომელიც […]