ისტორიაში პირველად ღია გეი ლატვიის პრეზიდენტი გახდა

ისტორიაში პირველად ღია გეი ლატვიის პრეზიდენტი გახდა ლატვიის პრეზიდენტი ღია გეი ედგარს რინკევიჩსი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა , როდესაც ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ღია გეი იკავებს რინკევიჩი 2011 წლიდან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა . 2014 წელს კი მან თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა . მას შემდეგ ედგარს რინკევიჩი ლგბტ უფლებების აქტიური დამცველია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე გამოფენას WinExpo Georgia დაესწრო

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024 თბილისში დღეს გაიხსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამდღიანი ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება და მასში მსოფლიოს 8 ქვეყნის 200-მდე კომპანია მონაწილეობს. მათივე ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი დიდი და […]
უახლოეს საათებში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 7 ივნისს უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
“ჩვენ გავმიჯნავთ ერთმანეთისგან პრო-რუსულს და ეროვნულ-კონსერვატორულს” – სანდრო ბრეგაძე

ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე: — ჩვენ გავმიჯნავთ ერთმანეთისგან პრო – რუსულს და ეროვნულ – კონსერვატორულს (ასევე მმართველი ელიტის მიერ შექმნილ ფსევდო კონსერვატორ – სატელიტებს ) — ეს იქნება დამანგრეველი დარტყმა , რომელსაც მივაყენებთ სოროსელ – ლიბერალებს და იმ სპეც-სამსახურებს, რომლებიც ინკუბატორის წიწილებივით ჩეკენ ფარისეველ – ეროვნულებს , რადგან სანამ მათ მიერ ( ხელოვნურად და […]
ევროკომისიის წარმომადგენელი – უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა ნაბიჯი შეასრულეს

წევრ ქვეყნებს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია და მიგვაჩნია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა ნაბიჯი შეასრულეს, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. „გადაწყვეტილება ახლა წევრი ქვეყნების ხელშია, მათ უნდა მიიღონ მოლაპარაკებების ჩარჩო“, – აღნიშნა ანა პიზონერომ. მისი განმარტებით, უკრაინისთვის მოლაპარაკებების დაწყების […]
იგორ ნარმანია – ჩვენ არ გვაქვს თავდაცვის უფლება, მაშინ როდესაც სისტემის მონებს შეუძლია ატარონ არაკანონიერი საშუალებები – ბიტა, კასტეტი და ყველაფერი, რაც სურთ

ჩვენ არ გვაქვს თავდაცვის უფლება, მაშინ როდესაც სისტემის მონებს შეუძლია ატარონ არაკანონიერი საშუალებები – ბიტა, კასტეტი და ყველაფერი, რაც სურთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ განაცხადა, რითაც შსს-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გაზის იარაღის გასაფორმებლად ნებართვა შსს-მ უნდა გასცეს. როგორც მან აღნიშნა, სისტემამ გადაწყვიტა, რომ მოქალაქეებს არ აქვთ თავდაცვის […]
უახლოეს საათებში წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს განცხადებით, დღეს, 7 ივნისს უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია “პომი” სამაცივრე მეურნეობას აშენებს

საქართველოს ბანკი აგროსექტორის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, შპს “პომი” ფართოვდება და სამაცივრე მეურნეობას აშენებს.
აქტივისტი აცხადებს, რომ სახლთან უცხო ადამიანი დახვდა და დაემუქრა

სამოქალაქო აქტივისტი ნინო კალანდია აცხადებს, რომ მას სახლთან უცხო ადამიანი აედევნა და შემდეგ დაემუქრა. ამის შესახებ კალანდიამ სოციალურ ქსელში დაწერა. კალანდია ამ ფაქტს თავის სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირებს. როგორც ნეტგაზეთთან ნინო კალანდია ამბობს, აპირებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოს. თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მას უცხო პირები ემუქრებიან. ნინო კალანდიას თქმით, სხვა […]
მესი: “რეალი” მსოფლიოში საუკეთესო გუნდია

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მადრიდის “რეალს” მსოფლიოს საუკეთესო კლუბი უწოდა. როგორც “ლა პულგამ” Infobae-სთან ინტერვიუში განაცხადა, “ბლანკოსი” შედეგების მიხედვით ნომერ პირველია, თუმცა თამაშის ხარისხით “მანჩესტერ სიტი” უკეთესია. “მსოფლიოში საუკეთესო კლუბი უდავოდ მადრიდის “რეალია”, მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, წინა წლებშიც შესანიშნავი შედეგები დააფიქსირეს, ისევე როგორც “მანჩესტერ სიტიმ”. მიუხედავად ამისა, პირადად მე, უპირატესობას “მანჩესტერ სიტის” თამაშის ყურებას […]