„ცოტა ტურბულენტურ ზონაში მოექცა საქართველო და დარწმუნებულები ვართ, ყველაფერი ნორმალურად იქნება“ – ვანო ჩხარტიშვილი

მე ძალიან გავურბივარ ამ საკითხზე [სანქციებზე] საუბარს, იმიტომ, რომ პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ, ჩვენი ჯგუფი დასაქმებით არის დაკავებული, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა, ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანა ცოტა ტურბულენტურ ზონაში მოექცა, თუმცა დარწმუნებულია, ყველაფერი ნორმალურად იქნება. „რაც შეეხება სანქციებს, მე ძალიან გავურბივარ ამ საკითხზე საუბარს, იმიტომ, რომ პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ. ჩვენი […]
„უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა ნაბიჯი შეასრულეს“ – ევროკომისიის წარმომადგენელი

წევრ ქვეყნებს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია და მიგვაჩნია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა ნაბიჯი შეასრულეს, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. „გადაწყვეტილება ახლა წევრი ქვეყნების ხელშია, მათ უნდა მიიღონ მოლაპარაკებების ჩარჩო“, – აღნიშნა ანა პიზონერომ. მისი განმარტებით, უკრაინისთვის მოლაპარაკებების დაწყების […]
„ვაცხადებთ 11 000-მდე ვაკანსიას“ – „საქსტატი“ ინტერვიუერებს ეძებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, 11 000-მდე ვაკანსიას აცხადებს. როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინტერვიუერების მოვალეობა 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იქნება. მათივე ინფორმაციით, სამუშაოს შესრულების პერიოდი 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო, ანაზღაურება 750 ლარი იქნება. როგორც საქსტატში განმარტავენ, დასაქმების მსურველებს განაცხადების შევსება შესაბამის ბმულზე გადასვლით, ან ცენტრალურ ოფისებში შეეძლებათ.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8247 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8247 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8222 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0767 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0703 ლარს შეადგენდა. […]
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე გამოფენას WinExpo Georgia დაესწრო

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024 თბილისში დღეს გაიხსნა. სამდღიანი ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება და მასში მსოფლიოს 8 ქვეყნის 200-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი დიდი და საშუალო კომპანიები, მცირე მარნები, ასევე ღვინის ტექნოლოგიები, […]
„ქართული ოცნებისთვის“ გაუგებარია, რატომ დაუწესდათ სავიზო შეზღუდვები

მას შემდეგ, რაც საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ ჩართული, ქართველი ოფიციალური პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები აამოქმედა, „ქართული ოცნების“ მთავრობა ამბობს, რომ მათთვის გაუგებარია ვაშინგტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ფრაზის „სანქციები არ იქნება“ ავტორი, თბილისის მერი კახი კალაძე, დღეს ჟურნალისტებთან საუბრობდა იმის შესახებ, თუ რას გულისხმობდა, როცა ამას ამბობდა. “ჩემი განცხადება იყო, […]
ბაიდენის ბოდიში და 225-მილიონიანი დახმარება უკრაინას

7 ივნისს საფრანგეთში მყოფმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინას პირველად მოუხადა საჯარო ბოდიში. ჯო ბაიდენმა ამერიკული სამხედრო დახმარების შეფერხებისთვის მოიბოდიშა, რამაც რუსეთს ბრძოლის ველზე დაწინაურების და გარკვეული მიღწევების საშუალება მისცა. საფრანგეთში, ნორმანდიის ნაპირებზე მოკავშირეთა გადასხმის 80 წლის იუბილეს აღსანიშნ ღონისძიებებს ესწრება უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს კიევის ორპარტიული მხარდაჭერისკენ მოუწოდა, „როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის […]
უკრაინამ და მოლდოვამ ყველა რეკომენდაცია შეასრულეს — ევროკომისია

ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) დღევანდელ სხდომაზე პოზიტიური ზეპირი შეფასება მისცა უკრაინისა და მოლდოვას ევროინტეგრაციის რეფორმების პროგრესს. როგორც ევროკომისიის პრესმდივანმა ანა პისონერომ განაცხადა, კიევმა შეასრულა აუცილებელი კრიტერიუმები ანტიკორუფციის, პოლიტიკურ ლობირებაზე კონტროლის, თანამდებობის პირების გამჭვირვალობის და ეროვნული უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფის სფეროში, რაც რეკომენდებული იყო ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების ანგარიშით. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ ორივე […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8247 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8247 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8222 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0767 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0703 ლარს შეადგენდა. […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 ივნისს 00:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელი დიღომში ხატაეთის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნურადინ-ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, ვახუშტი ბატონიშვილის, ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ქუჩებზე, ჩილიპირებში. მათივე ცნობით, 10 ივნისს 13:00-დან 15:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, […]