აშშ-ის მაღალჩინოსანი ო’ბრაიენი ერევანს ეწვევა აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგის განსახილველად

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს (ჯიმ) ო’ბრაიენი იუწყება, რომ 12-14 ივნისს ერევანს ეწვევა. ამერიკელი მაღალჩინოსანი პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) წერს, რომ სომხეთში ჩადის, რათა გაუძღვეს აშშ-სომხეთის სტრატეგიულ დიალოგს. ჯიმ ო’ბრაიენი იუწყება, რომ შეხვდება სომხეთის მაღალი თანამდებობის პირებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა განიხილოს „მნიშვნელოვანი პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში და […]
„უნდა გვქონდეს მოსახლეობის არა სამფენოვანი დაყოფა, არამედ ხუთ ფენოვანი“ – სტატისტიკოსი

„საქართველოში და არამარტო აქ, უნდა გამოვყოთ მოსახლეობის არა ტრადიციული სამფენოვანი დაყოფა, არამედ ხუთ ფენოვანი“, – ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. როგორც არჩვაძე აღნიშნავს, სოციალური ფენები ნაცვლად მდიდრების, საშუალო ფენა და ღარიბების, უნდა იყოს შემდეგი 5 ფენა: ღარიბები, ღატაკები, საშუალო ფენა, შეძლებულები და მდიდრები. „მდიდართა კატეგორიას საქართველოში შინამეურნეობების 5-7% […]
პსჟ “კვარას” 7.5 მილიონ ევროს სთავაზობდა, ჯუღელმა გადაწყვეტილება დე ლაურენტისს მიანდო” – ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

“ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონშიც “პარტენოპეიში” იასპარეზებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პსჟ-მა “კვარას წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა, მამუკა ჯუღელმა კი გადაწყვეტილება “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მიანდო. “ლუის კამპოსი (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) დარწმუნდა, რომ არჩევანი არ აქვს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ვერ მოახერხებს. […]
ზარქუა: მიუღებელია ჩემთვის ასეთი ამერიკა, ცვლილებების დროა

მიუღებელია ჩემთვის ასეთი ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ მგონია, რომ დროა უკვე ცვლილებები მოხდეს და ველოდები, რომ ტრამპი შეძლებს, რომ ამერიკა გახადოს უფრო დიადი და სამართლიანი.
პოლიტიკური კორუფცია, პარტიაში მენეჯერების დანიშვნა – მელია ენმ-ის თავმჯდომარის ცვლილების შემდეგ

„პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა – თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა“, – წერს პარტია „ახლის“ თანადამფუძნებელი ნიკა მელია მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობაში მორიგი ცვლილებები გამოცხადდა. 8 ივნისს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იგი […]
,,აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი კახეთის რეგიონის მეწარმეებს შეხვდა

აწარმოე საქართველოში” კახეთის საკონსულტაციო ცენტრში სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მიხეილ ხიდურელმა რეგიონის მეწარმეებთან სააგენტოს მიერ დაგეგმილი სიახლეებისა და საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის შესახებ ისაუბრა. სააგენტოს დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ბიზნესის მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმებზე და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, ასევე საკონსულტაციო ცენტრების აქტივობებზე, რაც რეგიონში სამეწარმეო […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – დროებითი ნავსადგომის გავლით ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უახლოეს დღეებში განახლდება

დროებითი ნავსადგომის გავლით ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უახლოეს დღეებში განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. „ისრაელის სამხედროებმა ღაზაში დროებითი ნავსადგომის სანაპირო ზონის დაცვა დაიწყეს. უახლოეს დღეებში ნავსადგომის აღდგენა ღაზას მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას შესაძლებელს გახდის“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დროებითი ნავსადგომის სტრუქტურის შეკეთება დასრულდა, მას […]
ბოლქვაძე: კვლევა ჩატარდება, რათა ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ მექანიზმი შემუშავდეს

იმათ, ვისაც ჰგონია რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია! დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა! კანონი ითვალისწინებს ციხეს და ჯარიმას 15 000 ევროს ოდენობით! საქართველოს პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ პოლიტიკურ ველზე საქართველოში.
თათი მელუა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე იმსაჯებს

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე თათი მელუა მსოფლიოს კარატეს ფედერაციის მიერ შერჩეული იქნა იმ 25 მსაჯს შორის, რომლებსაც უფლება აქვთ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე იმსაჯონ. მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2024 წლის ნოემბერში, ქ.პამპლონაში გაიმართება.
შსს: ჩვენი თანამშრომლები ევრო 2024-ოს უსაფრთხოდ ჩატარებაში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მისი თანამშრომლები UEFA-ს 2024 წლის ჩემპიონატის „უსაფრთხოდ ჩატარებაში მიიღებენ მონაწილეობას“. ჩემპიონატი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე იმართება გერმანიაში. შსს 8 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გერმანიაში ჩემპიონატზე მიწვეულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია. უწყების ცნობითვე, შსს მიწვეულია „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და […]