ნიკოლოზ სამხარაძემ სინგაპურისა და მალაიზიის კვლევით ცენტრებში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით მალაიზიასა და სინგაპურში იმყოფებოდა, სადაც წამყვან კვლევით ორგანიზაციებში, სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესახებ მისი მოხსენების მოსმენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე სინგაპურის საერთაშორისო სწავლებების სკოლისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს და მკვლევარებს ეწვია. ასევე გამართა საჯარო ლექცია მალაიის უნივერსიტეტის ევროპა-აზიის ინსტიტუტში. […]

ევროპული ორგანიზაციები საქართველოსთან დაკავშირებით EU-ის ლიდერებს მიმართავენ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ევროპული ორგანიზაციები ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, მაგნიტსკის სია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე გავრცელდეს. წერილს, რომლის ადრესატებიც: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი […]

კორტნი: ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო დასავლეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს

შეშფოთების მთავარი საკითხი აშშ-ში გახლდათ ის, რომ საქართველო სამი ათწლეულის განმავლობაში გახლდათ დემოკრატიულ გზაზე მოძრავო პროევროპული სახელმწიფო. მაგრამ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ საქართველო მოძრაობს სრულიად საპირისპირო მიმართულებით. ხელისუფლება მტრული გახდა დასავლეთის მიმართ, ეძახის რა მას გლობალურ ომის პარტიას. მთავრობა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა დასავლელ ელჩებს საქართველოში. ბოლოს კი, რამაც ყველაზე დიდი შეშფოთება გამოიწვია, ეს […]

პარლამენტი “ველური ვერბალური ქმედებებისგან დამცავ მექანიზმებს” შეიმუშავებს – პარლამენტარი ბოლქვაძე

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე აანონსებს, რომ პარლამენტი შეიმუშავებს „ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ დამცავ“ მექანიზმებს. დეპუტატი ბოლქვაძე მიმართავს მათ, ვისაც, მისი სიტყვებით, „ჰგონია რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ“. „დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა. კანონი ითვალოსწინებს ციხეს და ჯარიმას 15.000 ევროს ოდენობით“, – წერს ბოლქვაძე 7 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში. ელისო […]

ნატომ შესაძლოა უკრაინაში ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი შემოიღოს

ნატო უკრაინაში ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ნატოს “უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის” პოზიცია უკრაინაში, შესაძლოა, უკვე ბლოკის საიუბილეო ვაშინგტონის სამიტზე ივლისში წარადგინონ. სპეციალური წარმომადგენელი კოორდინაციას გაუწევს უკრაინისათვის სხვადასხვა სახის, მათ შორის, სამხედრო დახმარებას. ნატოს ასეთი ნაბიჯი პოლიტიკურ სიგნალებს გაუგზავნის როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს. ალიანსის ზოგიერთი წარმომადგენელი […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – უკან არ დავიხევთ, სანამ მისიას არ შევასრულებთ და ყველა მძევალს, როგორც ცოცხალს, ისე გარდაცვლილს, სახლში არ დავაბრუნებთ

ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების ძალების მიერ ღაზაში მძევლების გადასარჩენად ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას მიესალმება. „თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ისრაელი ტერორიზმის წინაშე არ ნებდება და მძევლების სახლში დასაბრუნებლად კრეატიულობითა და სიმამაცით მოქმედებს, რომელსაც საზღვრები არ აქვს. ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ. უკან არ დავიხევთ, სანამ მისიას არ შევასრულებთ და ყველა მძევალს, როგორც ცოცხალს, ისე გარდაცვლილს, სახლში არ დავაბრუნებთ“, […]

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ […]

,,ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე მიუთითებს” – ბესო ნამჩავაძე ანაკლიის პორტზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მთავარი ეკონომისტი, ბესო ნამჩავაძის თქმით, ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანია China Communications Construction Company Limited-ზე (CCCC) სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კორუფციულ საქმეში ფიგურირებდა, თუმცა ამჟამად ისინი არ ხვდებიან შავ სიაში, რომლის გამოც საქმიანობა შეეზღუდებოდათ. საკითხზე მან BMG tv-ის გადაცემა BMGDrive-ში ისაუბრა. “CCCC მსოფლიოს შემოსავლებით TOP-500 კომპანიაში შედის. ბევრი პროექტი აქვთ გაკეთებული, რაც, ერთი […]

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუსი დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული ადგილობრივი არ არის – არ არის შიდა ქართლის რეგიონის მცხოვრები. ამასთან, მას მშობლები უცხოეთში ჰყავს და თბილისში ძმასთან ერთად ცხოვრობს. ქართველი სამართალდამცავები ახლა არკვევენ, რა უნდოდა მას ცხინვალთან ახლოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის […]

რუსმა სამხედროებმა ცხინვალთან კიდევ ერთი პირი დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავრცელებს. როგორც სუსი აცხადებს, გააქტიურეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში […]