ევრო 2024 – ზე საქართველოს ნაკრების ოფიციალური განაცხადი გამოქვეყნდა

უეფა-ს ოფიციალურ ვებგვედრზე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური განაცხადი გამოქვეყნდა. ბოლოს გულშემატკივარი მხოლოდ საბა კვერკველიას გამო ნერვიულობდა, რომელიც ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. საბედნიეროდ, მისი ტრავმა სერიოზული არ არის და გამოცდილი მცველი გუნდთან ერთად იქნება, ხოლო ჯაბა კანკავას ნაცვლად 20-ნომრიან მაისურას კრაიოვას „უნივერსიტატიის“ ფეხბურთელი, ანზორ მექვაბიშვილი მოირგებს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური განაცხადი ევროპის ჩემპიონატზე: 1. გიორგი ლორია; […]

„რუსეთმა ვერ განახორციელა ხარკოვის ოპერაცია, მაქსიმალურად ვზღუდავთ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს“ – ზელენსკი

რუსეთმა ვერ განახორციელა ხარკოვის ოპერაცია, მაქსიმალურად ვზღუდავთ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ოპერაციის ჩავარდნა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. „ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ რუსეთის არმიამ ხარკოვის ოპერაცია ვერ განახორციელა. ჩვენ ახლა მათ შეძლებისდაგვარად ვაკავებთ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს, რომლებიც შემოდიან ჩვენს მიწაზე და ატერორებენ […]

დასანქცირება ვერ იქნება ის, რის გამოც შეიძლება ქვეყანა დათანხმდეს უკრაინიზაციას, არ მოხდება ამის გადახედვა

„ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ სანქციების შიშით საქართველო არ გადაუხვევს კურსს და არ დათმობს ქვეყნის მომავალსა და სუვერენიტეტს. როგორც მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველო არ დათანხმდება ქვეყნის უკრაინიზაციას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გააგრძელებს ქვეყანა ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან, „ხალხის ძალის“ წევრი დარწმუნებულია, რომ ყველა სხვა თემაზე საუბარი, მსჯელობა და კომპრომისის მიღწევა, შესაძლებელია. „მთავარი […]

ქიმიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები სამთავრობოთაშორისი ჯგუფის წევრებმა განიხილეს

პროექტის „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი სამთავრობოთაშორისი ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა ქიმიური იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის მოთხოვნის სრულფასოვანი შესრულებისთვის ეროვნულ დონეზე საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისა და მისი აღსრულების საკითხები განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო, რომელმაც აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ეს პროექტი ქვეყნისთვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს, […]

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებში უვადო Game Visa ჩაუშვეს – Insider Gaming

რამდენიმე თვეში საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები ასობით მილიონ დოლარს დებენ კიბერ-სპორტისა და სათამაშო ინდუსტრიაში. ათობით მილიონი ღირებულების ტურნირებიდან და გეიმინგ-ივენთებიდან დაწყებული, მდიდრული ქალაქებით დასრულებული, რომლებიც მთლიანად ვიდეო თამაშებსა და გართობაზეა ორიენტირებული, რეგიონი ცდილობს, რომ ლიდერი იყო ამ მომგებიან ბაზარზე. ამის შესახებ Insider Gaming წერს. აღნიშნულია, რომ კომპანიებს, რომლებიც სპეციალიზებული არიან ციფრული კონტენტის შექმნაზე, […]

დანიის პრემიერმინისტრზე თავდამსხმელი პოლონეთის მოქალაქეა

დანიური მედიის ინფორმაციით, დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენზე თავდამსხმელი პოლონეთის მოქალაქეა. 39 წლის კაცი დაკავებულია. სასამართლოზე მან ბრალდება აღიარა და თქვა, რომ იცოდა ვის დაესხა თავს, თუმცა მოტივი, ისევ უცნობია. დანიური გამოცემა Ekstra Bladet -ის ცნობით, ბრალდებული არ ლაპარაკობს და არ ესმის დანიური. ის დაკავების დროს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მისი ვინაობა არ სახელდება. […]

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებია

9 ივნისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. 8 ივნისს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. სიჩუმის დღეა, როცა ყველა სახის პოლიტიკური აგიტაცია – პროპაგანდა აკრძალულია. დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის ბრძანებით, დღეიდან ძალოვანი უწყებები განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილი, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს ე.წ. საზღვარზე კონტროლის გაძლიერება მოსთხოვა. […]

მარკესმა დეკუსგან გარანტიები მიიღო – მექსიკელი “ბარსელონაში” დარჩა

Diario Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” მეორე გუნდის მწვრთნელ რაფაელ მარკესს თანამდეობის დატოვება სურდა, მაგრამ მან კონტრაქტი 1 წლით გაახანგლძრივა. “ბლაუგრანას” ყოფილი მცველი იმით იყო განაწყენებული, რომ ხავის დათხოვნის შემდეგ მან კატალონიელთა დამრიგებლის პოსტი ვერ დაიკავა. ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, “ბარსელონას” სპორტული დირექტორი დეკუ მარკესს შეხვდა და დარჩენაზე დაიყოლია. მან მექსიკელს შეუთვალა, რომ თუ ფლიკის პროექტი ჩავარდება […]

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ტარდება: 34 ე.წ. დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი – მაჟორიტარული ოლქებიდან. არჩევნებში მონაწილეობს შვიდი პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“ და 111 მაჟორიტარი კანდიდატი. ხმის მიცემისთვის 73 „საარჩევნო უბანი“ გაიხსნა, მათ შორის 71 […]

მიხეილ დუნდუა: არ გამოვრიცხავ, რომ საქართველომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „ქრონიკაში” მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ყოველთვიური მონაცემები იძლევა იმის საფუძველს, რომ წელს საქართველომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს. „პირველი კვარტლის მაჩვენებელი საშუალოდ 9%-იან ეკონომიკური ზრდაა, აპრილის მაჩვენებელი თითქმის 12%-იანი, აღმავალი ტრენდია, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პარამეტრები უნდა დაზუსტდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ წინდახედული, კონსერვატორული თუმცა, რომ გამოვიდეთ კონსერვატორული […]