2023 წელს ყველაზე ხშირად მონახულებული ქალაქი სტამბოლია – Euromonitor

2023 წელს ყველაზე მონახულებული ქალაქი სტამბოლია, სადაც გასულ წელს 20 200 000 ადამიანი ჩავიდა. ათეულში მეორე თურქული ქალაქი – ანტალიაც მოხვდა. რეიტინგს Euromonitor-ზე დაყრდნობით, RankingRoyals აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ სტამბოლს 26%-იანი ზრდა აქვს 2020 წელთან შედარებით. მეორე ადგილზე ლონდონია (17%-იანი ზრდით), ხოლო დუბაი მესამეა (18%-იანი ზრდით). გასულ წელთან შედარებით ჰონგ კონგმა (2,495%) და ბანგკოკმა (142%) […]
ჩვენ მკაცრად აღვკვეთთ ლგბტ პროპაგანდის ყველანაირ მცდელობას – ოდიშარია

ადამიანის უფლებები იქნება დაცული უმაღლესი სტანდარტით, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ და მკაცრად აღვკვეთთ პროპაგანდის ყველანაირ მცდელობას, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას. მისი თქმით, საქართველოში ლგბტ პროპაგანდისთვის დიდი თანხა იხარჯება. „ეს კანონი ცდილობს, რომ რამენაირად დაიცვას მცირეწლოვანთა უფლებები, ოჯახური სიწმინდე და ღირებულებები. […]
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში “საპარლამენტო არჩევნებია” – 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 28,96% შეადგინა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში “საპარლამენტო არჩევნებია” – 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 28,96% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ “არჩევნებში” მონაწილეობა 864-მა ადამიანმა მიიღო. არაღიარებულ “არჩევნებს” 35 დამკვირვებელი აკვირდება და მას რუსული და ადგილობრივი მედია აშუქებს. სულ 73 “საარჩევნო უბანი” გაიხსნა, აქედან ორი მოსკოვსა და ჩრდილოეთ ოსეთში. “არჩევნებში” სულ 111 “მაჟორიტარობის კანდიდატი” და შვიდი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: „ერთიანი […]
პარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ხვალ წარედგინება

პარლამენტის ბიუროს, 10 ივნისის სხდომაზე, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება. საკანონმდებლო პაკეტი 19-კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: – მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა […]
უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება. „პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩარლზ ფრიზთან ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მოლაპარაკების დროს […]
მხოლოდ ქრისტეს რწმენა გვაძლევს შესაძლებლობას, მოვიხვეჭოთ მისი მადლი, მივიღოთ განკურნება და განვიმტკიცოთ ძალები ცხოვრებისეული გზის გასავლელად – მეუფე შიო

მხოლოდ ქრისტეს რწმენა გვაძლევს შესაძლებლობას, მოვიხვეჭოთ მისი მადლი, მივიღოთ განკურნება და განვიმტკიცოთ ძალები ცხოვრებისეული გზის გასავლელად – მეუფე შიო მხოლოდ ქრისტეს რწმენა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვიხვეჭოთ მისი მადლი, მივიღოთ განკურნება და განვიმტკიცოთ ძალები ჩვენი ცხოვრებისეული გზის გასავლელად, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)აღდგომიდან მეექვსე კვირას, ბრმის კვირიაკეს ქადაგებისას განაცხადა. […]
თვეზე მეტია, ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს ეძებს

თვეზე მეტია, ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს, თორნიკე დალაქიშვილს ეძებს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. 25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით, სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს, მაგრამ, კვალზე ვერ გადიან. გთხოვთ, გაავრცელეთ, იქნებ ვინმემ სადმე ნახოს და ვიპოვოთ. თუ ნახავთ ან ამ […]
თბილისში მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ვაკეში მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს გაჩერებაზე შეეჯახა. მათივე ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მაჰმუდ აბასი ისრაელის მიერ ღაზაში, მძევლების გათავისუფლების მიზნით ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას ითხოვს

პალესტინის ლიდერი, მაჰმუდ აბასი ისრაელის მიერ ოთხი მძევლის გადასარჩენად ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს. „ნუსეირათის ბანაკზე ისრაელის თავდასხმას ასობით მოწამის სიცოცხლე ემსხვერპლა და მრავალი სხვა დაშავდა. პრეზიდენტი აბასი ჩართულია ინტენსიურ კომუნიკაციაში შესაბამის არაბულ და საერთაშორისო მხარეებთან, რათა მოიწვიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა“, – აღნიშნულია პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. […]
მოჯადოებულ წრეზე სიარული აღარ გვჭირდება – “ჯორჯიან ფექიჯინგი” მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაზე

მოჯადოებულ წრეზე სიარული აღარ გვჭირდება, შეგვიძლია გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, – ამის შესახებ შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია “ჯორჯიან ფექიჯინგის” გენერალურმა მენეჯერმა, ვერონიკა გოგოხიამ BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, საკითხზე გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ადგილობრივი წარმოების სასარგებლოდ. “მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ირგვლივ გვჭირდება მეტი დისკუსია. ამ თემების განხილვისას ჩვენგან ყველა უნდა იყოს ჩართული იმისთვის, რომ […]