ევროპული ორგანიზაციები საქართველოსთან დაკავშირებით, EU-ს ლიდერებს მიმართავენ

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მხარდამჭერი 20 ორგანიზაცია საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ გაერთიანებას მოუწოდებს, რუსული კანონის მიღების გამო ოლიგარქის ხელისუფლების წარმომადგენლებზე ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის გავრცელება განიხილონ. წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი […]

ახლა ოსიმენი, გაისად კვარაცხელია – დე ლაურენტისი პარიზში მოსალაპარაკებლად მიდის

„ნაპოლისთან“ დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო, რომელიც როგორც წესი კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის პოზიციას ახმოვანებს, იტყობინება, რომ ახალ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ხვიჩა კვარაცხელიას გასხვისების გაგონებაც არ უნდა. იმის გამო, რომ დე ლაურენტისმა მართვის სადავეები სრულად თავის ხელში აიღო, განახორციელა გაუმართლებელი საკარდო პოლიტიკა, სკუდეტოს მომპოვებელი გუნდი სერია A-ში მეათე ადგილზე გავიდა, ევროტურნირების გარეშე დარჩა და ურთულეს […]

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან – ლანდბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდბერგისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ გმობს და რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. „ვგმობთ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – აღნიშნულია გაბრიელიუს ლანდბერგისის განცხადებაში. […]

ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,” – წერია განცხადებაში.

გაბრიელიუს ლანდბერგისი – ვგმობთ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში – მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდბერგისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ გმობს და რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. „ვგმობთ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – აღნიშნულია გაბრიელიუს ლანდბერგისის განცხადებაში. […]

ბაიდენი და მაკრონი მხარს უჭერენ რუსეთის აქტივების უკრაინისთვის გადაცემის იდეას

შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირეს უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული მოგების გამოყენებას. შესაბამისი ერთობლივი განცხადება პარიზში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. “პრეზიდენტები ვალდებულებას იღებენ მხარი დაუჭირონ ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ძალისხმევას, რათა რუსული სუვერენული აქტივებიდან მიღებული გაუთვალისწინებელი დივიდენდები, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უკრაინის […]

“ვირტუსმა” “მილანოს” ფინალური სერია გაუთანაბრა | შენგელია MVP გახდა

თორნიკე შენგელიას ლიდერობით “ვირტუსმა” ბოლონიაში მილანის “ოლიმპია” დაამარცხა და ფინალური სერია გაათანაბრა. ბოლონიელებს მარცხის უფლება არ ჰქონდათ, რადგან სერიის პირველი საშინაო მატჩი შინ ოვერტაიმში დათმეს და მეორე შეხვედრაც რომ წაეგოთ, ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ, თუმცა ქართველი ფორვარდის დიდებული თამაშის წყალობით “ვირტუსმა” მოახერხა გამარჯვების მოპოვება – 72:64. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე […]

G7-ს სურს, ზეწოლა მოახდინოს ბანკებზე, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავიდან აცილებაში ეხმარებიან – Bloomberg

G7-ის ქვეყნები და ევროკავშირი იკვლევენ გზებს ბანკებზე ზეწოლისთვის, რომლებიც მოსკოვს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ Bloomberg წერს. სააგენტოს წყარო აცხადებს, რომ ზოგიერთი მოკავშირე განიხილავს ზომებს, რომლებიც მიმართული იქნება მესამე ქვეყნების კრედიტორების მიმართ, რომლებიც, SWIFT-ის მსგავსს, რუსეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური შეტყობინებების სისტემას (СПФП) იყენებენ, რათა თავიდან აიცილონ სავაჭრო შეზღუდვები. გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, СПФП-ის […]

აზერბაიჯანი არ ცნობს ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, – ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არ ცნობს თვითგამოცხადებულ „საპარლამენტო არჩევნებს“, ისევე როგორც მათ შედეგებს, რომელიც გაიმართა 9 ივნისს საქართველოს ცხინვალის რეგიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო: ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული არჩევნები უკანონოა, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს და მას უკანონოს უწოდებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ე.წ. არჩევნები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და ასევე მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ […]