ირაკლი ზარქუა ბაიდენსა და მაკრონს – ბიჭებო, პრობლემა თქვენს უსამართლო დამოკიდებულებაშია – ეს უნდა გამოასწროთ, თორემ მალე საფრანგეთშიც პრობლემა იქნება და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ – დაფიქრდით, აბა ჰე!

ბიჭებო, პრობლემა თქვენს მმართველობაშია, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ – ეს უნდა გამოასწროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად მმართველი გუნდი დარწმუნდა, რომ […]

გიორგი ვაშაძე – ალბათ, დიდი ტრაური ექნება პრორუს „ქართულ ოცნებას“, რადგან არცერთი ორბანისტი არსად არ იქნება – ევროპარლამენტში გაიმარჯვა ევროკავშირის გაფართოების და „ოცნების“ დამთავრების პოლიტიკამ

ევროპარლამენტში გაიმარჯვა ევროკავშირის გაფართოების, დემოკრატიის მხარდაჭერის, ქართველის მხარდაჭერის და „ქართული ოცნების” დამთავრების პოლიტიკამ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რითაც ევროპარლამენტში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა. ვაშაძის თქმით, იმ ძალების მხრიდან, ვინც ევროკავშირში გაიმარჯვა, ვერც ერთი ანტიდემოკრატიული, ფაშისტური და ავტორიტარული ძალა, ვერასდროს იქნება მხარდაჭერილი. „EPP-ს ყველაზე მეტად რომ ლანძღავს „ქართული ოცნება“, […]

თეონა აქუბარდია – ივანიშვილის ცრუ ბრალდებებსა და გლობალური ომის პარტიის დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებას, აშშ-მა 26 მაისის ცერემონიაში ამერიკული კომპონენტის ამოღებით უპასუხა, რაც მთავრობისადმი დემარშის გამოხატულებაა

„ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებითა და დასავლეთისადმი მტრული რიტორიკით საფრთხე შეუქმნა ქართულ ჯარს – ბიძინა ივანიშვილის მიერ აშშ-სთვის გადატრიალებების მოწყობის ცრუ ბრალდებების და გლობალური ომის პარტიის დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 26 მაისს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ფიცის დადების ცერემონიაში ამერიკული კომპონენტის ამოღებით უპასუხა, რაც მთავრობისადმი დემარშის გამოხატულებაა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ინარჩუნებენ გავლენას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ინარჩუნებენ გავლენას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. როგორც კი ქართველი ხალხი შეცვლის ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს, ქართველ ხალხს გზა ხსნილი აქვს, რომ რეფორმების შედეგად, ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპარლამენტის არჩევნებზე იმყოფებოდა. „ევროპარლამენტის […]

ირაკლი ზარქუა – ამ უსაგნო, უსაფუძვლო და უარგუმენტო სანქციებს პასუხი გასცა ევროკავშირის არჩევნებმაც

ამ უსაგნო, უსაფუძვლო, უარგუმენტო სანქციებს პასუხი გასცა ევროკავშირის ამ არჩევნებმაც – გამოდის, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოური გავლენების შემცირება, რასაც მხარი დაუჭირა ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობამ, დემოკრატიის ძირის გამოთხრაა? დაასანქცირეთ მაშინ ევროკავშირის მოსახლეობაც, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთის მიდგომა და მათ შორის, ევროპარლამენტის არჩევნები, „ქართულ ოცნებას” კიდევ […]

14 ივნისს თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით 14 ივნისს თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში 20-ზე მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელსაც რეგიონში მიმდინარე ეტაპზე აქტიური ვაკანსიები აქვს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თელავის […]

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეცხრე ოფიციალური ცერემონია გაიმართება

„შატო მუხრანის“ „ორანჟერეა“ Welcome to Georgia! – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეცხრე ცერემონიაზე ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება 2024 წლის, 11 ივნისს გაიმართება. „სწორედ დაჯილდოების ცერემონიაზე, 24 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 200-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამარჯვებულები გამოვლინდება, რომლებიც დამსახურებულად მოირგებენ […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებები ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს და აუარესებს არსებულ წესებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად, უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიღებული ცვლილებები არ ითვალისწინებს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის არცერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციას, მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პარლამენტის მიერ დანიშვნასა და ბიუროსთვის გამოძიების უფლებამოსილების მინიჭებას. „საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებათა […]

„დიდი წარმატებისკენ გზა პატარა მცდელობებით იწყება“ – „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატების რჩევები აბიტურიენტებს

„საქართველოს ბანკი“ უკვე რამდენიმე თვეა სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღონ. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი წარმატებული სტიპენდიატი, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა კი მომავალში უფრო და უფრო მასშტაბური გახდება. ინფორმაციის მიხედვით, სტიპენდიის მისაღებად საკუთარ რჩევებსა და შთაბეჭდილებებს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ილიას სახელმწიფო […]

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 1982 წ. დაბადებული რ.ი, 1977 წ. დაბადებული მ.თ. და არასრულწლოვანი, 2006 წ. დაბადებული ე.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, […]