თიბისიმ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა

თიბისი ჯგუფმა გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონში ჯგუფის სტრატეგიულ შესაძლებლობებს. გადახდების ახალი პლატფორმა ბიზნესებს სთავაზობს, მარტივად და სწრაფად მიიღონ და მართონ გადახდები, გაზარდონ გაყიდვები და მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზონ. პლატფორმა უკვე შვიდ წელზე მეტია საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მომსახურებას უწევს ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებს. პირველ ეტაპზე, თიბისი ჯგუფი საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით, საქართველოს, […]
თეონა აქუბარდია – ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე ბერლინში მოისმენს იმ სავარაუდო დღის წესრიგს, რომელიც დასავლეთში ახლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მწიფდება და აქედან გამომდინარე გააგრძელებს ქმედებებს ბიძინა ივანიშვილი

ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე ბერლინში მოისმენს იმ სავარაუდო დღის წესრიგს, რომელიც დასავლეთში ახლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მწიფდება – ის ამ კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის კურიერი იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ სანქციები რეალურია და მას ეს კონფერენცია დამატებით ვითარების გასარკვევად სჭირდება და არა […]
თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის სოციალური ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ახალ სოციალური სახის შეღავათებს სთავაზობს. კერძოდ, კულტურულ-შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობის, საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიასთან, მწერალთა სახლთან, უნივერსალური ცოდნის აკადემიასთან UNIKO, საფეხბურთო აკადემიასთან „უშბა“, […]
ბექა ოდიშარია – ერთადერთი უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც გამჭვირვალობის სახელით მოქმედი არასამთავრობო გამჭვირვალობის კანონს ებრძვის

როგორ შეიძლება გამოაცხადო გამჭვირვალობა ანტიდასავლურად? ვხედავთ სიბნელეს და სიყრუეს ეკა გიგაურის და, საერთოდ, ვფიქრობ, ერთადერთი უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც გამჭვირვალობის სახელით მოქმედი არასამთავრობო ებრძვის გამჭვირვალობის კანონის მოქმედებას, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით. როგორც ბექა ოდიშარია აღნიშნავს, ქვეყანა მზადაა იმისთვის, რომ […]
ჯო ბაიდენი „ჰამასს“ მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ჰამასს“ მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიიღოს. „გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო ჩვენი რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს „ჰამასს“, ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს. „ჰამასი“ აცხადებს, რომ მას ცეცხლის შეწყვეტა სურს. ეს გარიგება არის შესაძლებლობა იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი ამას გულისხმობენ“, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში. შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭომ […]
რუსეთმა და ბელარუსმა ტაქტიკური ბირთვული წვრთნების მეორე ეტაპი დაიწყეს

რუსეთმა და ბელარუსმა ტაქტიკური ბირთვული წვრთნების მეორე ეტაპი დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „წვრთნების დროს არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნების საკითხები შემუშავდება“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბირთვული წვრთნების მიზანს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული […]
,,მოირგე დრო“ – დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” ახალ კამპანიას იწყებს. ბიოგრაფის მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტები 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაზეა აგებული, რაც გულისხმობს 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ყველა საჭირო სერვისთან წვდომას. ამ იდეის კრეატიულად საილუსტრაციოდ კამპანიის გამხსნელ რგოლში გამოყენებულია ჩრდილები, რაც დროის მოძრაობას აღწერს. ბიოგრაფის ეკოსისტემა ცოცხალი, მოძრავი, პროგრესული და ადამიანზე ორიენტირებულია, სადაც თავად იღებ კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე […]
თალაკვაძე: სანქციებს აზრი მაშინ აქვს, როცა ის სამართლიანია

სანქციებს აზრი მაშინ აქვს, როცა ის სამართლიანია. ერთადერთი, ვისაც სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გაუხარდა, ჩვენი საერთო მტრები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსსა და საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ძირს უთხრიან. ამიტომ, მე მჯერა, რომ მომავალში, აშშ-ს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას გადახედავს. ჩვენი უპირველესი მიზანი და მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაა. თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ […]
სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, აქტივისტი სალომე ბარკერი თავის ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, რომელშიც ჩანს სახეგასისხლიანებული ზურა ბერძენიშვილი. სალომე ბარკერის პოსტის მიხედვით, შემთხვევა დღეს დილით ბერძენიშვილის სახლთან მოხდა. “შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და […]
იაპონიის საელჩო – იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას

იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას – ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას. „იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ […]