პალიმფსესტი, რომელზეც იოანე ზოსიმეს ხელნაწერებია, აუქციონზე მილიონ ფუნტად იყიდება

Christie’s აუქციონზე პალიმფსესტ Codex Sinaiticus Rescriptus-ის ნაწილი, რომელზეც ბერი იოანე ზოსიმეს ქართული ხელნაწერებიც არის წარმოდგენილი, 1 000 000-იდან 1 500 000 ფუნტ სტერლინგად იყიდება. ხელნაწერის ზედა ტექსტები ზოსიმეს მიერ ძველქართულად არის დაწერილი, ხოლო ქვედა ფენა არამეულის ქრისტიანულ-პალესტინურ დიალექტზეა შესრულებული. პალიმფსესტები ეტრატზე შესრულებული ხელნაწერებია, რომელთა ფურცლებიდან პირვანდელ ტექსტს შლიდნენ და მათზე ხელახლა წერდნენ. ძველად ეტრატი ძვირი […]
საპენსიო აქტივების ღირებულება 5.1 მლრდ ლარს შეადგენს

საპენსიო სააგენტოს 31 მაისის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 519 ათასი ადამიანია. 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 10,356-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 35.3 მლნ ლარი. საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 5.1 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა, მოსწავლეებში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელებული STEM ოლიმპიადაა. STEM ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით 200-მდე სკოლა, 1200-მდე მოსწავლე და 200-მდე მასწავლებელი ჩაერთო. პირველი, თეორიული ტურის შედეგად […]
TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც თიბისი, USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“. პროექტის წინა ეტაპზე 10,000-მდე რეგისტრირებული აპლიკანტიდან შეირჩა 400-ზე მეტი მონაწილე, რომელთაგან ნაწილი მიმდინარე სტუდენტია, ნაწილმა კი უკვე წარმატებით დაასრულა სასწავლო პროგრამები და საკუთარ კარიერას სხვადასხვა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში აგრძელებს. ახლა კი, რეგისტრაცია ცხადდება დამატებით 350-მდე მონაწილის […]
აქუბარდიას თქმით, კვორუმისთვის ოცნების დეპუტატები სხვის პულტებს იყენებდნენ

დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, იმისათვის რომ პლენარული სხდომის დასაწყებად კვორუმი შემდგარიყო, ქართული ოცნების დეპუტატები რეგისტრაციის დროს სხვების პულტებს იყენებდნენ. პლენარული სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტშია, სხდომის დასაწყებად დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ – 76-მა რეგისტრაცია ვერ გაიარა. ორი მცდელობის შემდეგ სხდომის დაწყების დრომ და ხელახალმა რეგისტრაციამ 15:00 საათისთვის გადაინაცვლა. ფორმულას […]
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში ცხელი ხაზი 15 20 ამოქმედდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში ცხელი ხაზი 15 20 სრული დატვირთვით ამოქმედდა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე როგორც კონკურენციის, ასევე მომხმარებლის დაცვის და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ შესაბამისი პასუხი მიიღოს. საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე, 509 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 285 […]
1-ლი ივლისიდან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ვადები იცვლება

1-ლი ივლისიდან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ვადები იცვლება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, თბილისში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობების შემთხვევაში, თუ გავიდა სამუშაოების ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული, ან დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები, ან თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს […]
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი გაყიდა

2024 წლის 11 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ აშშ დოლარის ინტერვენცია განახორციელა. აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება. “ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა […]
“ის არამარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს” – ტორპედომ სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო

“ის არამარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს” – ტორპედომ სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო ქუთაისის “ტორპედომ” 34 წლის ფრანგი მცველის მამადუ სახოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გუნდის საიტი წერს: “პარი სენ-ჟერმენის”, “ლივერპულის”, “კრისტალ პალასისა” და “მონპელიეს” შემდეგ, მამადუ სახოს კარიერაში მორიგი კლუბი ქუთაისის “ტორპედოა”. 34 წლის ფეხბურთელი თბილისში 12 […]
ლარის სტაბილურობისთვის სებ-მა რეზერვებიდან კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა

2024 წლის 11 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა კიდევ 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა. ეროვნული ბანკის ცნობით, “ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება”. “ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა, […]