თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 12 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ცინცაძის, ლეჩხუმის, ჭიჭინაძის, დიდი ჯიხაიშის, სანერგეს, სვანეთის, რიონჰესის, მრევლიშვილის, კოხრეიძის, ნოზაძის, იმერეთის, ჯანგირაშვილის, ხევსურეთის, სვანეთისხევის, ნიკო მარის, სააკაძის, მანჯგალაძის და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო […]

აუსტრევიჩიუსი: ყოველ ჯერზე, როცა კობახიძის კომენტარს ვკითხულობ, გაოცებული ვარ

ყოველ ჯერზე, როცა ვკითხულობ კობახიძის კომენტარებს, ნამდვილად გაოცებული ვარ. ამ პოლიტიკოსს უნდა, რომ გაართულოს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს და მთლიანად მსოფლიოს შორის. მე არ მესმის, რაში სჭირდებათ ეს გართულებები საქართველოსთვის, მე ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას. რატომ აკეთებს საქართველოს მთავრობა ამას? საქართველოს მთავრობამ ძალიან სერიოზულად უნდა გადახედოს თავის კომუნიკაციის მეთოდს ევროკავშირთან იმიტომ, რომ ეს ნამდვილად […]

ეს იწყება დანაწევრებით და ჰიბრიდული ომით, როგორც ეს მოლდოვასა და საქართველოში იყო, შემდეგ კი ხდება ტოტალური ომი, როგორი ომიც არის უკრაინის წინააღმდეგ – ზელენსკი

ეს იწყება დანაწევრებით და ჰიბრიდული ომით, როგორც ეს მოლდოვასა და საქართველოში იყო, შემდეგ კი ხდება ტოტალური ომი, როგორი ომიც არის უკრაინის წინააღმდეგ – ზელენსკი ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: „ეს არის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ. რუსეთის მცდელობას, დაყოს და შეასუსტოს დემოკრატიული მსოფლიო. ეს არის […]

ბჟანია: სოხუმის აეროპორტიდან ფრენები რუსეთის 7 ქალაქში შესრულდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით, სოხუმის აეროპორტიდან ფრენები რუსეთის 7 ქალაქში შესრულდება. მისი განცხადებით, ეს ქალაქებია: მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, სოჭი და კრასნოდარი. 5 ქალაქიდან ფრენები თბილისშიც სრულდება, კრასნოდარის აეროპორტი კი, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უსაფრთხოების მიზეზით დაკეტილია. რუსული მედიის ცნობით, ფრენებს, სავარაუდოდ, არ შეასრულებენ ის ავიაკომპანია, რომლებიც ახლა საქართველოს მიმართულებით დაფრინავენ, […]

მაიკლ როთი ირაკლი კობახიძეს – თქვენი უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა მშვენიერი შესაძლებლობაა შემდეგი მესიჯების გასაგზავნად: დავაბრუნებ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას ეხმაურება და საციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. “ძვირფასო ირაკლი კობახიძე, თქვენი უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა მშვენიერი შესაძლებლობაა შემდეგი მესიჯების გასაგზავნად: საქართველო გაზრდის უკრაინის მხარდაჭერას; გავიწვევ “უცხოური აგენტების კანონს”; შევაჩერებ ანტი-LGBTI კანონპროექტს; დავაბრუნებ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე”, – წერს როთი პლატფორმა […]

ომბუდსმენი – პოლიტიკოსების მხრიდან სამოქალაქო სექტორისა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებები კიდევ უფრო დამაშინებელ გარემოს ქმნის და ძალადობის წახალისების არსებით საფრთხეებს შეიცავს

საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, მით უფრო თუ თავდასხმის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას ან/და გამოთქმულ აზრს უკავშირდება , – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია თითოეულ ძალადობრივ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან სამოქალაქო სექტორისა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ გაკეთებული მადისკრედიტებელი […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს 08:00-დან 08:10 საათამდე და 09:50-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, საგურამო, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 08:00-დან 10:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, არმაზის, რუსთაველის, წერეთლის და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში კაიშაურები, მთა ვარცლა, ნადიბაანი, ქუმლისციხე […]

ჯაბა სამუშიამ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. სიტყვით გამოსვლისას თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროგრამებსა და უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელებაში. ინტერნაციონალიზაციის […]

დანიაში უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

დანიაში უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახე ინფორმაციას დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახური ავრცელებს. „მას ბრალად დანიის სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის დარღვევა ედება, რომელიც უცხოური დაზვერვის სამსახურისთვის დანიაში მოქმედების შესაძლებლობის აღმოჩენას ეხება, კერძოდ, თანამშრომლობას გავლენის მოხდენის მიზნით“, – ნათქვამია დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის განცხადებაში. დანიის დაზვერვის […]

ილია დარჩიაშვილი – ჩვენ დაინტერესებულნი ვართ სტრატეგიულ პარტნიორებთან დინამიკური ურთიერთობებით – მთავრობის სტრატეგიული ინტერესია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ადრინდელ ნიშნულს დაუბრუნდეს

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დინამიკური ურთიერთობებით , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. „ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო პროგრესირებდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა დარჩაისვილმა. დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის და დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ საქართველოს პარლამენტმა […]