გარკვეული დემოკრატიული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა — კობახიძე ევროპარლამენტის არჩევნებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროპარლამენტის არჩევნების საფუძველზე გამოჩნდა გარკვეული „დემოკრატიული კრიზისი“ ევროპაში. არჩევნების შედეგებზე საუბრისას კობახიძემ თქვა, რომ „იქნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა, არსებითად, მოვლენები განვითარდება ისე, როგორც აქამდე“. „ერთი რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე. ეს არის ერთგვარი დემოკრატიული კრიზისი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ამ კრიზისს საშუალოვადიან პერსპექტივაშიც […]
პრემიერი – ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირში ინტეგრაციაა, შესაბამისად, ყველას ინტერესებშია, რომ პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში მაქსიმალურად გაჯანსაღდეს

ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, აქედან გამომდინარე ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება, – ამის შესახებ პრემიერმა ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას ინტერესებშია, რომ პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში მაქსიმალურად გაჯანსაღდეს. „რეალურად, იქნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა არსებითად, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მოვლენების […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში

ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გააგრძელებს მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად. „ძვირფასო კოლეგებო, ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და […]
პრემიერი – გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ევროპარლამენტის არჩევნების საფუძველზე, ეს არის დემოკრატიული კრიზისი – დარწმუნებული ვარ, ევროპა ამ კრიზის საშუალო ვადიან პერსპექტივაში გადალახავს

ერთი, რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე, ეს არის დემოკრატიული კრიზისი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის არჩევნები შეაფასა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება იმ პროცესებს, რომელიც ევროკავშირი წარიმართება. „რეალურად გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა მოვლენების განვითარება გაგრძელდება ისე, როგორც […]
პრემიერი – ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, ეს არის მეგობრების პასუხისმგებლობა – საქართველო არის უკრაინის მეგობარი ქვეყანა და ამ ყველაფერში მაქსიმალურ მონაწილეობას მივიღებთ

უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და, რა თქმა უნდა, ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის პროცესში. „უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი […]
ილია დარჩიაშვილი – ჩვენ დაინტერესებულნი ვართ სტრატეგიულ პარტნიორებთან დინამიკური ურთიერთობებით – მთავრობის სტრატეგიული ინტერესია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ადრინდელ ნიშნულს დაუბრუნდეს

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დინამიკური ურთიერთობებით , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. „ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო პროგრესირებდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა დარჩაისვილმა. დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის და დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ საქართველოს პარლამენტმა […]
გლდანის I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოები 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. „ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – დაითესა ბალახი და დაირგო ხე მცენარეები. ასევე, […]
სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის ხარისხის მენეჯმენტის სისტემამ ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობის „ენ ისო 9001:2015“ სერტიფიკატი მოიპოვა

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტმა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის აუდიტი წარმატებით გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა, რომლებიც საქართველოში 2024 წლის მაისში იმყოფებოდნენ, დეპარტამენტის საქმიანობა შეისწავლეს. შედეგად, დასრულდა სერტიფიცირების პროცესი ევროპული სტანდარტის ენ ისო 9001:2015 „ხარისხის მენეჯმენტის სისტემები – მოთხოვნები” შესაბამისად და 2024 წლის 5 ივნისს სტანდარტების […]
პრემიერი – მართალია, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ საქართველომ არ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქცირებულ პირებსა თუ ტვირთებს

მართალია, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ საქართველომ არ შემოიღო ეროვნული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქცირებულ პირებსა თუ ტვირთებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობამ გამოყო მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის და მხარს უჭერს საქართველოში ამჟამად მცხოვრებ […]
პრემიერი – ე.წ. ბულინგის კამპანიას, სამწუხაროდ, აქვს პირდაპირი კოორდინაცია და მხარდაჭერა კონკრეტული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია

არა მხოლოდ გრძელდება ეს ე.წ. ბულინგის კამპანია, არამედ ამ კამპანიას, სამწუხაროდ, აქვს პირდაპირი კოორდინაცია და მხარდაჭერა კონკრეტული მედიასაშუალებებისა და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია, – ამის შესახებ პრემიერმა ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ქვეყანაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისგან. „სამწუხაროდ, კონკრეტულ ძალებს არ უნდათ სიმშვიდე ჩვენს […]