პრეზიდენტი – ეს არჩევნები იქნება არჩევანი, ამიტომ არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ რომელიმე სავარძელში ჩაჯდება და იქიდან აღარ ადგება – როგორც გავლენ პარტიები არჩევნებზე, მათი გადასაწყვეტია, იმედი მაქვს, გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ

ეს არჩევნები ჩვეულებრივი არჩევნები არ იქნება, ეს იქნება არჩევანი, ამიტომ არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ რომელიმე სავარძელში ჩაჯდება და იქიდან აღარ ადგება , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, მომავალი არჩევნებში იმის დრო არ არის, რომ პარტიებმა ცალ-ცალკე “რაღაცა შეჯიბრი გამართონ და მათი პროგრამები ამომრჩეველს წარუდგინონ”. “რაც შეეხება ერთიანობას. […]

სალომე ზურაბიშვილი – როცა პრემიერ-მინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არნახული შეურაცხყოფაა ქართული ჯარის – მე მინდა, პრემიერის მაგივრად, მათ წინაშე ბოდიში მოვიხადო

მე მინდა პრემიერის მაგივრად ქართული ჯარის წინაშე ბოდიში მოვიხადო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 მაისს პრემიერ-მინისტრის მიმართ პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება ქართული ჯარის არნახული შეურაცხყოფა იყო. „როცა პრემიერ-მინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არის არნახული შეურაცხყოფა ქართული ჯარის იმიტომ, რომ ეს პრეზიდენტი არის მისი […]

,,ნინო გახარებულია, მაგრამ წიგნი დაუმალეთ. ამ მდგომარეობაში შეიძლება ფურცლების ამოხევაც არ გამოირიცხოს…” – ქეთევან ენუქიძე

ფილოლოგი, ,,შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე სოციალურ ქსელში ნინო წილოსანის პოსტს აზიარებს და წერს: ,,ზუსტად ვიცი, რომ 990-ში გარდაიცვალა ჩემი იოანე ზოსიმე… ❤️ ნინო ფიქრობს, რომ დაიბადა მე-5 საუკუნეში და მთელი ორი საუკუნე ქმნიდა ამ ხელნაწერს… ანუ ადრე, ძველ საქართველოში, ადამიანები 500 წელზე დიდხანს ცოცხლობდნენ, იმიტომ, რომ სუვერენიტეტი ჰქონდათ… ან მეორე ვარიანტი: ნინოს მენტალური პრომლემები […]

20 წ. | ცვლილებები ინგლისთან

“უმცროსი ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა ინგლისის 20-წლამდელებთან გასამართი მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. “ექვსი ერის” ჩემპიონთან ტესტ-სერიის მეორე შეხვედრა “ავჭალაზე” 12 ივნისს, 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება. შეგახსენებთ, პირველ თამაშში სტუმრებმა 31:7 იმარჯვეს. რადგან თამაში ამხანაგურია და მიზნად 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას ისახავს, განაცხადი ამჯერადაც არასტანდარტული იქნება, ოღონდ “უმცროსი ბორჯღალოსნების” შემადგენლობაში […]

ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირში ინტეგრაციაა – პრემიერი

ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, აქედან გამომდინარე ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება, – ამის შესახებ პრემიერმა ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას ინტერესებშია, რომ პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში მაქსიმალურად გაჯანსაღდეს. „რეალურად, იქნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა არსებითად, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მოვლენების […]

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე – თუ ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ და იქითკენ გასული

თუ ჩვენი ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმული შემდეგი კითხვის საპასუხოდ განაცხადა: კერძოდ, ახალგაზრდამ პრეზიდენტს ჰკითხა: „25 აპრილს ევროკაშირმა გამოსცა რეზოლუცია, სადაც ითხოვდნენ რუსული კანონის უკან გაწვევას და მასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. აპირებთ […]

პრეზიდენტი – მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი აღარ საუბრობს დასავლეთზე, როგორც „ომის პარტიაზე“, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა – თუ ეს ასეა, ვულოცავ, შემოგვიერთდეს და ხელი მოაწეროს „ქართულ ქარტიას“

ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს აღარ საუბრობს დასავლეთზე, როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. ახალგაზრდების დასმულ კითხვაზე, როგორ აპირებს არჩევნების შემდეგ, როგორც პრეზიდენტმა დაიცვას ქვეყანა რუსეთის პროვოკაციებისგან, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ რუსეთს შეაჩერებს ერთობა […]

პრეზიდენტი – არ შეიძლება შეჯიბრზე გახვიდე და იფიქრო, როგორ დავმარცხდები და თუ დავმარცხდები, მაშინ რას იზამ – ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის

რას ვაკეთებთ თუ კი არჩევნებს გაგვიყალბებენ? – არ შეიძლება გახვიდე შეჯიბრზე და იფიქრო, როგორ დავმარცხდები და თუ დავმარცხდები, მაშინ რას იზამ, ეს არ არ არსებობს. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას შესაბამის კითხვაზე პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნებში მთავარი გამარჯვების იმედი არის მობილიზაცია. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, […]

შალვა პაპუაშვილი – უამრავ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი ფასდაუდებელი აქტია

უამრავ ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი ფასდაუდებელი აქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოსთვის გადმოცემა უდიდესი მოვლენაა ქართული სულიერებისა და კულტურის ისტორიაში. „ქართული სულიერების უდიდესი მოღვაწის, ბერი იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი სულ მალე საქართველოს საგანძურში დაიდებს ბინას. […]

ის ამაგი, რაც ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს აქვს გაწეული საქართველოსთვის, ისტორიაში ოქროს ასოებით შევა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას ეხმიანება. ანალიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ საქართველოსთვის გაწეული ამაგი, ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. ქადაგიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ყველა ნაბიჯი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს და ქვეყანას ხმარდება. „ის ამაგი, რაც ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს აქვს გაწეული საქართველოსთვის, ისტორიაში ოქროს ასოებით […]