უკაცრავად, მაგრამ ვერც სიხარული ვიგრძენი ამ ხელნაწერის შესყიდვით და ვერც ჭორვილელს გადავუხდი მადლობას – გიორგიკ სავანელი
“უკაცრავად მაგრამ ვერც სიხარული ვიგრძენი ამ ხელნაწერის შესწიდვით და ვერც ჭორვილელს გადავუხდი მადლობას”– წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი გიორგი სავანელი, რომელიც ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის მიერ, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას “კრისტის” აუქციონზე. “იოანე ზოსიმეს სულს შემოვევლეთ ყველა ქართველი მაგრამ, აი იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წულუკიანის მიერ დაბყრობილ, დამონებულ და შინაარსისგან დაცლილ ეროვნულ მუზეუმში იდება თუ არა, ამაზე მნიშვნელოვანი […]
რონალდოს დუბლი და რეკორდი – პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, პორტუგალიამ ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე ირლანდია 3:0 დაამარცხა. პორტუგალიამ პირწმინდად დაჯაბნა მოწინააღმდეგე და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. 39 წლის რონალდომ ნაკრებში ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა – დუბლი შეასრულა. კრიშტიანოს ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 130 გოლია, რაც რეკორდია. მან ყველა ტურნირზე 1226-ე შეხვედრა ჩაატარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. „ჯვაროსნები“ პორტუგალიას ჯგუფური ეტაპის […]
აშშ-მა იარაღის აკრძალვა მოუხსნა სადავო წარსულის მქონე უკრაინულ სამხედრო შენაერთს – აზოვს

აშშ-მა გაუუქმა ამერიკული იარაღის მიწოდებასა და წვრთნაზე შეზღუდვები სადავო უკრაინულ სამხედრო შენაერთს – აზოვს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კიევში საელჩომაც დაუდასტურა. ეს ნაბიჯი დაეხმარება დანაყოფს, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და პოპულარულ საბრძოლო ჯგუფს, მოიშოროს ულტრამემარჯვენე მოძრაობის რეპუტაცია, რაც რუსული პროპაგანდის მუდმივი სამიზნე იყო. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აზოვის მიმართ ჩატარდა აშშ-ის “ლიჰის […]
„მოირგე დრო“ – დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” ახალ კამპანიას იწყებს. ბიოგრაფის მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტები 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაზეა აგებული, რაც გულისხმობს 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ყველა საჭირო სერვისთან წვდომას. ამ იდეის კრეატიულად საილუსტრაციოდ კამპანიის გამხსნელ რგოლში გამოყენებულია ჩრდილები, რაც დროის მოძრაობას აღწერს. ბიოგრაფის ეკოსისტემა ცოცხალი, მოძრავი, პროგრესული და ადამიანზე ორიენტირებულია, სადაც თავად იღებ კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე […]
ზურაბიშვილი: როცა პრემიერი ჯარის წინაშე პრეზიდენტს მოღალატეს ეძახის, ჯარის შეურაცხყოფაა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს ჯართან დაკავშირებული კითხვაზე პასუხის გაცემის დროს თქვა, რომ პრემიერმინისტრის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება “არნახული შეურაცხყოფაა ქართველი ჯარის”. “როცა პრემიერმინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არის არნახული შეურაცხყოფა ქართველი ჯარის. იმიტომ რომ, ეს პრეზიდენტი არის მისი უმაღლესი მთავარსარდალი და მე მინდა, პრემიერის მაგივრად, მათ წინაშე […]
ევრო 2024 | ნაკრების პირველი ვარჯიში ფელბერტში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 11 ივნისს, ქალაქ ფელბერტში მდებარე ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ნაკრებმა პირველად ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებსაც მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მცირე სათამაშო დრო მიიღეს. გუნდის სხვა მოთამაშეებმა აღდგენით სავარჯიშო პროცესში მიიღეს მონაწილეობა. ევრო 2024-ისთვის მზადების ახალი ეტაპის და ევროპის ჩემპიონატის შესახებ კომენტარი […]
“მნიშვნელოვანი ცვლილება “ნაციონალურ მოძრაობაში” – მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ნაც.მოძრაობაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმიანება. “მნიშვნელოვანი ცვლილება “ნაციონალურ მოძრაობაში” – პირველად პარტიას ჰყავს ქალი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა. თიკა პოლიტიკაში მოვიდა 2012 წელს არჩევნების შედეგად და უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა ბოლო 12 წელიწადში. თიკას ფანტასტიკური განათლება აქვს მიღებული. საშუალო სკოლა დაამთავრა ამერიკაში, შემდეგ დაასრულა ტაფტის უნივერსიტეტის სრული კურსი (ფლეტჩერის დიპლომატიური სკოლის, რომელშიც რამდენიმე წლის წინ […]
ბალდის კანიონთან პროტესტის მონაწილეების თქმით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ

ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა კარვებში აპროტესტებენ შპს კანიონი 350-ის მიერ მიმდინარე სამუშაოებს აცხადებენ, რომ თავს დაესხნენ. როგორც მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრი ცოტნე თვარაძე ამბობს, ნასვამ მდგომაროებაში მყოფი ორი შეიარაღებული პირი მათ საპროტესტო კარავში მიეჭრა. აქტივისტის განცხადებით თავდამსხმელები სანადირო თოფებითა და ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებული და სანამ იმ ადგილზე ავიდოდნენ, […]
პრეზიდენტი – კონკრეტული ნაბიჯები არსებობს, როგორ უნდა მოხდეს გადაფასება, გადამოწმება ადამიანების, რომლებიც სასამართლოს სისტემას აზიან – ნებისმიერი ახალი მოსამართლე, რომელიც სისტემაში შემოვა, უნდა იყოს გადამოწმებული

ის უსამართლობა, კლანური სისტემა, რაც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, უნდა მოხდეს ყველა იმ მოსამართლის გადამოწმება, „რომლებიც დღეს აზიან სასამართლო სისტემას“. „მთავარი პუნქტი „ქართული ქარტიის“ არის სასამართლო სისტემის რეფორმა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპა 9 ნაბიჯში, 12 ნაბიჯში მუდმივად ამას გვეუბნება, […]
შარშან დაანონსებული ლოგისტიკური ჰაბის მშენებლობა ჯერაც არც დაწყებულა – ლევან ყარალაშვილი

“ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც შარშან დაანონსდა, ჯერ მისი მშენებლობაც არც დაწყებულა”, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში “რედაქტ2” „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის”აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.