კახა კალაძე – არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სანქციები, ყველაფერი შეიცვლება, დალაგდება, იქნება განსხვავებული მსოფლიო და ევროპა, ისეთი ევროპა დაბრუნდება, რაც გვინდა, რომ დაბრუნდეს – დღეს არის უსამართლობის სრული პიკი

საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სანქციები, ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება, იქნება განსხვავებული მსოფლიო, ევროპა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ესტონეთის მიერ საქართველოს 14 თანამდებობის პირისთვის და მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. როგორც კალაძემ მედიასთან განაცხადა, ყველაფერი დასრულდება 20 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია […]
კახა კალაძე – მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, როდის აინთება ნაძვის ხე – ახალი წელი ხომ ვერ გადაიდება?

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება უსაფრთხოების მიზნით გადაიდო დროებით, რადგან იყო მძიმე საგნების სროლა სცენის მიმართულებით. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, თუ როდის აინთება ნაძვის ხე. „რაც შეეხება ნაძვის ხის ანთებას, გუშინ ჩვენ ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიება გადაგვედო. შემოგვივიდა ინფორმაცია, რომ პროვოკაცია იგეგმებოდა. გარდა […]
კახა კალაძე – გვინდა, ურთიერთობები გადაიტვირთოს, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გახდეს ნამდვილი მეგობრული და პარტნიორული, რაც ორმხრივი და არა ცალმხრივი იქნება

[აშშ-ში] როგორც კი ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, ამის შემდეგ საქართველოსთან მიმართებით ევროპის და ამერიკის მხრიდან პოლიტიკური მოცემულობა და მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დასავლეთთან ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ის დამოკიდებულება და ურთიერთობები, რაც დღეს არის აშშ-სთან. როგორც კალაძემ განმარტა, ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, კიდევ […]
კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე – ეს ადამიანი არ ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს, ის გარე ძალებიდან იმართება, ის არის ქვეყნის მტერი, ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი

ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] არ ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს, ის იმართება გარე ძალებიდან, ის არის ამ ქვეყნის მტერი, ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი. საბედნიეროდ, მას დარჩა ორი პარასკევი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. ამასთან, კალაძემ მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. „პირველ რიგში, მინდა საქართველოს მივულოცო ახალი პრეზიდენტის […]
დავით მათიკაშვილი პრემიერის მიერ პროტესტის მონაწილეებისთვის დისკუსიის შეთავაზებაზე – მოისმინონ, რატომ არის ეს პროტესტი უსაფუძვლო, რომ ქვეყანა ევროპული გზით მიემართება და საგარეო ვექტორს ცვლილება არ განუცდია – მიხვდნენ, ქვეყანაში თუ რამეა პრობლემური, ესაა რადიკალური ოპოზიცია

იმისთვის, რომ კიდევ უფრო ცალსახად, ჩვენი საზოგადოების ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, ასეთი კითხვები რეალურად არ არსებობს, მაგრამ რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, მოეტყუებინათ საზოგადოება, სწორედ ამაზეა [გათვლილი]. სურვილის შემთხვევაში მზად არის ეს პასუხი, თუმცა ეს პასუხი რომ მიიღონ, საჭიროა გამბედაობა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეთავაზებას, დაინტერესებულ პირებთან დისკუსიის გამართვის მზაობასთან […]
დავით მათიკაშვილი – მთავარი ნაძვის ხის ანთება გადაიდო, გავუფრთხილდით ჩვენი ბავშვების და იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ვინც ცდილობს, ვანდალიზმით დაამახსოვროს თავი საზოგადოებას – ძალიან მალე ვიხილავთ ანთებულ მთავარ ნაძვის ხეს

როგორი ირონიული წიაღსვლაა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ, საზოგადოებისთვის კარგად დამახსოვრებადი ფაქტებია, როდესაც 2012 წლის 26 მაისს კარგად გვახსოვს, რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი ხელისუფლების მიმართ, როგორ დახოცეს პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანები იმისთვის, რომ მეორე დღეს აღლუმი ჩაეტარებინათ. ფაქტობრივად, სისხლში გაიარა მაშინდელი ხელისუფლების მცდელობამ, ხალხის პროტესტი ჩაეხშო,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, […]
უცხოელი ინვესტორები გვეუბნებიან, თქვენი ქვეყანა აღარ გვაინტერესებსო” – “ენერჯი დეველოპმენტ სოლუშნესი”

კომპანია “ენერჯი დეველოპმენტ სოლუშნესის” დირექტორი მიხეილ მიქელაძე აცხადებს, რომ დღეს უცხოელ ინვესტორებს ჩვენი ქვეყანა აღარ აინტერესებთ, რადგან მათ ინვესტირება და ბიზნესის კეთება მშვიდ ადგილას სურთ. მიხეილ მიქელაძე უერთდება გადაცემაში გაჟღერებულ მოთხოვნებს ახალი არჩევნების დანიშვნისა და საპროტესტო აქციების დაპატიმრებულ მონაწილეთა ახალ წლამდე გათავისუფლების მოთხოვნას და აცხადებს: „ახალი არჩევნების ჩატარება და ახალ წლამდე დაკავებულების გამოშვება დღეს ნომერ […]
ჯაკომო რასპადორიმ შესაძლოა, ზამთარში “ნაპოლი” დატოვოს

Roma Press-ის ცნობით, “ნაპოლის” 24 წლის ფორვარდმა ჯაკომო რასპადორიმ შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი შეიცვალოს. ფეხბურთელის დამატება იჯარით “რომას” სურს, შემდეგ ზაფხულში კი მის გამოსყიდვას გეგმავს. “პარტენოპეიდან” წასვლის სურვილს არც ახალგაზრდა შემტევი მალავს, რადგან ანტონიო კონტეს ხელში ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა. რასპადორიმ მიმდინარე სერია A-ში მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ისიც შეცვლებზე შემოდიოდა. […]
ვინ მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს არჩევა – სია

მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა ჯერჯერობით – ერთი დღის განმავლობაში – ოთხი ქვეყნის ლიდერმა მიულოცა. 14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი. მან საჯარო მილოცვები ჯერ მხოლოდ ოთხი ქვეყნისგან მიიღო. ეს ქვეყნებია: · აზერბაიჯანი […]
როგორ შეზღუდა „ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება 9 დღეში — იურისტის შეფასება

„ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რითაც იურისტების შეფასებით, შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აფასებს, პოლიციისთვის, ძალოვნებისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს და ანთებულ მწვანე შუქს, რომელსაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს უკვე უწოდა ტერორი საქართველოში და თვითნებურობა. · თუ მძღოლები პროტესტს მსვლელობით უერთდებიან და პოლიციამ ჩათვალა, რომ ამით ტრანსპორტის […]