Fitch Solutions-ი წითელ ზღვაში შეფერხებების ფონზე შუა დერეფანში ინვესტირების პოტენციალს ხედავს

კვლევითი ორგანიზაცია Fitch Solutions-ი წითელი ზღვის ვაჭრობის შეფერხებების ფონზე ინფრასტრუქტურული ალტერნატივების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალტერნატიულ სახმელეთო დერეფნებში ინვესტიციების ზრდის პოტენციალი არსებობს. სტატიის თანახმად, ალტერნატიული მარშრუტები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპას შორის ცენტრალური აზიის გავლით, ე.წ. შუა დერეფნის ჩათვლით, კვლავ იპყრობს პოლიტიკოსების ყურადღებას რეგიონში და მის გარშემო. Fitch Solutions-ი არ ელის, რომ საშუალოვადიან პერიოდში […]
13 ივნისს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

13 ივნისს, ღამის საათებში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 186-ე კმ-ზე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ხიდზე მიმდინარე მალის ნაშენის სამონტაჟო სამუშაოების გამო, 2024 წლის 13 ივნისს, 02:00-დან 05:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე […]
კონტესა და “კვარას” შორის სატელეფონო საუბარი შედგა – ქართველს “ნაპოლიდან” წასვლა არ სურს

“ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასა და “პარტენოპეის” ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, საუბარმა პოზიტიურად ჩაიარა და კონტემ ქართველი დაარწმუნა, რომ მის გუნდში უდიდესი როლი ექნება. “კონტემ კვარაცხელიას დაურეკა და იგივე გაუმეორა, რაც ჯოვანი მანას (“ნაპოლის” სპორტული […]
მიხეილ სარჯველაძე სლოვაკ კოლეგას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სლოვაკეთის შრომის, სოციალური საკითხებისა და ოჯახის მინისტრ ერიკ ტომაშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. „განიხილეს, საქართველოში, სოციალური დაცვისა და შრომის პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და ამ კუთხით, პარტნიორობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძემ, სლოვაკ კოლეგას, საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის შესახებ […]
მსოფლიო ბანკი – 2024 წელს, პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაცია, თუმცა უახლესი ისტორიული სტანდარტებით სუსტ დონეზე

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, 2024 წელს, პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაცია, თუმცა უახლესი ისტორიული სტანდარტებით სუსტ დონეზე. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, გლობალური ზრდა პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს 2.6%-ის დონეზე შენარჩუნდება, სანამ 2025-26 წლებში 2.7%-იან საშუალო მაჩვენებელს მიაღწევს. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაბალია პანდემიამდელი ათწლეულის 3.1%-იან საშუალო მაჩვენებელზე. ქვეყნებში, რომლებზეც […]
იდეალური დუეტი Apple-ის ეკოსისტემაში

ტექნოლოგიების სამყაროში, მოწყობილობების თავსებადობა უმთავრესია. მაგალითად, MacBook და iPhone განუყოფელი წყვილია, ზუსტად ისევე, როგორც პარტნიორები ავსებენ ერთიმეორეს ცეკვისას. ასეა Apple-ის ეკოსისტემაშიც, თქვენი მოწყობილობები ერთად მუშაობენ: iPhone MacBook-ს ავსებს, და პირიქით. ამასთანავე, iCloud-ის სინქრონიზაცია საშუალებას გაძლევთ მყისიერად განაახლოთ ყველა აპლიკაციის მონაცემები, იქნება ეს ფოტოები, კონტაქტები, ჩანაწერები თუ დოკუმენტები. მაგალითად, თუ ფოტოს Iphone-ის საშუალებით გადაიღებთ, ის iCloud-ის […]
წელს, 5 თვეში, საქართველოში 105 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა

წელს, 5 თვეში, საქართველოში 105 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ამათგან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს 70 ობიექტი, ინდივიდუალური მეწარმეა 31, უცხოური საწარმოს ფილიალი 3, ხოლო არასამეწარმეო იურიდიული პირი 1. რაც შეეხება თვეების მიხედვით გადანაწილებას, წელს იანვარში 15 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა, თებერვალში – 16, მარტში – 36, […]
Bloomberg-ზე ლარის კურსი 2.8674-ია

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12 ივნისის 13:00-ის მონაცემებით ერთი დოლარი 2.8674 ლარად ივაჭრება. რაც შეეხება ევროს, მისი კურსს 1 ევრო 3.0638 ლარი ღირს. ეროვნული ბანკის მიერ 11 ივნისის დადგენილი კურსით, დოლარის მიმართ ლარის კურსის ცვლილებამ 1.56 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8646 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით ლარი 1.79 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს […]
მაღალი ტემპერატურა, წვიმა და სეტყვა – 13-15 ივნისის ამინდის პროგნოზი

13-15 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 16 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში 13 ივნისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 14-15 ივნისს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13-14 ივნისს […]
ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა, სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს
ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა, სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენის შესახებ რადიკალების რეაქციებს გამოეხმაურა. ქართველიშვილის თქმით, საკუთარი შხამით მიყენებული ინტოქსიკაციის ფონზე, ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა – სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით […]