რუსეთის საგარეო უარყოფს, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იგეგმება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს მთავარი არხის ცნობა, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იგეგმება. რუსეთის საგარეო უწყებამ მთავარი არხის ცნობას ჭორი უწოდა. “საქართველოს ოპოზიციური რესურსების მიერ ტირაჟირებულ სხვადასხვა ჭორებზე კომენტარის გაკეთების აზრს ვერ ვხედავთ.” – თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-სთან საუბარში. აქამდე მთავარმა არხმა, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ […]
ჩვენი მთავარი ამოცანა არაა ჯაშუშის დაკავება – სუსი ფარცხალაძეზე დასმული კითხვის პასუხად

სუსის უფროსის მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი პარლამენტში ჯაშუშებზე და კონკრეტულად, ოთარ ფარცხალაძეზე დასმულ კითხვას ას პასუხობს: კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მთავარი მიზანი, ამოცანა არ არის ჯაშუშის დაკავება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გასაზღვრული მოქმედებები ამოვიცნოთ, დავაიდენტიფიციროთ. სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ და შესაბამისად, ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ. რა […]
„ხელოვნების მე-14 საერთაშორისო დღეების“ ფარგლებში ქართულ-თურქული კოპროდუქციით შექმნილი ფილმის – „ხიდი“ ჩვენება გაიმართა

ტრაპიზონის ხელოვნების სახლის ორგანიზებითა და საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით, „ხელოვნების მე-14 საერთაშორისო დღეების“ ფარგლებში ქართულ-თურქული კოპროდუქციით შექმნილი ფილმის – „ხიდი“ ჩვენება გაიმართა. ფილმი პირველი ქართულ-თურქული ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ეფუძნება ნამდვილ ისტორიას და მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე თურქი მსახიობები. ფილმის ჩვენების შემდეგ შეხვედრა შედგა ფილმის ქართველ და თურქ პროდიუსერებთან: სტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთან ხათუნა ხუნდაძესთან, […]
ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სტაბილიზაციას განიცდის – WB-ს ანგარიში

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, 2024 წელს, პირველად ბოლო 3 წლის განმავლობაში მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაცია, თუმცა უახლესი ისტორიული სტანდარტებით სუსტ დონეზე. გლობალური ზრდა პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს 2.6%-ის დონეზე შენარჩუნდება, სანამ 2025-26 წლებში 2.7%-იან საშუალო მაჩვენებელს მიაღწევს. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაბალია პანდემიამდელი ათწლეულის 3.1%-იან საშუალო მაჩვენებელზე. ქვეყნებში, რომლებზეც ერთობლივად მსოფლიოს მოსახლეობის […]
Massive Attack: შოუს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო ვაუქმებთ

ჯგუფ Massive Attack-ის თქმით, შოუს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო აუქმებენ. მათი თქმით, ამ მომენტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არენაზე გამოსვლა, შესაძლოა, მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად ჩაითვალოს. “ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ ჩვენი შოუ საქართველოში 28 ივლისს, პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ […]
ოცნების და ენმ–ის ყოფილი წევრების ერთობლივი ბოიკოტი – რა მოხდა წალენჯიხაში?

წალენჯიხის მერია განცხადებას ავრცელებს, ალია განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 2024 წლის 11 ივნისს, წალენჯიხის საკრებულოს სხდომა არ შედგა ქვორუმის არარსებობის გამო. სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ქართული ოცნება, ასევე ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები ავთანდილ გაბელია და ეკა სამუშია. სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა მერიისთვის ერთი შტატის დამატება, რომელიც ,,პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონითაა დადგენილი. კანონის […]
სალომე სამადაშვილი – სუს-ის რეფორმირება იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი – უწყება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქართველი ხალხის ინტერესებს, დღეს ემსახურება პოლიტიკურ რეჟიმს და რუსეთის დავალებას ასრულებს

ფაქტობრივად, სუს-ი დღეს საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში მოქალაქეებზე კონტროლზე დასამყარებლად გამოიყენება – პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ლუსტრაციის კანონის მიღება, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს ძირითადად, პოლიტიკური დევნის უწყებაა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, “ლელოს” ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ აღნიშნული უწყების რეფორმირება იქნება. „სუს-ის რეფორმირება იქნება ჩვენი […]
ვიქტორ ორბანი – ნათლად განვაცხადეთ, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ ვაპირებთ – ალიანსს გარეთ ნებისმიერი ოპერაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და უნგრეთს ის გარანტიები მიეცა, რასაც ითხოვს

უნგრეთმა ნათლად განაცხადა, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ აპირებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ყველამ იცის, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ნატო-ს წევრი სახელმწიფოების უმეტესობის პოზიციისგან განსხვავდება. უნგრეთმა ნათლად განაცხადა, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ აპირებს, რაც შეიძლება […]
თამარ გაბუნია – ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება,- აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ. „აღნიშნული პროგრამით 90-ამდე ბავშვმა ისარგებლა. პროგრამით სარგებლობა 0-იდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, რომლებსაც ონკოლოგიური დიაგნოზი […]
FT: აშშ მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მეორად სანქციების გააფართოებს

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის ცნობით, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მეორად სანქციების გააფართოებს. სანქციების მასშტაბური გაფართოების შედეგად ნებისმიერი უცხოური ფინანსური ინსტიტუტის მიერ სანქცირებულ რუსულ ეკონომიკურ ობიექტთან ტრანზაქციების განხორციელება განიხილება, როგორც პირდაპირ კრემლის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან თანამშროლობა. ეს ნაბიჯი გააფართოებს თეთრი სახლის მიერ დეკემბერში გაცემულ ბრძანებას, რომელიც სახაზინო დეპარტამენტს უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებზე მეორადი სანქციების […]