ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს

2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებსა და აღნიშნულ არჩევნებში სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ცესკოს ხელმძღვანელი პირები სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელ დირექტორ ნინო დოლიძესა და მის მოადგილე ლევან ნატროშვილს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს იმ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და აქტივობების შესახებ მიაწოდა […]

სადაზღვევო ბაზარზე სამედიცინო დაზღვევის წილი 53%-ს შეადგენს

პირველი კვარტალის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე სამედიცინო დაზღვევის წილმა 53,2% შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 56,23% იყო. მეორე ადგილზე ბაზარზე არსებული წილის მიხედვით სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევაა, რომელზეც 17,66% მოდის. შემდეგ მოდის სიცოცხლისა და ქონების დაზღვევა 7-8%-იანი მაჩვენებლებით. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, რომელსაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს, სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით მოზიდულმა პრემიამ 212 მილიონი ლარი […]

„კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს“ სასამართლო დავა მოუგო

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ 5 წლიანი სასამართლო დავა შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს“ მოუგო. მოპასუხე მხარეს დაევალა აღიაროს და საჯაროდ უარყოს KTW ჯგუფის მიმართ 2019 წელს გამოქვეყნებული ცილისმწამებლური, პატივის, ღისებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადება. 2019 წლის 23 სექტემბერს ინტერნეტ პორტალ presa.ge-ზე (დირ. გიორგი კაპანაძე) გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღვინის კომპანია, სადაც […]

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობის წესის დარღვევაზე დაჯარიმების ნაცვლად, გაფრთხილების მექანიზმი იმოქმედებს – 2024 წლის 11 იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდის დარღვევებზე კი, ჯარიმების ამნისტირება იგეგმება

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობის წესის დარღვევის კონკრეტულ შემთხვევებზე დაჯარიმების მექანიზმის ნაცვლად, გაფრთხილება იმოქმედებს. ამასთან, 2024 წლის 11 იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში, დარღვევების მქონე მოქალაქეებისთვის ჯარიმების ამნისტირება იგეგმება. პარლამენტი ამ მიმართულებით, დაჩქარებული წესით, “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს […]

შალვა პაპუაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს. პარლამენტის თავმჯდომარე მეხანძრე-მაშველებს დაუღალავი შრომისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სამშობლოს მიმართ პატივისცემას იმსახურებს მათი სიმამაცე, თავდადება და ერთგულება. „თითოეულ მეხანძრე-მაშველს გილოცავთ პროფესიულ დღეს! პატივს ვცემთ თქვენს სიმამაცეს, თავდადებას და ერთგულებას სამშობლოს მიმართ. გმადლობთ დაუღალავი შრომისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის“, – […]

“ნარკოტიკი ჩაუდეს” – “უდანაშაულოა”; “დამნაშავეა” – ორი განაჩენი და აქცია უზენაეს სასამართლოსთან

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული გიორგი გოგოტიშვილის ოჯახის წევრებმა უზენაეს სასამართლოსთან აქცია გამართეს. გოგოტიშვილი პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა და საპატიმროდან გამოუშვა, თუმცა სააპელაციომ ის გაამტყუნა და საპატიმრო სასჯელი შეუფარდა. ამ დროს გოგოტიშვილი უკვე ემიგრაციაში იმყოფებოდა, თუმცა სასამართლოს პოლიტიკური განაჩენის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა. ამჟამად პატიმრობაში მყოფი გოგოტიშვილი უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. ოჯახის წევრები ბოლო […]

“მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა” – ლილუაშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს. მან თქვა, რომ 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენდა. ყურადღება გაამახვილა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე და ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვრო ძალების ბაზის განთავსების გეგმაზე. “განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ოკუპირებულ […]

“გილოცავთ რუსეთის დღეს” – სომეხი პოლიტიკოსი საქართველოში არ შემოუშვეს

სომეხი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, კინორეჟისორი, სომხეთის “ევროპული პარტიის” ლიდერი ტიგრან ხზმალიანი საქართველოში არ შემოუშვეს – ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. ხზმალიანი წერს, რომ საქართველოში ერთდღიან საქმიან ვიზიტს გეგმავდა და წერს, რომ სამი საათის განმავლობაში ელოდა მესაზღვრეების პასუხს, რის შემდეგაც პასპორტი ახსნა-განმარტების გარეშე დაუბრუნეს. მას სომხეთში დაბრუნება ფეხით მოუწია. “გილოცავთ რუსეთის დღეს…” – […]

საქართველოში არ შემოუშვეს „სომხეთის ევროპული პარტიის“ ლიდერი

საქართველოში არ შემოუშვეს „სომხეთის ევროპული პარტიის” ლიდერი, კინორეჟისორი ტიგრან ხზმალიანი. ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში. ხზმალიანი საქართველოში ერთდღიანი საქმიანი ვიზიტით აპირებდა შემოსვლას. ის ჰყვება, რომ მესაზღვრეების პასუხს სამი საათის განმავლობაში ელოდა, რის შემდეგაც მას განმარტების გარეშე დაუბრუნეს პასპორტი, რის შემდეგაც სომხეთში დაბრუნება მოუხდა. „გილოცავთ რუსეთის დღეს“ – დაწერა მან ფეისბუკის გვერდზე. მის მიერ […]

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. „დარტყმის შედეგად S-300 და S-400 კომპლექსების ორი რადარი განადგურდა. მესამე რადარის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – წერს უკრაინის გენშტაბი „ტელეგრამზე“. გენშტაბის ცნობით, დარტყმების სამიზნეს ბელბეკთან და სევასტოპოლთან ერთი S-300 და ორი S-400 სისტემა წარმოადგენდა. ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ეს […]