„ნიუ ჰოსპიტალსი“ თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატურით აღიჭურვა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ცენტრი გაფართოვდა და დამატებით პრემიუმ კლასის აპარატურით აღიჭურვა. ულტრათანამედროვე სისტემების გამოყენებით კლინიკაში შესაძლებელია მაქსიმალურად ინფორმატიული რადიოლოგიური კვლევების ჩატარება გულსა და სისხლძარღვებზე, სახსრებზე, ფარისებრ ჯირკვალზე, საშარდე სისტემასა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებზე. ულტრასონოგრაფიის თანამედროვე აპარატი Philips EPIQ CVx კარდიოლოგიური კვლევის ინოვაციურ, 2024 წლის ფლაგმან სისტემას წარმოადგენს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახდენს გულსისხლძარღვთა […]
ალეკო ელისაშვილი მასზე თავდასხმაზე – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სახელი კი აქვს რიხიანი, თუმცა სინამდვილეში არის სამარცხვინო ორგანიზაცია – ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას

ეს დაწესებულება [სპეციალური საგამოძიებო სამსახური] სახელი კი აქვს რიხიანი, სინამდვილეში არის სამარცხვინო ორგანიზაცია. ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას – დაზარალებულად არ მცნობს, მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი? ნეკნი მომტეხეს. ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც “უცხოური […]
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან – დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად

თანამედროვე, დახვეწილი და ინოვაციური კომპანია HONOR უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებელთა გულის მოგებაც, სანდო ხარისხითა და მიმზიდველი დიზაინით, სწრაფად და მარტივად შეძლო. პლანშეტები, ჭკვიანი საათები, თუ ყურსასმენები – ბრენდის პროდუქციის ვრცელ ჩამონათვალში სასურველ ტექნიკას იპოვის ყველა, ვინც ხარისხის, ფასისა და თანამედროვე დიზაინის იდეალურ კომბინაციას ეძებს. თუმცა, მიუხედავად ფართო არჩევანისა, მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით […]
კახა კალაძე ოპოზიციაზე – ყველა წამოსულია „ნაციონალური მოძრაობიდან“, ამ გუნდის წევრები არიან თავისი შინაარსით, მსოფლმხედველობით – რაც არ უნდა სახელები შეიცვალონ, კარგად ახსოვს, რას წარმოადგენენ ეს რადიკალები

ჯაფარიძეც იმ გუნდის წევრი იყო. ყველა წამოსულია „ნაციონალური მოძრაობიდან“, ამ გუნდის წევრები არიან თავისი შინაარსით, მსოფლმხედველობით – რაც არ უნდა სახელები შეიცვალონ, ყველას კარგად ახსოვს, რას წარმოადგენენ ეს რადიკალები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელის თქმითაც, ერთობის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი არ ექნება და უარს […]
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის საფუძველზეც მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა არჩევის წესი დაბრუნდა

მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს კვლავ აირჩევს – პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის საფუძველზეც აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა არჩევის წესი დაბრუნდა. კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით, წევრ-კორესპონდენტები აკადემიის წევრები არიან და მონაწილეობას იღებენ აკადემიის მართვის უმაღლეს ორგანოში, აკადემიის საერთო კრებაში, თუმცა მათი არჩევის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს, რადგან ის 2009 წლიდან […]
რუსი დეპუტატი – სომხეთის ОДКБ-დან გამოსვლა გავლენას არა ორგანიზაციის, არამედ სომხეთის თავდაცვით შესაძლებლობებზე მოახდენს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) სომხეთის გასვლის შესახებ შესაძლო გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს არა ორგანიზაციის თავდაცვით შესაძლებლობებზე, არამედ მხოლოდ სომხეთის თავდაცვის შესაძლებლობებზე, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა. „ეს აისახება მხოლოდ სომხეთის თავდაცვით შესაძლებლობებზე და სხვა არაფერზე. რა თქმა უნდა, ეს სომხური მხარის გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ, სამწუხაროდ, გადაწყვეტილებას მიიღებს […]
გურამ მაჭარაშვილი – ზურაბიშვილი გაიბუტა იმიტომ, რომ დაასწრეს და ფეხბურთელებს უთხრეს, ღირსების ორდენის ღირსი იყვნენ – საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც იბუტება, ურეკავს თავის პატრონებს და ეუბნება, რომ აქ ჩაგრავენ

ზურაბიშვილი გაიბუტა იმიტომ, რომ დაასწრეს და ფეხბურთელებს უთხრეს, რომ ღირსების ორდენის ღირსი იყვნენ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია. მაჭარაშვილის თქმით, „ისეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელიც იბუტება, ურეკავს […]
,, შევარდნაძის ერაში დავბრუნდით“ – რომან გოცირიძე

,,პარლამენტის სამმა წევრმა, გივი მიქანაძემ, გიორგი სოსიაშვილმა და გიორგი კიკაბიძემ, რა თქმა უნდა ვიღაცების დავალებით და ვიღაცებისთვის, პარლამენტში დაჩქარებული წესით ( სად ეჩქარებათ, რომ ვერ გაგვიგია), გადაწყვიტა მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის დრომოჭმული საბჭოთა სისტემის აღდგენა. მეცნიერებათა აკადემია 30 წევრ-კორესპონდენტით უნდა შეივსოს. გუშინ მიიღეს პირველი მოსმენით და დღეს უკვე მოათავებენ. ნახეთ, თუ როგორ სასაცილოდ ასაბუთებენ ამ კანონის […]
,, წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება” – მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს: წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან (ე.წ. ბაგების კუნძულებიდან) ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 ივნისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში, გზის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. ტერიტორიაზე გადაადგილებას […]
ფაშინიანმა განაცხადა, რომ სანამ ლუკაშენკა ხელისუფლებაშია, მინსკში არ ჩავა

სომხეთმა ბელარუსიდან კონსულტაციებისთვის გამოიძახა თავისი ელჩი რაზმიკ ხუმარიანი. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილების შესახებ დამატებით ჯერჯერობით არაფერს განმარტავს. დღეს, 13 ივნისს სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის და სხვა ოფიციალური პირები ბელარუსში არ ჩავლენ, სანამ ამ ქვეყანას ლუკაშენკა მართავს. ფაშინიანის […]