დაბომბვის შედეგად უკრაინის ჰორლოვკაში ტელეკომპანია NTV-ს ოპერატორი დაიღუპა

ხუთშაბათს რუსული ტელეკომპანია NTV-ს კორესპონდენტი, ოპერატორი ვალერი კოჟინი დაიღუპა რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკის ქალაქ ჰორლოვკაში. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, დაბომბვის შედეგად დაჭრილი ოპერატორი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მანამდე რეგიონის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „ენტევეს“ ორი თანამშრომელი- კორესპონდენტმა ალექსეი ივლიევი და ოპერატორი ვალერი კოჟინი დრონებით იერიშს შემდეგ, ნაღმის ნამსხვრევებით მძიმედ […]
ტურისტების სავალდებულო დაზღვევა 2026 წლამდე გადავადდა

ტურისტებისთვის დაზღვევის ვალდებულება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა – პარლამენტმა ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ტურისტებისთვის დაზღვევის ვალდებულება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა. პარლამენტმა ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დოკუმენტში წერია, რომ, გასათვალისწინებელია, დადგენილების პროექტზე მუშაობის პროცესში გამოკვეთილი მთელი რიგი წინაპირობები, რომელთა გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ვადის გახანგრძლივება. „კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „ტურიზმის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მოქმედება […]
Apple კვლავ ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა მსოფლიოში – Reuters

ტექნიკური გიგანტი Apple მსოფლიოში კვლავ ყველაზე ძვირფასი კომპანია გახდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. Apple-ის აქციები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში დომინირების რბოლაში ლიდერობდა, თითქმის 4%-ით, რეკორდულ 215,04 დოლარამდე გაიზარდა, რაც კომპანიას 3,29 ტრილიონი დოლარის საბაზრო შეფასებას აძლევს. Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 3,24 ტრილიონი დოლარი გახდა და პირველად ჩამორჩა Apple-ს ბოლო 5 თვის განმავლობაში. აქციების ზრდა განაპირობა იმან, […]
Wizz Air-ი ესპანეთისა და იტალიის მიმართულებით 15%-იან ფასდაკლებას აცხადებს

Wizz Air-ი ესპანეთისა და იტალიის მიმართულებით 15%-იან ფასდაკლებას აცხადებს. პრომოაქცია მოქმედებს 2024 წლის 13 ივნისის 00:00 საათიდან 23:59 საათამდე, ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით, CEST („პრომოაქციის მოქმედების პერიოდი“). 15%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ტარიფზე და არ მოიცავს ადმინისტრაციულ მოსაკრებელს. 15%-იანი ფასდაკლება ვრცელდება იტალიისა და ესპანეთის მიმართულებით (ან პირიქით) შერჩეულ ფრენებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია wizzair.com-ზე და WIZZ მობილურ აპში პრომოაქციის […]
ვგმობთ ძალადობას ბალდაში, მიუღებელია ულტიმატუმების ენით საუბარი – დაცული ტერიტორიების სააგენტო

უწყება აცხადებს, რომ გმობს ძალადობას, ამასთან აღნიშნავს, რომ მათთის მიუღებელია ულტიმატუმების ენით საუბარი და მზადაა სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის. “სამწუხაროდ, გუშინ სოფელ ბალდაში ადგილი ჰქონდა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტს, რომელსაც გმობს როგორც სამინისტრო, ასევე სააგენტო. ძალადობის ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მყისიერად გატარდა სამართლებრივი ღონისძიებები. […] გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მიუღებლად მიიჩნევს […]
გვარამია: გაერთიანებები აუცილებელია, ოღონდ სწორი კონფიგურაციებით

თუ ვინმე ერთიანი სიის მიღმა რჩება, მაშინ ის კი არაა პრობლემა, რომ ვიღაც დარჩა და ერთიანობა ჩვენ არ გვინდა. პრობლემა არის ის, რომ ერთიანობის განცდა უბრალოდ იკარგება. ერთიანობასთან დაკავშირებით რომ ვთქვათ, ახალს არანაირი წინასწარი განწყობა არ გვაქვს, ეს ცუდია თუ კარგია. ჩვენ მკაფიო და რაციონალური არგუმენტები გვჭირდება, ეს არის ცუდი თუ კარგი. […] მიმდინარეობს არაერთი […]
აშშ-მა და უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში 10-წლიანი შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში 10-წლიანი შეთანხმება დადეს. შესაბამის დოკუმენტს იტალიაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის” სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, ის ნაბიჯი უნდა გახდეს „უკრაინის ნატოში სამომავლო წევრობისადმი“ გზაზე და შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხარდაჭერას ადასტურებს. „უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორივე მხარე აღიარებს, […]
თბილისში ერთი ადამიანი მოკლეს

თბილისში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 62 წლამდე მამაკაცი დააკავეს. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
პაატა ზაქარეიშვილი – მიმდინარეობს რეპრესიები პროქსი ძალებით, ეს მეტყველებს ხელისუფლების სილაჩრეზე და სისუსტეზე

მიმდინარეობს რეპრესიები პროქსი ძალებით, ეს მეტყველებს ხელისუფლების სილაჩრეზე და სისუსტეზე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც ბოლო პერიოდში გახშირებულ მოქალაქეების ცემის ფაქტებს ეხმაურება. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ედრება ხოლმე, ყოველთვის ამბობენ, რომ „ჩვენ ხომ რეპრესიებს არ ვახორციელებთ“, თუმცა ახლა უკვე აშკარად თვალშისაცემია მათი მხრიდან […]
სააკაშვილი: ჩვენი ერთიანობა უნდა დაეფუძნოს ურთიერთპატიებას, მომავლის საერთო ხედვას

იმისათვის, რომ გაერთიანების წერტილები ვნახოთ, უნდა შევძლოთ, მათ შორის, წარსულზე სიმართლის თქმა. ამ ორი დღის წინ, პრეზიდენტმა საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა ჩაატარა. ქ-ნმა პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან განაცხადა, რომ თურმე ჩემს დროს არჩევნებზე კარუსელები ტრიალებდა და ის თვითონ იყო ამის მომსწრე. რადგან ის ასე თვლის, ეს მისი საქმეა, მაგრამ მინდა ვიკითხო და მიკვირს, რომ სხვებმა ჩემამდე არ […]