POLITICO: ბელარუსი, რომელიც ОДКБ-ში სომხეთის მოკავშირეა, აზერბაიჯანს იარაღს აწვდიდა

POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბელარუსი, რომელიც ფორმალურად სომხეთის მოკავშირეა, რამდენადაც ორივე ქვეყანა რუსეთის მიერ დომინირებული ОДКБ-ს წევრია, აზერბაიჯანს მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებას აწვდიდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტები მეტ ნათელს ჰფენს სომხეთის გადაწყვეტილებას, რომელმაც მიმდინარე კვირაში რუსეთის ირგვლივ შექმნილი ალიანსიდან გასვლა დააანონსა. POLITICO აღნიშნავს, რომ თუ სომხეთი ამ ნაბიჯს მართლაც გადადგამს, ეს დაასუსტებს ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტს […]
ვიქტორ ორბანი – ნატო-ს 32 წევრიდან 31-ს რუსეთის დამარცხება სურს, ეს შეცდომაა – უნგრეთი მშვიდობის მხარესაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ნატო-ს ქვეყნების სურვილი, დაამარცხონ რუსეთი უკრაინაში, შეცდომაა. ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უნგრეთი ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური წევრია და დასძინა, რომ რუსების დამარცხება ნატო-ს 32 წევრი ქვეყნიდან 31-ს სურს. “უნგრეთის პოზიციაა, რომ ეს შეცდომაა. თუნდაც თუკი ეს ნიშნავს იმას, რომ მარტო დავრჩით 32-ს შორის”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა. […]
გიგა ნადირაძე – „ჯივიპი“ აქტიურად აგრძელებს მოძველებული ქსელების განახლებას და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციას

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024-2026 წლებში, წყალმომარაგების სფეროში უპრეცედენტო – 378 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც სრულად მოხმარდება მოძველებული ქსელების განახლებას, გამართული ოპერირებისთვის აუცილებელი სპეც ტექნიკის შეძენასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციას. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორის, გიგა ნადირაძის თქმით, მიმდინარე წელს კომპანიამ წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე 40 […]
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატს საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო. „შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა. განიხილეს პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებიც. ელჩმა, […]
საქპატენტში საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP) მმართველი კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სათავო ოფისში საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP) მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრა გაიმართა. „საქპატენტის“ ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ „საქპატენტის“, შვეიცარიული მხარისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის პირველი ფაზით გათვალისწინებული შესრულებული აქტივობები, დაგეგმილი ღონისძიებები, და, ასევე, წარმოადგინეს პროექტის მეორე ფაზის განხორციელებისთვის განახლებული […]
„საქართველოს ბანკმა“ ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი „როგორ შევქმნათ კონტენტი“ გამართა

„საქართველოს ბანკის“ ინიციატივითა და EFSE Enterpreneurship Academy-სთან თანამშრომლობით, 11 და 13 ივნისს „ვორკშოპი“ „როგორ შევქმნათ კონტენტი“ გაიმართა, რომელსაც „კონტენტ“ სტუდიოს დამფუძნებლები – ლიანა მეტრეველი და ირინა ბერიაშვილი უძღვებოდნენ. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, ღონისძიება საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილ სპეციალურ სივრცეში, 4B-ში გაიმართა. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე სპიკერებმა მეწარმე ქალებს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება შემდეგ საკითხებზე: „კონტენტის“ და […]
„შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო, „პატენტი“, „ფეიკ“ დომენიკო ახლად თავმოჭრილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი – 100 დოლარიანი პიროვნება“ – რას ჰყვება ბექა ოდიშარია მარკეტში მომხდარ ინციდენტზე

„შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო, „პატენტი“, „ფეიკ“ დომენიკო ახლად თავმოჭრილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი – 100 დოლარიანი პიროვნება“ – რას ჰყვება ბექა ოდიშარია მარკეტში მომხდარ ინციდენტზე „შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო, „პატენტი“, „ფეიკ“ დომენიკო ახლად თავმოჭრილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი, დახლებს შორის“, – ამბობს „ქართული იცნების“ დეპუტატი, ბექა ოდიშარია. დეპუტატი ჰყვება, რომ გუშინ, გვიან ღამით, კრწანისის რაიონის ერთ-ერთ სუპერმარკეტში […]
“ადემოლა მაგარი ბიჭია, არის თუ არა ხვიჩაზე პერსპექტიული”? – ლო მონაკომ ერთმანეთს ლუკმენი და კვარაცხელია შეადარა

“ნოვარას” სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ერთმანეთს “ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და “ატალანტას” შემტევი ადემოლა ლუკმენი შეადარა. “ვფიქრობ, კვარაცხელიას და ლუკმენის შედარება არასწორია. ერთი უფრო ფორვარდის სტილში თამაშობს, მეორე კი მარცხენა გარემარბია. ჩემი აზრით, ხვიჩა უფრო პერსპექტიულია. ადემოლაც მაგარი ბიჭია, ევროპალიგის ფინალში ჰეთ-თრიქის შესრულება მარტივი სულაც არ არის. წელს “ატალანტა” […]
სამწუხაროდ, დღეს არსებობს დეზინფორმაცია შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ – ამერიკის ელჩი

სამწუხაროდ, დღეს არსებობს დეზინფორმაცია შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ – ამერიკის ელჩი დეზინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს, გახდე ევროკავშირის წევრი, თითქოს ეს გულისხმობს თქვენს ინდენტობაზე უარის თქმას, რაც სრულიად მცდარია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, […]
რუსეთში ქართული ლეგიონი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს

რუსეთში “ქართული ეროვნული ლეგიონი” ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანეს. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში (FSB) განაცხადეს. FSB-ში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სამხრეთის რაიონულმა სამხედრო სასამართლომ “მტკიცებულებების საფუძველზე” მიიღო. რუსეთში ლეგიონის ხელმძღვანელს მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს. მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის ქართული ეროვნული ლეგიონის 70-ზე მეტ დაქირავებულს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. ქართული […]