ეს იყო ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი – “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ვანო ჩხიკვაძეზე

“სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ეხმაურება 14 ივნისს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მათი ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეძახილებით დახვდნენ. ორგანიზაციის შეფასებით, ეს იყო ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესში ვანო ჩხიკვაძის გამოსვლას ეხმაურებოდა. “საინტერესოა, წინასწარ როგორ ჰქონდათ აეროპორტში შეკრებილ ჯგუფსა და პროპაგანდისტულ მედიას ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის ფრენის განრიგის შესახებ, თუ არა […]
„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ალოგიკურად ჩანს“ — იმნაძე ბაბაევის საქმეზე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის, გურამ იმნაძის შეფასებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციომ პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სოსო ბაბაევის საქმეზე ერთი იარაღი დასაშვებ მტკიცებულად ცნო, ალოგიკურად ჩანს. „თუკი ერთი იარაღის შემთხვევაში ჩხრეკის პროცესი არასწორი იყო, იმ არგუმენტაციით, რომ არ მოხდა მისი გამაგრება ობიექტური მტკიცებულებებით, იგივე პრობლემა, იგივე […]
ისრაელელებს და პალესტინელებს იმედი აქვთ, მაგრამ ფრთხილობენ ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შემოთავაზებული შეთანხმება აძლიერებს იმედებს, რომ რვათვიანი ბრძოლა მალე შეიძლება დასრულდეს. დევნილ პალესტინელებს სახლში დაბრუნება უნდათ საცხოვრებლების აღდგენა სურთ, ხოლო ისრაელელებს “ჰამასის” მიერ დატყვევებულების გათავისუფლება და მათი ოჯახებთან დაბრუნება სურთ. აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი წინადადება ღაზაში ომის შეწყვეტის უახლესი სერიოზული მცდელობაა და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ აწყდება მნიშვნელოვან […]
სამხრეთ კორეა და ამერიკა შეშფოთებულები არიან რუსეთ- ჩრ.კორეის ურთიერთობით

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოსალოდნელმა ვიზიტმა ჩრდილოეთ კორეაში, შესაძლოა გააღრმავოს სამხედრო კავშირები ორ ქვეყანას შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევით, თქვეს პარასკევს, 14 ივნისს, სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა. სეულის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა ვიცე მინისტრმა, კიმ ჰონგ-კიუნმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კურტ კემპბელთან საგანგებო სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ […]
დიდი შვიდეული რუსული აქტივებიდან უკრაინისთვის სესხის მიცემის შეთანხმებაზე შეჯერდა

ხუთშაბათს დიდი შვიდეულის ლიდერები შეჯერდნენ ზოგად შეთანხმებაზე, უკრაინას მისცენ 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი, რომლისთვისაც რუსული სუვერენული აქტივების სარგებელს გამოიყენებენ. რუსული აქტივები 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ არის გაყინული. ეს პოლიტიკური შეთანხმება, დიდი შვიდეულის ყოველწლიური შეხვედრის პირველი დღის მთავარი მოვლენა გახდა. დიდი შვიდეულის შეხვედრას, რომელიც წელს სამხრეთ იტალიაში იმართება, უკვე მეორე წელია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ […]
საფონოვი პსჟ-ის ფეხბურთელი და კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა

“პარი სენ ჟერმენმა” რუსი მეკარის მატვეი საფონოვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. პარიზულმა კლუბმა “კრასნოდარს” საფონოვის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადა თავად ფეხბურთელს კი 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მატვეი პსჟ-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა, აქამდე ეს რეკორდი კეილორ ნავასს ეკუთვნოდა. კოსტა-რიკელი მეკარე ფრანგულ კლუბს 2019 წელს, მადრიდის “რეალიდან” 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. შეგახსენებთ, პსჟ-ის მთავარი მეკარე […]
რუსული კანონის გამო თქვენი უფლებები შეიზღუდა – სალომე ზურაბიშვილი შშმ პირებს

თქვენი [შეზღუდული შესაძლებლობის პირთა] უფლებები ასევე, ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ მიღებული იქნა „რუსული კანონი“, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში, ძალიან ბევრი გააკეთეს იმ სტანდარტების შემოსატანად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეტი ინკლუზიურობა და სხვადასხვა სერვისებზე მეტი წვდომა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. […]
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იპოდრომი გადარჩენილია – საკრებულოს თავმჯდომარე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს იპოდრომის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ყველამ იცის, წლების წინ როგორი განაშენიანება იგეგმებოდა იპოდრომის ტერიტორიაზე და ისიც, ამ ადგილას თბილისის ცენტრალური პარკი რომ შენდება, ფონდ „ქართუს“ დამსახურებაა. „დოკუმენტურად დადასტურებულია, თუ რა ტიპის განაშენიანება იგეგმებოდა წლების წინ იპოდრომის ტერიტორიაზე. ოფიციალური დოკუმენტის შესაბამისად, უშუალოდ […]
“სულმდაბალი ქოცის პანიკური შიში” – რა სქრინს აქვეყნებს ლუკა ბაქანიძე

ამას წყევლა არ ქვია მეგობრებო. ამას ქვია შიში. სულმდაბალი ქოცის პანიკური შიში გარდაუვალის წინაშე
ულტიმატუმია, ეს ნაციზმის ახალი სახეა – ზელენსკი პუტინის ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტისთვის ვლადიმირ პუტინის მიერ პირობებს გამოეხმაურა და ისინი ულტიმატუმად მოიხსენია. მისი თქმით, პუტინის ქმედებები ნაციზმის რეინკარნაციაა. “რისი თქმა შემიძლია? ეს გზავნილები ულტიმატუმის ხასიათს ატარებს, არაფრით არ განსხვავდება სხვა ულტიმატუმებისგან, რომლებსაც აქამდე აკეთებდა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ რასაც აკეთებს, ეს ნაციზმის რეინკარნაციაა, ეს ამ ნაციზმის, რუსული ნაციზმის, ახალი ტალღაა. მას სურს, […]