პიტერ სიიარტო – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო უნგრეთს ყველა პირობას მოიცავს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, მისმა სახელმწიფომ მიაღწია ყველა თავისი პირობის ჩართვას მოლაპარაკებების ჩარჩოში, რომლის საფუძველზეც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წარიმართება. სიიარტო აცხადებს, რომ მწვავე დისკუსიების შემდეგ, ევროკავშირი დასთანხმდა, რომ უკრაინის მოლაპარაკებების ჩარჩო უნდა შეიცავდეს უნგრეთის ყველა მოთხოვნას ეროვნული უმცირესობების უფლებების პატივისცემის შესახებ. „ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს არ სურდა ამის შესახებ პირობების მოსმენა, […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, საინფორმაციო კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად – გურიის, კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისა და თბილისის სკოლების 1100-ზე მეტ მოსწავლეს, 400-ზე მეტ მშობელს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრების […]

მასიურად იშლება ონლაინ გამოცემა “მთის ამბების” და სხვა მომხმარებლების პოსტები ფეისბუკიდან

ფეისბუკზე მასობრივად იშლება კონტენტი, რომელიც შოვის ტრაგედიას ან ხელისუფლებისთვის სხვა სენსიტიურ ინფორმაციას უკავშირდება. სავარაუდოდ კოორდინირებული შეტევის ობიექტია ონლაინ გამოცემა მთის ამბები, რომელმაც 15 ივნისს საგანგებო განცხადება გაავრცელა. “რამდენიმე წუთია ჩვენი ფეისბუკგვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა […]

რა მოცულობის სამხედრო დახმარება აქვს მიღებული საქართველოს აშშ-ისგან?

აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვის სექტორში თანამშრომლობა უკვე სამ ათწლეულს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატების მიერ ქართული შეიარაღებული და მოგვიანებით თავდაცვის ძალების ინსტიტუციური აღმშენებლობის, წვრთნისა და აღჭურვისათვის გამოყოფილი დახმარება ჯამურად $2 მილიარდს აღემატება. თუმცა ამერიკული სამხედრო გამოცდილებისა და ექსპერტიზის ქართულ მხარესთან გაზიარების როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში ფასდაუდებელია. გაგაცნობთ იმ ინიციატივებისა და პროგრამების ჩამონათვალს, […]

16-18 ივნისს მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ზღვაზე შტორმი – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება. ზღვაზე ელოდებიან 3-4-ბალიან შტორმულ ღელვას. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”. – წერს სააგენტო.

მსურს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო ამ მამულიშვილური საქმისთვის – ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი

„პირდაპირ გეტყვით, ეს იყო დაუფარავი სიხარული, როდესაც გავიგეთ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი მოღვაწის, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი დააბრუნა საქართველოში“-ამის შესახებ ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა განაცხადა. „ჩვენი მუზეუმის გაერთიანებაში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მუშაობენ. ყველაზე ხანდაზმული თანამშრომელი 90 წლის გახლავთ, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 20 წლის არის. შესაბამისად, მე, როგორც მუზეუმის […]

გუნდში საბრძოლო განწყობაა, თურქეთთან რთული მატჩი გველის – გიორგი მამარდაშვილი

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები პირველი მატჩისთვის უკვე ემზადებიან. დორტმუნდის სტადიონზეე, პირველ მატჩს ქართველი ფეხბურთელები თურქეთის ეროვნული ნაკრებისს წინააღმდეგ 18 ივნისს გამართავენ. ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, მორიგი ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს „ჯვაროსნების“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა. „გუნდში საბრძოლო განწყობაა. ვემზადებით სრული შემართებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. კარგი მატჩები გველის. 100 […]

ოზურგეთში დიდ ეკრანზე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნითი მატჩის ჩვენება გაიმართა

ოზურგეთში, ჭადრების ბაღში, დიდ ეკრანზე, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნითი მატჩის ჩვენება გაიმართა. 14 ივნისიდან – 14 ივლისის ჩათვლით მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჭადრების ბაღში, დიდ ეკრანზე თვალი ადევნონ ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩს.

ევროპულ ქვენებში სახელისუფლებო პოლიტიკის მარცხმა გამოიწვია ის, რომ ევროპელმა ხალხმა შუაგულ ევროპაში ამერიკულ პოლიტიკას უარი უთხრა

„ევროპელ ხალხს სურს, რომ ჯერ ეროვნული, საკუთარი პოლიტიკა იყოს დომინანტი და ანგარიშგასაწევი სხვა ქვეყნებთან საპარტნიორო პოლიტიკისას.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროპულ ქვენებში სახელისუფლებო პოლიტიკის მარცხმა გამოიწვია ის, რომ ევროპელმა ხალხმა შუაგულ ევროპაში ამერიკულ პოლიტიკას უარი უთხრა. „პოლიტიკის ისტორიაში ფაქტად არის ის, რომ როცა ნებისმიერი რაღაც კულმინაციას […]

კოლეჯ ,,ჰორიზონტი”-ს გორაბერეჟოულის ფილიალში გურიაში პროფესიული განათლების საუკუნოვანი ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

კოლეჯ “ჰორიზონტი”-ს გორაბერეჟოულის ფილიალში, გურიაში პროფესიული განათლების საუკუნოვანი ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ,,ძალიან სასიხარულო დღე არის გურიაში: 100 წლის იუბილე აღინიშნება პროფესიული სასწავლებლის დაარსებიდან. პროფესიული განათლების განვითარება არის, ფაქტობრივად, უალტერნატივო საქართველოში, იქედან […]