გარემოს ეროვნული სააგენტო – დღის დღის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი შენარჩუნდება

დღეს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის გაძლიერების მაღალი ალბათობა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
კახა კალაძე – თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ევროპულ გზაზე, ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა მოსახლეობასთან ერთად – სხვა გზა მე არ ვიცი

საქართველოს კურსი არის ევროპული მომავალი. თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ამ გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად,- ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის მშვიდობის სამიტზე მსოფლიო ლიდერების განცხადებები. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები არის სპეკულაციები, სიცრუე და ბინძური კამპანიის ნაწილი. „სხვა გზა მე […]
როსტოვის ციხეში შეიარაღებულმა პატიმრებმა ბადრაგები მძევლად აიყვანეს, სპეცრაზმელებმა ისინი მოკლეს

რუსეთში, ქალაქ როსტოვის ციხეში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს. საპასუხოდ, რუსმა სპეცრაზმელებმა შენობა შტურმით აიღეს, მძევლები გაათავისუფლეს, პატიმრები კი მოკლეს. Reuters-ის ინფორმაციით, მოკლულია 6 პირი, რომლებმაც, მინიმუმ 2 ბადრაგი აიყვანეს მძევლად. ისინი დანით და სხვა ტიპის ცივი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულები. პატიმრებმა გაკეტეს საკნის გისოსები და ბადრაგების ოთახში შევიდნენ. ცნობილია, რომ ისინი ციხიდან უსაფრთხოდ გასვლას მოითხოვდნენ, […]
საქართველოც რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მსხვერპლია – პრეზიდენტი უკრაინის სამიტზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილმა ისაუბრა ომში უკრაინის დახმარების მნიშვნელობასა და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინასთან ერთად რუსეთის აგრესიის მსხვერპლი საქართველოც არის. “800 დღეზე მეტია, რაც უკრაინელები წინ აღუდგნენ და მამაცურად იცავენ თავს რუსეთის ბრუტალური აგრესიისგან, რომელმაც წარმოუდგენელი ტანჯვა, ნგრევა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვა გამოიწვია. 800 დღეზე მეტია, თითოეული […]
კალაძე: არ არსებობს ამერიკული სანქციები, არსებობს ამერიკული მეგობრობა

არ არსებობს ამერიკული სანქციები. არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება და უფრო მეგობრული გახდება. თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ სანქციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ. 6 ივნისს აშშ-მ სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა სანქციებს “ღიმილისმომგვრელი” და […]
თბილისის აეროპორტიდან EURO 2024-ზე ქომაგების პირველი ნაკადი გაემგზავრა

დღეიდან, საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიარეისების შესრულება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ნაკრების ქომაგების პირველი ნაკადი გაფრინდა. პირველი რეისი ცოტა ხნის წინ ავიაკომპანია HI SKY-ის კუთვნილი ბორტით შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან განხორციელდა, რომელიც დიუსელდორფში საქართველოს 250 მოქალაქეს ჩაიყვანს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ბილეთების გაყიდვის […]
ცაგერში, დილას მოსულმა სეტყვამ, რამდენიმე სოფელი დააზარალა

ლეჩხუმში დილით მოსულმა სეტყვამ მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მოსავალი გაანადგურა. მერიის პრესსამსახურში bm.ge-ის უთხრეს, რომ სეტყვის შედეგად დაზარალდა ქვედა ცაგერი, ლასურიაში, ჩხუტელი, დეხვირი, ორბელი, ლაჯანა, ათაგორი, ჩხუტელი და ქალაქი ცაგერი. ახლა, დამატებით ინფორმაციას ხელმძღვანელები ადგილზე სწავლობენ ზარალის მასშტაბის და მოცულობის შესახებ. ზარალის დამთვლელი კომისია კი, ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას. შეგახსენებთ, რომ ლეჩხუმში ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში უნიკალური ადგილწარმოშობის […]
საძოვრების მართვის შესახებ კანონპროექტის განხილვა გაიმართა

საძოვრების იდენტიფიცირებაზე, ზონირებაზე, საკუთრების უფლებაზე, კატეგორიის ცვლილებაზე, საძოვრების საერთო სარგებლობასა და საძოვრების მართვის თემაზე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდნენ. თენგიზ ნასარიძემ საძოვრების მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს […]
ირანმა საყვედური გამოთქვა ბირთვული პროგრამის ესკალაციის გამო “დიდ შვიდეულის” განცხადების მიმართ

16 ივნისს ირანმა “დიდ შვიდეულს” (G7) მოუწოდა “წარსულის დესტრუქციულ პოლიტიკას” ჩამოშორდეს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანიმ “დიდი შვიდეულის” იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გმობს ირანის ბირთვული პროგრამის ბოლოდროინდელ გაფართოებას. 14 ივნისს G7-მა გააფრთხილა ირანი ურანის გამდიდრების მასშტაბების გაზრდის – ბირთვული პროგრამის გაფართოების თაობაზე და განაცხადა, რომ მზად იქნება ახალი ზომების მისაღებად იმ შემთხვევაში, […]
საქართველო-თურქეთის მატჩს არგენტინელი არბიტრი განსჯის

18 ივნისს, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თურქეთს დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრას ფაკუნდო ტელო განსჯის. ტელოს თანამშემწეები კი გაბრიელ ჩადი (არგენტინა) და ეზეკიელ ბრაილოვსკი (არგენტინა) იქნებიან, ხოლო VAR-ის ოთახიდან ალეხანდრო ერნანდესი (ესპანეთი) იმუშავებს. შეგახსენებთ, “ჯვაროსნებისა” და თურქეთის დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.