GWP: სამუშაო პროცესი შესაძლოა გახანგრძლივდეს, მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მივაწვდით

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) ინფორმაციით, დღეს 16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა და მის შესაკეთებლად მიმდინარე სამუშაო პროცესი შესაძლოა გახანგრძლივდეს. “აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება”. – წერს GWP. მათი […]
გახარია ლელოსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ლელოსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. პალიტრანიუსის ეთერში მან თქვა, რომ ყველაზე ახლო პარტია მათთვის ლელოა, ხოლო მისი პარტია თანამშრომლობისთვის ღიაა. “ჩვენ ბევჯერ გვითქვამს და ვამბობთ, რომ ყველა იმ პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, ჩვენთვის ყველაზე ახლო ლელოა, მაგრამ მათ მაგივრად მე გადაწყვეტილებას ხომ ვერ მივიღებ”, – […]
ფედერაცია: ღირსების ორდენებით დაჯილდოების ღონისძიებაში მხოლოდ წარდგენილი შემადგენლობით მივიღებთ მონაწილეობას

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ღირსების ორდენებით დაჯილდოების ღონისძიებაში მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც თავდაპირველად იყო წარდგენილი. მათ თქმით, ფეხბურთის მთავარი პრიორიტეტი გუნდურობაა, დაყოფა და წევრების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება კი მიუღებელია. “ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში გავმართავთ და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ […]
სლოვენია – დანია. პირველი ფრე ევრო 2024-ზე [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, C ჯგუფში სლოვენიისა და დანიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. 32 წლის ერიკსენი დანიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ევროპირველობაზე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა. ამ ჯგუფში მომდევნო ტური 20 ივნისს გაიმართება – სლოვენია სერბეთს, დანია კი ინგლისს შეხვდება. სლოვენია – დანია 1:1 გოლები: 0:1 ერიკსენი (17), 1:1 იანჟა (77)
მშვიდობის სამიტზე 80-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის “ტერიტორიულ მთლიანობას”

16 ივნისს, ოთხმოცი ქვეყანა გამოვიდა მოწოდებით, რომ უკრაინის “ტერიტორიული მთლიანობა” უნდა იყოს გახდეს საფუძველი ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელიც მიმართულია რუსეთან ამ ქვეყნის ომის შეწყვეტისკენ. შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში შეკრებილებმა შეხვედრის მეორე და ბოლო დღეს მიიღეს ერთობლივი კომუნიკე. უკრაინის ინიციატივით მოწყობილ გლობალური მშვიდობის სამიტზე რუსეთის არყოფნამ შეასუსტა რაიმე გარღვევის იმედები, ისევე, როგორც ჩინეთის გადაწყვეტილებამ, გვერდზე გამდგარიყო. მონაწილე […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 17 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 17 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დედოფლისწყაროს, ნიჟარაძის, წურწუმიას, ბადიაურის, ახმეტის, თელავის, კვეზერელის, კაკულიას და ირბახის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, ნუცუბიძის […]
16 ივნისს საქართველოში 4 მიწისძვრა მოხდა

დღეს, 16 ივნისს, რაჭაში, ონის რაიონთან 4 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ინფორმაციით პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 17:16 საათზე ონთან მოხდა და 3.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო. შემდეგი 19:42 საათზე ონთან, სოფელ ბაჯიხევში დაფიქსირდა და ის 4.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო. ზედიზედ მესამე მიწისძვრა […]
,,მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება”- ფეხბურთის ფედერაცია

მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი. ფედერაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც “ჩვენი ეროვნული გუნდის […]
16 ივნისს საქართველოში 4 მიწისძვრა მოხდა

დღეს, 16 ივნისს, რაჭაში, ონის რაიონთან 4 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ინფორმაციით პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 17:16 საათზე ონთან მოხდა და 3.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო. შემდეგი 19:42 საათზე ონთან, სოფელ ბაჯიხევში დაფიქსირდა და ის 4.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო. ზედიზედ მესამე მიწისძვრა […]
ევრო 2024. ფილიპ ლამი: საქართველო ევროპაში საკუთარი ადგილისთვის იბრძვის – საუბარი იდენტიფიკაციაზეა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფილიპ ლამმა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებების სათამაშო სტილის განსხვავებეზე “გარდიანთან” ისაუბრა: “ინგლისი ისე არ თამაშობს, როგორც იტალია, როგორც ხორვატია, როგორც ჩეხეთი. ეს შესანიშნავია. ტურნირზე პირველ პლანზე ეროვნული გუნდების სათამაშო სტილი გამოდის. გერმანია სატურნირო გუნდია (ან იყო). ის ხშირად ბუქსირებს, მაგრამ საკმარისია ძალები მოიკრიბოს და ძნელად დასამარცხებელი ხდება. ჩვენ ნიდერლანდების, დანიის ან პორტუგალიის […]