საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა. ამ მარტივი სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად

საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა. ამ მარტივი სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე. მისი თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით სახელმწიფო სამსახური და საჯარო სამსახური ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე […]

რუსთაველის გამზირზე აქცია დღეისთვის დასრულებულია

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ დროისთვის, დასრულებულია. ტერიტორიაზე რჩება მომიტინგეთა მცირე ჯგუფი. რუსთაველის გამზირზე აღდგა საავტომობილო მოძრაობაც. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე პროტესტის მეთვრამეტე დღეს, 19:00 საათიდან შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ მარშის მონაწილეები, რომლებიც მანამდე ქალაქის სხვადასხვა წერტილში მართავდნენ აქციას და მსვლელობას. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – ჩატარდეს ახალი, არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები. აქციის […]

“ოცნება” ვერ ახერხებს მოსახლეობის დიდი ნაწილის სიღარიბიდან ამოყვანას – გიორგი ხიშტოვანი

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და პოლიტიკუირი კრიზისის ეკონომიკური ანალიზი სცადა. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “მე არ მჯერა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან ბოლო 17 დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტში არჩარევის/არმონაწილეობის მიზეზი მოსახლეობის ამ ნაწილის კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ზრდაა, რომელსაც ეს საზოგადოება ქართული ოცნების დამსახურებად თვლის. შემდეგი არგუმეტები მაქვს: • […]

100 000 მოსახლეზე თბილისში 828 ექთანია – სავარაუდოდ ექთნების მწვავე დეფიციტის გამო მთავრობამ რეფორმა გადაავადა

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის უგამოცდოდ საქმიანობის გაგრძელების ნებართვა, სავარაუდოდ, კადრების მწვავე დეფიციტს უკავშირდება. სტატისტიკა მოწმობს და სპეციალისტებიც ადასტურებენ, ქვეყანაში ექთნების დიდი ნაკლებობაა და რეგულაციები ამ პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს. სამედიცინო პერსონალის ნაწილი ქვეყანას ტოვებს, რისი მიზეზიც შრომის დაბალი ანაზღაურებაა. მართალია, ექთნებისთვის მინიმალური სახელფასო განაკვეთი განსაზღვრა, მაგრამ საკადრო პრობლემას ვერც ამან უშველა. საქრთველოში 1 ექიმზე 0,8 ექთანი […]

საქართველოში ბენზინის გაიაფებას პროგნოზირებენ

საწვავის ფასი გლობალურ ბაზრებზე მკვეთრად შემცირდა. ბოლო მონაცემით, 1 ბარელი ნავთობის ღირებულება უკვე 70 დოლარის ფარგლებშია. ადგილობრივ ბაზარზე გაიაფების ტენდენცია ჯერჯერობით არ იგრძნობა, თუმცა იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 2-3-კვირაში საფასო ცვლილება აქაც აისახება და ბენზინი გაიაფებას დაიწყებს. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ლარის კურსიც გამყარდა და ახლა სტაბილურია. რაც შეეხება ,,პლატცის” ფასს, […]

“ვინც საზღვარგარეთიდან საქართველოს ბაზარზე შემოსვლას აპირებდა, ყველა გაიქცა” – ნიკა თოდუა

კრიპტობაზრის თანადამფუძნებელი, ნიკა თოდუა აცხადებს, რომ ბოლო წლებში, ვინც საზღვარგარეთიდან საქართველოს ბაზარზე შემოსვლას აპირებდა, ყველა გაიქცა, რადგან მათთვის უკვე აღარ იყო ქვეყანა საინტერესო ბაზარი. მისივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანონმდებლობა მიიღო, ერთ-ერთი ინვესტორი, რომელთანაც კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ქვეყნიდან წავიდა. ამის მიზეზი ისაა, რომ კრიპტო ბაზარი ძალიან სპეციფიკური და არაპროგნოზირებადია, შესაბამისად, ბიუროკრატიაში შესვლა უარყოფით […]

“თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიც ქვეყნიდან გავლენ, ბიზნესის გაყიდვა მომიწევს” – PUB 44

სპორტული პაბი PUB 44-ის დამფუძნებელი, ელენე კვირიკაშვილი BM.GE-სთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ეფექტს აფასებს და აღნიშნავს, რომ მათ ბიზნესს შემოსავლების 75%-იანი ვარდნა აქვს. მისივე პროგნოზით, პროცესები მუდმივად ასე არ გაგრძელდება, თუმცა რაღაც რეალობა დადგება, რაზედაც ქვეყანას გადაწყობა მოუწევს. კვირიკაშვილი დასძენს, რომ თუ საქართველო არც ევროპისკენ წავიდა და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ქვეყანას დატოვებენ, მას ოპერირების შეწყვეტა მოუწევს. „შემოსავლების […]

საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება

ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო, რომლის თანახმადაც, საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება. ცვლილებების თანახმად, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები აღარ ითვლებიან საჯარო მოხელეებად. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირი და საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის […]

საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება? – რა შეიცვალა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში

საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება? – რა შეიცვალა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება – ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შედის. კანონი დაჩქარებული წესით განიხილეს და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. კანონის ავტორები და ინიციატორები არიან: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით […]

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია – ახალი არჩევნები! – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია – ახალი არჩევნები! – პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ახალი არჩევნებია. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, პრეზიდენტმა კოშტამ დაუდასტურა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის და მისი […]