10 000-ზე მეტი ქართველი დაესწრება თითოეულ მატჩს, ამაში მოკრძალებული წვლილი ჩვენც შევიტანეთ ფრენების სუბსიდირებით – პრემიერი

ათიათასზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება თითოეულ მატჩს. ამაში მოკრძალებული წვლილი ჩვენც შევიტანეთ ფრენების სუბსიდირებით და მოხარულები ვართ, რომ ძალიან წარმატებით განხორციელდა ეს პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბილეთის საფასური იყო 195 ევრო, რამაც გაუმარტივა გულშემატკივრებს გერმანიაში მოგზაურობა და თამაშებზე დასწრება. „ხვალ საქართველოს ნაკრები იწყებს ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე. […]
ვოლტის ახალი რეკორდი შედგა – საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გზავნილი ჩაიბარა

ვოლტის გზავნილი დიუსელდორფშია – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დებიუტს მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ მორიგი რეკორდი მიუძღვნა. სიმბოლურმა საჩუქარმა – ვოლტის გუნდის კეთილი სურვილებით დატვირთულმა საქართველოს დროშამ, 12 დღეში 6 ქვეყანა და 4 000 კილომეტრი გაიარა. რეკორდული მარშრუტი მოპედით ვოლტის პარტნიორმა შადიმან ხარშილაძემ დაფარა. გზავნილი ადრესატებთანაა – ვოლტის პარტნიორი კურიერის ემოციური შეხვედრა ქართველ […]
რატომ შეუმცირდა სახელმწიფო ელექტროსისტემას მოგება?

სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2023 წლის განმავლობაში 6 მლნ ლარით ნაკლები, 339 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ქვეყანაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ოპერატორს შეუმცირდა წმინდა მოგებაც და ის 304 მილიონი ლარიდან 85 მილიონ ლარამდე შემცირდა. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსისტემის მოგების შემცირება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. მათ შორის პირველია ის, რომ 2022 წელს კომპანიის შემოსავალი რეკორდულად მაღალი იყო და […]
განათლების სამინისტრო – 2024 წლის 1-ელი ივლისიდან მასწავლებელთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ იზრდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, – ამის შესახებ ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათი ცნობით, მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებაა, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. „სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის მიერ […]
„ევროპული საქართველო“ საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნის ამოცანით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს

„ევროპული საქართველო“ საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნის ამოცანით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს. პარტიის განცხადებით, ქართველი ხალხის ეროვნული მისია შინ, თავისუფალ და უსაფრთხო ერთა ევროატლანტიკურ ოჯახში დაბრუნებაა, თუმცა „ამ მიზანს ვერ მივაღწევთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გარეშე, რომელიც რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტია და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს, საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას უთხრის ძირს”. […]
ალექსი პეტრიაშვილი პარტია დროას შეუერთდა

ალექსი პეტრიაშვილი პარტია დროას შეუერთდა. ამის შესახებ მან ელენე ხოშტარიასთან და ზურა ჯაფარიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში ყველა გაერთიანებული უნდა ვიყოთ, რათა 26 ოქტომბერს ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს და საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დავაბრუნოთ. ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ პარტია დროას გუნდს ვუერთდები და მათთან და […]
წელს ტურიზმიდან $4,5 მლრდ შემოსავლებს და 7,9 მლნ საერთაშორისო მოგზაურს ველოდებით – ირაკლი კობახიძე

ტურიზმსა და ავიაციაში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კვარტალურ ჭრილში დაფიქსირდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმიდან – 808 მილიონი დოლარი, რამაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 40 პროცენტით გადააჭარბა. „ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ ამ კვარტალში ვუმასპინძლეთ მილიონ 300 ათას საერთაშორისო მოგზაურს, რაც შარშანდელთან შედარებით არის 8-პროცენტიანი ზრდა. […]
შეიძინეთ Radisson Blu-ს ნომერი თბილისში $150 000-ად და მიიღეთ წლიური შემოსავალი – $35 000 (რ)

თბილისში „ორბი ჯგუფი“ და „ბლოკ ჯგუფი“ გთავაზობთ საინტერესო სიახლეს, რომელიც Central Park Towers-ში თქვენი შემოსავლისა და მომავლის ინვესტირების გარანტიაა. მოასწარი და არ გამოტოვო შანსი, გახდე Radisson Blu-ს სასტუმროს ნომრის მფლობელი, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის ყველაზე აქტიურ ადგილზე და მსოფლიოში წამყვანი სასტუმროს ბრენდის მართვის პირობებით წლიურ $35 000-იან შემოსავალს მოგიტანს. „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ შეთავაზება, რომელიც […]
დორტმუნდი, ჰამბურგი და გელზენკირხენი – სამოგზაურო რჩევები EURO 2024-ის წინ

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, მრავალწლიანი ლოდინი დასრულებულია – EURO 2024, რომელიც გერმანიის რამდენიმე ქალაქში გაიმართება, 14 ივნისს აიღებს სტარტს და ერთი თვის თავზე გამოავლენს კონტინენტის საუკეთესო გუნდს. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი გვეყოლება. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი განრიგი კი ასეთია:
ალექსი პეტრიაშვილი პარტია „დროას“ შეუერთდა

ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს, – ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა პარტიების „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარეებთან ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მოგესალმებით ყველას, მოხარული ვარ, დღეს გაგიზიაროთ ჩემი გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემთვის ძალიან ძვირფას რონდელის ფონდს, […]