15 ქვეყანა, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

შემოსული გზავნილების 16.93% იტალიაზე მოდის – 48.12 მილიონი დოლარი, რაც 7.74%-ით მეტია 2023 წლის მაისთან შედარებით. მეორე ადგილზე გადაინაცვლა რუსეთის ფედერაციამ (16.92%), საიდანაც გასულ თვეში 48.11 მილიონი დოლარი გადმოირიცხა – ეს წინა წელთან შედარებით 69.5%-იანი კლებაა. მესამე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები (16.61%) 47.22 მილიონი აშშ დოლარით.
მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იტალიიდან შემოვიდა, რუსეთმა II ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოში შემოსული გზავნილების 16.93% იტალიაზე მოდის – 48.12 მილიონი დოლარი, რაც 7.74%-ით მეტია 2023 წლის მაისთან შედარებით. ამ მონაცემით მეორე ადგილზე (16.92%) გადაინაცვლა რუსეთის ფედერაციამ, რომელიც უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობით. რუსეთიდან გასულ თვეში 48.11 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 69.5%-იანი კლებაა. ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილებით […]
სასტიკად მცემეს, ნაციონალს მეძახდნენ” – პირველი ინტერვიუ სასტიკად ნაცემ აქტივისტთან

პირველი ინტერვიუ სასტიკად ნაცემ აქტივისტთან – ლერი დარჯანია “პირველებს” უყვება, რომ როცა მას ფიზიკურად სწვდენოდნენ, თავდამსხმელები “ნაციონალს” ეძახდნენ. სამოქალაქო აქტივისტი დარწმუნებულია, რომ მას რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე სიარული არ აპატიებს. “სასტიკად მცემეს, მაგინებდნენ – “შე ნაციონალოო”, არადა, არ ვარ ნაციონალი. დიდი ალბათობით, იმის გამო გამოსწორდნენ, რომ აქციებზე დავდივარ” – ამბობს დარჯანია.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაშალა. ინფორმაცია გამოცემა The Times of Israel-ს პრემიერმინისტრის ოფისმა დაუდასტურა. ოფისის განმარტებით, ომის კაბინეტის 11 ოქტომბერს ჰამასისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლის მენეჯმენტისთვის საგანგებო ვითარების პირობებში შეიქმნა, “დღეს კი საგანგებო ერთიანობის მთავრობის საჭიროება აღარ დგას”. როგორც The Times of Israel აღნიშნავს, ომის კაბინეტის დაშლა მოსალოდნელი იყო, რადგან ფორუმში დამატებას ისრაელის […]
“Холод-ის” მთავარი რედაქტორის თქმით, თბილისში ჩამოფრენის შემდეგ აეროპორტში 7 საათით შეაყოვნეს

საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა გამოცემა “Холод-ის” მთავარ რედაქტორს,ჟურნალისტს ტაისია ბეკბოლატოვას. ის აეროპორტში 7 საათის განმავლობაში იცდიდია. როგორც ჟურნალისტმა “მთავარ არხს” სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა თბილისში ბერლინიდან ჩამოფრინდა, მესაზღვრეებმა ჩამოართვს პასპორტი და დალოდება სთხოვეს, რის შემდეგაც საათები გავიდა: “უარი არ უთქვამთ, მაგრამ მითხრეს უნდა დაიცადოთო და უკვე შვიდი საათია რაც ველოდები. ამიტომ პასუხი არ მაქვს […]
იაგო ხვიჩია – ჩვენ ვერავის ვიხდენთ ამ პოლიტიკურ სპექტრში და შესაბამისად, ვფიქრობ, ცალკე გავალთ არჩევნებზე

მგონია, რომ ხელისუფლება თვითონ აპირებს საკუთარ თავს „მაიდანი“ მოუწყოს იმდენს გაიძახის „მაიდანი”, “მაიდანიო”, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არავინ საუბრობს იმდენს “მაიდანზე”, რამდენსაც ხელისუფლება. „მგონია, რომ ხელისუფლება თვითონ აპირებს საკუთარ თავს “მაიდანი” მოუწყოს იმდენს გაიძახის “მაიდანი”, “მაიდანიო”, მაშინ როდესაც კონკრეტული ადამიანები არ არსებობს ბუნებაში, ვინც ეჭვმიტანილია, […]
კახა კალაძე – ამ შემთხვევაში გიორგი გახარია არაფერს წარმოადგენს, არც „ლელო“ – რასაც ეტყვიან, რასაც უბრძანებენ და დაავალებენ, იმას გააკეთებენ

ამ შემთხვევაში გიორგი გახარია არაფერს არ წარმოადგენს, არც – „ლელო“. რასაც ეტყვიან, როგორც უბრძანებენ, როგორც დაავალებენ, იმას გააკეთებენ,- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გიორგი გახარიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს პარტია „ლელოა“, რომელთანაც ღიაა ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის. კალაძის თქმით, გიორგი გახარიასა და პარტია „ლელოს“ წევრებს რა სახის დაპირისპირება ჰქონდათ […]
კახა კალაძე – ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მერიამ „კაფე მზიურის“ დამფუძნებელს საწარმოს გასხვისებასთან დაკავშირებით წინასწარ არ აცნობა

ტყუილია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს თბილისის მერიამ სოციალური საწარმო „კაფე მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით საწარმოს დამფუძნებელს, ანა გოგუაძეს წინასწარ არ აცნობა , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ორწლიანი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, რომლის შემდეგაც, კაფე აუქციონის წესით გასხვისდება. „მე ანა გოგუაძისგან არ მომისმენია განცხადება, რომ მერიამ კაფეს გასხვისებასთან დაკავშირებით […]
ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, გზის გაფართოების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა განთავსებული, გზის სივიწროვის გამო კი სავალ ნაწილზე ავტომობილებს ორმხრივად გადაადგილება უჭირთ. „მოსახლეობა წლებია აღნიშნული პრობლემის […]
გამოცხადდება აუქციონი, მონაწილეობის უფლება როგორც სხვას, ისე ანა გოგუაძესაც ექნება – კახა კალაძე „მზიურის“ კაფეზე

„ტყუილია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს თბილისის მერიამ სოციალური საწარმო „კაფე მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით საწარმოს დამფუძნებელს, ანა გოგუაძეს წინასწარ არ აცნობა“ , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან განმარტა, ამოიწურა ორწლიანი ხელშეკრულების ვადა, რომლის შემდეგაც, კაფე აუქციონის წესით გასხვისდება. „მე ანა გოგუაძისგან არ მომისმენია განცხადება, რომ მერიამ კაფეს გასხვისებასთან […]