ირაკლი კობახიძე – დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული, ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის, ეს არის კომპეტენცია – მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი, მოქმედი წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს სიაში

დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული ყველა წინა საპარლამენტო უმრავლესობისგან ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის, ეს არის კომპეტენცია. მე მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი, მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ეს არის პარტიის ყველა წევრის, ლიდერებისა და მათ შორის საპატიო თავმჯდომარის […]

ირაკლი კობახიძე – გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი

გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, გვარებთან დაკავშირებით, ვინც არის წარმომადგენელი გლობალურ ომის პარტიაში. „ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. როგორც გაუცრუვდათ იმედები დღემდე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისე გაუცრუვდებათ იმედები […]

ისრაელის პრემიერმა “ომის კაბინეტი” დაშალა

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაშალა საგანგებო, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ შექმნილი “ომის კაბინეტი”. Reuters-ი წერს, რომ ეს ცნობა ისრაელის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა. გადაწყვეტილება ნეთანიაჰუმ მიიღო 16 ივნისის საღამოს, უსაფრთხოების სფეროს მინისტრებთან შეხვედრაზე. ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო მას მერე, რაც ოპოზიციის ლიდერმა, ისრაელის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა დატოვა კაბინეტი. განცმა პრემიერს მოსთხოვა […]

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა სიიდან იმ ადამიანების ამოღება, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში – ირაკლი კობახიძე

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა სიიდან იმ ადამიანების ამოღება, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში – ირაკლი კობახიძე ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ჩვენ მიერ წარდგენილი სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, […]

21 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. „თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება. დასავლეთ […]

მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს 13600-ზე მეტი ავიარეისის განხორციელება – ლევან დავითაშვილი

ტურიზმის სექტორში წელს პირველი კვარტლის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება ყველა პარამეტრით, მათ შორის ვიზიტების რაოდენობის და მიღებული შემოსავლებით კუთხით, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეაფასა ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში დღეს არსებული სურათი და ასევე ზაფხულის სეზონის წარმატებით ჩატარების პერსპექტივები. […]

„წელს ბევრი ელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში“ – ლევან დავითაშვილი

„წელს ბევრი ელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში“ – ლევან დავითაშვილი საქართველოს მთავრობამ განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის არსებულ სქემაში ცვლილება შეიტანა. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მხარდაჭერის ახალი მექანიზმი განახლებადი ენერგორესურსების ათვისების მიმართულებით პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს და ინვესტიციებს წაახალისებს.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო […]

„როცა გვარების დასახელების გარეშე აშშ-ის მხრიდან წესდება სავიზო შეზღუდვები, ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას“ – ირაკლი კობახიძე

როცა გვარების დასახელების გარეშე წესდება სავიზო შეზღუდვები მას ერთადერთი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა ე.წ სავიზო შეზღუდვები, თვითონ არ უწოდებენ […]

“მარსელს” რობერტო დე ძერბი გაწვრთნის

“მარსელს” რობერტო დე ძერბი გაწვრთნის ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “მარსელის” ახალი მწვრთნელი იტალიელი რობერტო დე ძერბი გახდება. 45 წლის დამრიგებელი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება საფრანგეთში და ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს. დე ძერბის ბოლო სამსახური პრემიერ ლიგის ბინადარი “ბრაიტონი” გახლდათ. იქამდე ის “ბენევენტოს”, “სასუოლოს”, დონეცკის “შახტარსა” და სხვა კლუბებს ავარჯიშრებდა.

კალაძე: GWP-ს დიდი პრობლემები აქვს ქალაქში, ქსელს განახლება სჭირდება, ვთანამშრომლობთ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, “GWP-ს აქვს ძალიან დიდი პრობლემები ქალაქში. ქსელი ამორტიზებულია და საჭიროებს განახლებას”. თუმცა, მისი მტკიცებით, მერია კომპანიასთან თანამშრომლობს. “ყველა იმ პროექტში, რომელსაც ვიწყებთ, ის აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს. ჩვენ სადაც რეაბილიტაციას ვიწყებთ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვთხოვთ აღნიშნულ კომპანიას მათი ქსელის მოწესრიგებას და ახალი პროექტების განხორციელებას. იგივე ხდება ბაგებში, სადაც დაწყებულია სამუშაოები. რა […]