თეა ახვლედიანმა ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. “შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა […]
გიორგი დუგლაძე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უხელმძღვანელებს

გიორგი დუგლაძე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა – შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.ინფრმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დუგლაძე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა. სხვადასხვა წლებში გიორგი დუგლაძე […]
რუსეთში დაკავებული ამერიკელი სამხედრო თავს უდანაშაულოდ აცხადებს

ამერიკელმა ჯარისკაცმა, გორდონ ბლექმა, ორშაბათს, 17 ივნისს, რუსეთის სასამართლოში თავი უდანაშაულოდ ცნო თავისი შეყვარებულის მოკვლით მუქარის ბრალდებაში. მაგრამ აღიარა, რომ ის “ნაწილობრივ” დამნაშავეა მის გაქურდვაში, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია. ბლექი, გასულ თვეს დააკავეს ქალაქ ვლადივოსტოკში. ის ერთ-ერთია იმ ათეულ ამერიკელს შორის, რომლებიც ამჟამად რუსეთში არიან დაკავებულები, იმ დროს, როდესაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, უკრაინის ომის […]
კრემლი ამბობს, რომ ვაშინგტონთან პატიმრების გაცვლაზე კონტაქტი შედგა

რუსეთი ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პატიმრების გაცვლის საკითხთან დაკავშირებით კონტაქტი აქვს, თუმცა კრემლის პრესსპიკერი აქვე განმარტავს, რომ დამატებით დეტალებზე ჟურნალისტებთან საუბარს არ აპირებს. მოსკოვში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები შეეხება „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩსაც. „კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ პრეზიდენტ [პუტინის] განცხადება. სანკტ-პეტერბურგში, საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან საუბრისას მან დაადასტურა, რომ ასეთი კონტაქტები არსებობს… ის გაგრძელდება, […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 18 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. დიდუბის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქრაძის, ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, გორკის, […]
ინდოეთში სატვირთო და სამგზავრო მატერებლების შეჯახებას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 60 დაშავდა

ინდოეთში, აღმოსავლეთით მდებარე დასავლეთ ბენგალის შტატში, პროდუქტების გადამტანი სატვირთო მატარებელი სამგზავრო მატარებელს დაეჯახა. შემთხვევას 8 ადამიანი ემსხვერპლა და 60 დაშავდა. დაღუპულთა შორისაა სატვირთო მატარებლის მძღოლიც. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ავარია შესაძლოა “ადამიანის შეცდომამ” გამოიწვია და სიღრმისეულ გამოძიებას ჩაატარებენ. მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ სასწრაფო დახმარებისა და საგანგებო ჯგუფები შემთხვევის ადგილას მალევე გაგზავნეს. სარკინიგზო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯაია ვარმა […]
GWP-ის ცნობით, დაზიანების აღმოფხვრამდე 100 ათასი მომხმარებელი წყალს გრაფიკით მიიღებს

თბილისის წყალმომარაგებები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს, რომ წიწამურთან მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღმოფხვრამდე მომხმარებლები წყალს გრაფიკით მიიღებენ. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საუბარია, დაახლოებით, 100 000 მომხმარებელზე. კომპანიის წარმომადგენლის, გიგა ნადირაძის თქმით, პარალელური ქსელის მოწყობის ნაცვლად, GWP-მ გადაწყვიტა ტერიტორიაზე გრუნტის მოხსნა და ტერასების მოწყობა, რაც მისი განცხადებით, კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, უფრო მალე აღადგინონ დაზიანება. GWP-ის […]
კობახიძე ირწმუნება, რომ რუსული კანონის ინიციირების შემდეგ მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის ინიციირების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები გაიზარდა. მისი თქმით, რუსული კანონის ინიციირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი არ არსებობდა, ამის “ლოგიკურ საფუძვლად” კი მოჰყავს შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. თუმცა, არ ასახელებს კონკრეტულად ვისთან, როდის ან რა ტიპის შეხვედრებზეა საუბარი, სადაც უთხრეს რომ წელს საქართველოსთან მოლაპარაკებები არ გაიხსნებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიუხედავად. […]
კალაძე GWP-ზე – ,,ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმის, რომ გასხვისებული იყო რუსულ კომპანიაზე“

დედაქალაქის მერმა დღეს თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანიაზე საუბრისას თქვა, რომ GWP საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” დროს შემოვიდა. მან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერზე” საუბრისას ახსენა წინა ხელისუფლება და თქვა: “მაშინ, ბევრი სტრატეგიული ობიექტი გასცვისებულ იქნა რუსულ სახელმწიფო კომენანიებზე. ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმის, რომ გასხვისებული იყო რუსულ კომპანიაზე”. ,,აღნიშნული კომოანია არის შემოყვანილი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ისინი […]
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მომავალი წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივოს, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ამჟამად მოქმედი შემზღუდველი ზომები პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა და მოიცავს ევროკავშირში უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას. […]