EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი

EURO 2024-ის მატჩების საჯარო ჩვენებები გულშემატკივრებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ქვეყნის ყველა ქალაქსა და დაბა ბაკურიანში განხორციელდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. „რეგიონებში განსაკუთრებული მზადებაა ეროვნული გუნდის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირი ტრანსლაციისთვის. 18, 22 და 26 ივნისს, ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, […]

ცესკოსა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროექტ „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“ მონაწილეობა 16 514-მა მოქალაქემ მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) საინფორმაციო-სასწავლო პროექტ„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“მონაწილეობა 16 514-მა მოქალაქემ მიიღო. პროექტი, რომლის მიზანიც საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრების გადამზადება და კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის პროცესის მხარდაჭერაა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება და ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდა. სწავლების ცენტრის […]

„გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილო რუკაზე მონიშნა“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ Top Gear-ის რადარზე

„გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილო რუკაზე მონიშნა“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ს საკულტო გადაცემის Top Gear-ის საავტომობილო ჟურნალი „თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ.

HERBALIFE დაბალანსებული კვების კატეგორიაში GOLDEN BRAND-ის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა

საერთაშორისო კომპანია Herbalife “დაბალანსებული კვების” კატეგორიაში Golden Brand Award-ით უკვე მესამედ დაჯილდოვდა. Herbalife დაბალანსებული კვების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ეხმარება, შეინარჩუნოს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესი, და ასევე, დაიწყოს საკუთარი ბიზნესი, როგორც Herbalife-ის დამოუკიდებელმა პარტნიორმა. „Herbalife-ისთვის დიდი პატივია საქართველოში უკვე მესამედ ოქროს ბრენდის ჯილდოს მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ „დაბალანსებული […]

გიგი წერეთელი – ჰელსინკის კომისიის მოსმენა გამოააშკარავებს, თუ როგორ ხდება „აგენტების კანონის“ ჰიბრიდული ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება

ჰელსინკის კომისიის მოსმენა გამოააშკარავებს, თუ როგორ ხდება „აგენტების კანონის“ ჰიბრიდული ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება, – აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ჰელსინკის კომისიაში 20 ივნისს ჩანიშნულ მოსმენას გამოეხმაურა. მისი თქმით, ჰელსინკის კომისიაში 20 ივნისს არის კიდევ ერთი მოსმენა, რომელიც შეეხება იმ საკითხს, თუ როგორ ახდენენ რუსეთი და სხვა არადემოკრატიული რეჟიმები ჰიბრიდული ომის […]

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების განვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, (ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე) 17 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა (წვიმა,სეტყვა) მეწყრული პროცესები გამოიწვია, რის შედეგად ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ლოკაცია და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. „დილიდანვე მყისიერად მოხდა სტიქიის ადგილზე ხუთი ერთეული ტექნიკის მობილიზება და მიმდინარეობს […]

ვაკის გამგეობასა და ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა

ვაკის რაიონის გამგეობასა და პოლონეთის ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ორ მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის საფუძველი ქალაქ ლომჟას დღესასწაულის – „ლომჟას დღეების“ ფარგლებში ჩაეყარა. ვაკის რაიონისა და სხვადასხვა ქვეყნების მუნიციპალიტეტების დელეგაციები ლომჟას მერს მარიუშ შრზანოვსკის შეხვდნენ, თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრეს. როგორც ლომჟას […]

პალიტრა მედია ჰოლდინგის ეზოში ევრო 2024-ის ჩვენება გაიმართება

18 ივნისს პალიტრა მედია ჰოლდინგის ეზოში, ევრო 2024-ის, საქართველო – თურქეთის მატჩის ჩვენება გაიმართება. ღონისძიება ჰოლდინგის თანამშრომლებს უმასპინძლებს. მისი მესიჯია – „ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს!“. ღონისძიების ორგანიზების მთავარი იდეა, ჰოლდინგში ქართველი ქომაგების ერთ გუნდად შეკრება და მატჩის მსვლელობისას, ერთმანეთისთვის ემოციების გაზიარებაა. ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. სწორედ ამ აღსანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით, პალიტრა მედიის […]

არ გამოსწორებულა არცერთი სისტემური პრობლემა, დახმარება ერთჯერადი იყო – ონკოპაციენტები

ონკოპაციენტების თქმით, ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრები უშედეგო და ფუჭი გამოდგა – ჯანდაცვის სამინისტრომ ერთჯერადად და არასრულად დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა მედიკამენტოზური დაფინანსების შესახებ. მათი ცნობით, არ გამოსწორებულა არცერთი სისტემური პრობლემა, რომელიც ონკოპაციენტებს მედიკამენტების მიღებას და ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციას გაუმარტივებს. კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებლის, გვანცა აფხაიძის თქმით, ონკოპაციენტთა მთავარი პრობლემა კვლავ მედიკამენტების დეფიციტია, ხოლო პაციენტთა უმრავლესობის ერთადერთი […]

„საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა“ — ლავროვის მოადგილე ოკუპირებულ ტერიტორიებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის თქმით, „სოხუმი-თბილისი-ცხინვალის „სამკუთხედში“ ნორმალიზაციის წინაპირობები გაჩნდება მას შემდეგ, რაც საქართველო არსებულ რეალობას მიიღებს და მზად იქნება, რესპუბლიკებთან ურთიერთობები ააშენოს თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით“. Комсомольская правда-მ გალუზინს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დაბრუნების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ჰკითხა, შეიძლება თუ არა, რომ ეს ქართული ოცნება ახდეს? „ვფიქრობ, […]