საქართველო-თურქეთის თამაშზე საუკეთესო შეფასება – 7.6 ქულა ქოჩორაშვილს აქვს – SOFASCORE

SOFASCORE-ის მონაცემებით, საქართველო-თურქეთის თამაშზე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან საუკეთესო შეფასება – 7.6 გიორგი ქოჩორაშვილს აქვს. მას მოსდევს გიორგი მიქაუტაძე 7.4 ქულით და ოთარ კაკაბაძე – 7.3-ით. გიორგი ქოჩორაშვილის შედეგი SOFASCORE-ზე ასეთია: მოსალოდნელი გოლი – 0 მოსალოდნელო საგოლე პასი – (xA) 0.45 კარში დარტყმა – 0 კარისკენ დარტყმა – 2 დრიბლინგის მცდელობა (წარმატ.) – 1 (1) ძელი […]

ჩინეთმა, რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, ფასი უნდა გადაიხადოს – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის. იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ პეკინი მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას და ამავდროულად, ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან. „ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იმუშავებს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა BBC -სთან ინტერვიუში. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთს უზიარებს უამრავ […]

ხელვაჩაურის ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე, ლედ ეკრანზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა

ხელვაჩაურის ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე, ლედ ეკრანზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა ხელვაჩაურის ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე, ლედ ეკრანზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა. “მადლობა საქართველოს ნაკრებს შემართებისთვის, წინ არაერთი გამარჯვება გველის.”– წერს სოციალურ ქსელში ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე.

ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში – კახა კალაძე საქართველო-თურქეთის მატჩზე

ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში – კახა კალაძე საქართველო-თურქეთის მატჩზე თბილისის მერი კახა კალაძე საქართველო-თურქეთის მატჩს აფასებს. “ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე; ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება. მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის! მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის! წინ მნიშვნელოვანი მატჩები […]

NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე სტოლტენბერგს მარკ რუტე ჩაანაცვლებს – მედია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე ჩაანაცვლებს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის კრიტიკოსია. მარკ რუტესთან დაკავშირებით აღნიშნული ცნობები ნიდერლანდების ეროვნულმა სამაუწყებლო კომპანია NOS-მა მას შემდეგ გაავრცელა, რაც უნგრეთმა და სლოვაკეთმა თანამდებობაზე რუტეს კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. მანამდე, მარტის თვეში უნგრეთის საგარეო […]

ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოება 5 თვეში დასრულდება – “თბილსერვის ჯგუფი”

“თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის დავით ფაჩულიას განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელის პოლიგონის გაფართოება 1 თვეა დაიწყო. როგორც მან BM.GE-თან თქვა, ქვეყანა პერიოდულად გადადის ნარჩენების სეპარაციაზე, რეციკლირების პროცესზე, რაც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს არსებული პოლიგონის რესურსი დიდი პერიოდით იყოს გამოყენებული. “მიმდინარეობს ამ წუთებში მეოთხე უჯრედის მშენებლობა, რაზეც გამოყოფილია მუნიციპალიტეტის სახსრები. მშენებლობა დაახლოებით ერთი თვეა დაწყებულია, 5 თვეში უნდა მორჩეს და […]

“ანჩელოტიმ საქართველოსთან მატჩის წინ დამირეკა და ეს მითხრა” – არდა გიულერი

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე თურქების შემტევი ნახევარმცველი არდა გიულერი გახდა. 19 წლის ფეხბურთელმა 65-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ლამაზი გოლი გაიტანა და საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში გიულერმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე “რეალის” მწვრთნელს კარლო ანჩელოტის ესაუბრა. “კარლო ანჩელოტიმ მატჩამდე დამირეკა და […]

,, 7-დან 6 დრიბლინგი როცა არ გამოსდის, უნდა შეცვალო, გინდაც კვარაცხელია იყოს” – ლაშა ბერულავა

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ევრო20204-ზე საქართველოს ნაკრების თამაშს ეხმაურება: ,,შენიშვნები: ჩაკვეტაძემ სწორად გაშალა ხელები გაკვირვებისგან – მე მცვლითო? წიტაიშვილი კრიტიკას ვერ უძლებდა. კვარაცხელია საერთოდ გინდ გვყოლია, გინდ არა – 7-დან 6 დრიბლინგი როცა არ გამოსდის, უნდა შეცვალო, გინდაც კვარაცხელია იყოს. ზივზივაძეს რომ ტრავმა ჰქონდა, მესმის, მაგრამ მაინც გაქაჩავდა, მეორე ტაიმის დასაწყისიდან მაინც. მამარდაშვილი სწორად მოიქცა, როცა […]

,, მაგ ასაკში თვით მარადონამ ჩააგდო მსოფლიო ჩემპიონატი და ამის გამო არავის მოუკლავს!” – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშზე: ,,პირველ რიგში მადლობა ბიჭებს, იოიმეს ბოლომდე და ხარისხიც ხშირ შემთხვევაში კარგი იყო თავდასხმაში თამაშისას. ყველაფერი ჩადეს! იღბალი, რომ გვქონოდა ფრეს გავახერხებდით, ალბათ ვიმსახურებდით, უიღბლობასთან ერთად კვარა დაგვიკეტეს. რაც გაუგებარი იყო და რჩება სანიოლის ტაქტიკა ორივე ტაიმის პირველი 20-25 წუთში, როცა ძალიან პასიურად ვითამაშეთ დაცვაში. პრინციპში სწორედ […]

ვაპირებ, აშშ-ში ჩავიდე 40 ქართველი ბიზნესმენის თანხლებით – ელჩი

ვაპირებ, აშშ-ში ჩავიდე 40 ქართველი ბიზნესმენის თანხლებით, რათა იქ ბიზნეს კავშირებსა და ინვესტიციებზე ისაუბრონ – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.