ნათია თოდუას ორგანიზებით, აქციებზე დაკავებულების ოჯახების დასახმარებლად ბერლინში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახების დასახმარებლად ბერლინში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. საღამოს ორგანიზატორი გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ნათია თოდუაა, რომელიც კონცერტზე მეგობრებთან ერთად იმღერებს. საქველმოქმედო კონცერტი 20 დეკემბერს გაიმართება. “ჩემი ხალხი საქართველოში იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და მომავლისთვის. საქართველო იმსახურებს, იყოს ევროპის ნაწილი. ჩემი ქართველი და ევროპელი მეგობრები გიწვევთ მუსიკალურ საღამოზე “ჩვენ ვდგავართ ქართველებთან”. დასწრება უფასოა. შემოწირული თანხა […]

საქართველოში საარსებო მინიმუმი 262 ლარი და 40 თეთრია

2024 წლის ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი მხოლოდ 10.1 ლარით, წინა თვესთან შედარებით კი 5.9 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 256.5 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 252.3 ლარს შეადგენდა, 2024 წლის ოქტომბერში კი 256.5 ლარს. რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო […]

მოქალაქე, რომლის განცხადებითაც, საპატრიარქოსთან რუსთავის მიკროავტობუსს ელოდებოდა და გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, 500 ლარით დააჯარიმეს

მოქალაქე გიორგი მამისაშვილი, რომლის განცხადებითაც, საპატრიარქოსთან რუსთავის მიკროავტობუსს ელოდებოდა და გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, 500 ლარით დააჯარიმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ მიიღო. მან გიორგი მამისაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლემ მამისაშვილის გარეშე გამოაცხადა, ვინაიდან როგორც ის აცხადებს, რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა მოუწია და პროცესს ვერ მიუსწრო. „კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვიცი რა კოდექსი […]

ქერჩის სრუტეში გრძელდება რუსული ტანკერის ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაცია

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ აზოვის და შავი ზღვების დამაკავშირებელ ქერჩის სრუტეში დილით განაახლა ტანკერ „ვოლგონეფტ 239“-ის ეკიპაჟის ევაკუაციის ოპერაცია, რომელიც გასულ ღამით შეწყდა ძლიერი ღელვის და ქარიშხლის გამო. სამინისტროს მიერ დილის 11 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს ეკიპაჟის ხუთი წევრი. გუშინ, 15 დეკემბერს შტორმის შედეგად, ქერჩის სრუტეში მეჩეჩზე აღმოჩნდა და დაზიანდა ორი ტანკერი, […]

საქართველო – უნგრეთს შორის ინვესტორთა ურთიერთდაცვის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის გაფორმებული ინვესტორთა ორმხრივი ურთიერთდაცვისა და ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. ხელშეკრულების შესახებ შეთანხმება 2024 წლის 19 ივლისს შედგა და ის ძალაში 2025 წლის 24 იანვარს შევა. დოკუმენტის ტექსტის თანახმად, ის მიზნად ისახავს ორ ქვეყანაში მოღვაწე ინვესტორების უფლებების დაცვას და ორმხრივი ინვესტიციების ხელშეწყობას. დოკუმენტი მოიცავს ინვესტორთა ხელშეწყობის სხვადასხვა […]

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შემდეგ მწვრთნელი ორმა გუნდმა დაითხოვა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ჩემპიონატის ორმა აუტსაიდერმა ვულვზმა და “საუთჰემპტონმა” დაითხოვა. პირველმა საკუთარ მოედანზე ასევე დარჩენისთვის მებრძოლ “იფსვიჩთან” 1:2 წააგო, რაც აწ უკვე ყოფილი დამრიგებლის გარი ონილისთვის ბოლო აღმოჩნდა. რაც შეეხებათ “წმინდანებს”, კლუბი საშინაო კედლებში “ტოტენჰემთან” 0:5 განადგურდა და მთავარი მწვრთნელ რასელ მარტინი გადააყენა. “ვულვზის” ახალი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, “საუთჰემპტონს” […]

საქართველოს ყველა მხრიდან უტევენ – გიორგი ზერეკიძე

„თურმე დღეს უნდა დავუხაროთ ვიღაცას თავი, იქნება ეს ლიეტუვა, ესტონეთი, საფრანგეთი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მმართველი, ამ დროს არ იციან და ვერ ხვდებიან რომ დღევანდელი ხელისუფლება არ დაუხრის თავს მათ ისე, როგორც ამას შვრებოდა სააკაშვილის მონა ხელისუფლება, არ ივლის მის ჭკუაზე და არ გახვევს ქვეყანას ცეცხლის ალში. ირაკლი კობახიძე არავის რომ არ დაუხრის თავს და […]

თელავში ხანძარს შუახნის კაცი ემსხვერპლა

თელავში ხანძარს შუახნის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ახატელში გვიან ღამით მოხდა. მამაკაცი, რომელიც მარტო ცხოვრობდა, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა. დამწვარია სახლის ნაწილი. არსებული ინფორმაციით, აალება სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კაია კალასი ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრაზე – საქართველოსთან დაკავშირებით ერთი საკითხი იქნება სანქციები და მეორე – უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა

ის მოვლენები, რასაც ჩვენ ახლა საქართველოში ვხედავთ, არ მიდის იმ მიმართულებით, საითაც კანდიდატი ქვეყნები უნდა მიდიოდნენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე და ასევე უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე ისაუბრებენ. „ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ […]

III კვარტალში კერძო სექტორში საშუალო ხელფასი 2 190 ლარი იყო

III კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11%-ით [201 ლარით] 2056 ლარამდე გაიზარდა. საშუალო თვიურ ხელფასს საქსტატი გადასახადების ჩათვლით თვლის. რაც შეეხება ბიზნესს სექტორს, საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 183 ლარით (9-ით%) 2190 ლარამდე გაიზარდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 065 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა […]