ისრაელის გენერლებმა ლიბანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ისრაელის გენერლებმა ლიბანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ საზღვართან საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების ფონზე, ლიბანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში, ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ორი გორდინმა და გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსმა, ოდედ ბასიუკმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ასევე, […]
ჯუბო ტურაშვილი – აჭარაში ამ დროისათვის ბუნებრივი აირი 118 000-ზე მეტ აბონენტს მიეწოდება, რაც მთლიანი რეგიონის 80%-ზე მეტია

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურა ისეთ დასახლებებში შენდება, სადაც ბუნებრივ აირს მოსახლეობა არასდროს მოიხმარდა. გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობას ხელვაჩაურის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის […]
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ […]
შსს – ნარკოდანაშაულისთვის 27 პირია დაკავებული, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. […]
ალუდა ღუდუშაური – კი, აშშ-ის ვიზა მაქვს – რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა

პარტნიორები და მითუმეტეს, სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ – რაც შეეხება ვიზების საკითხს, არ ვიცი, მსგავსი შეტყობინება ვის მიუვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადების შეფასებისას განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, იმედი აქვს, რომ ელჩი ყველაფერს გააკეთებს, რადგან თავად თქვა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის ყველაფერს გააკეთებდა. […]
პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის თემაზე „მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები“ სასწავლო პროგრამა დაიწყო

სირაკუზას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის, თემაზე „მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები“ საპილოტე სასწავლო პროგრამა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, სასწავლო კურსის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, სირაკუზას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო […]
ესტონეთის ელჩი – „გლობალური ომის პარტია“ არავინ და ყველაფერია ერთდროულად – როცა პარლამენტის ან მთავრობის წარმომადგენლებს ვეკითხებით, ვის გულისხმობთ „გლობალური ომის პარტიაში“, ისინი ამბობენ, რომ „ეს თქვენ არ ხართ“

ეს არის საშუალება, რომ მთავრობამ და პარლამენტმა ეს აბსტრაქტული მტერი არჩევნების წინ ხალხს დაანახოს. მათ სჭირდებათ მტრის ფიგურა, ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს. მათ აირჩიეს სრულიად არასწორი მტერი. მათ თავიანთი ყველაზე დიდი პარტნიორები და მხარდამჭერები მტრად წარმოაჩინეს, – ასე აფასებს ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან „გლობალური ომის პარტიასთან” დაკავშირებით გაკეთებულ […]
„შარშანდელთან შედარებით, წელს მარცვლეულის ნაკლები, მაგრამ ხარისხიანი მოსავალი იქნება“ – ნიკოლოზ ბენიაიძე

„როგორც იცით, მარცვლეულის ქართულ ბაზარზე 20% არის ადგილობრივი წარმოების და 80% არის იმპორტირებული. შარშან და შარშანწინ წარმოება იყო 15-იდან 20%-მდე და წელს მაქსიმუმ ავა 15%-მდე, რადგან ნათესი ფართობები შემცირებულია. თუმცა, 1 ჰა-ზე მოსავლიანობა შარშანდელთან შედარებით მეტი და ხარისხიც უკეთესი იქნება“,- ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა. მისი თქმით, […]
საქართველოს მშპ-ის მოცულობა I კვარტალში 8.4%-ით გაიზარდა და 18.9 მლრდ ლარი შეადგინა

2024 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 18 913.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის I კვარტალში 3.1 პროცენტით განისაზღვრა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: […]
მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ – ვილი სანიოლი

მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! – ამის შესახებ თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა. „საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! მიქაუტაძემ მართლაც ისტორიული გოლი გაიტანა და მილოცვას ვუერთდები. რაც შეეხება მარცხს, მისგან იმ გამოცდილებას მივიღებთ, რაც უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება.სტადიონზე ატმოსფერო მშვენიერი იყო. ვფიქრობ, […]