გიორგი ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრ მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა. გიორგი ცაგარეიშვილი, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. 2004-2016 წლებში, საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო. ცაგარეიშვილმა მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.

„ლელო“ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას იწყებს

„ლელო“ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას იწყებს. როგორც „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე საბა ბუაძემ აღნიშნა, ნარკოეპიდემია გამოწვეულია ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობით. „საქართველოში რუსული სპეცოპერაციის პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს ნარკოეპიდემია, რომელიც გამოწვეული არის ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობით და თანამონაწილეობით. რუსული ტიპის ნარკოპოლიტიკით და ამ მზარდი პრობლემის საპასუხოდ, დღეს ვიწყებთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ასევე შევიმუშავეთ ნარკოტიკების წინააღმდეგ […]

ელჩი – საქართველოს გადასაწყვეტია ის, თუ ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი – ჩვენი მხრივ, საკითხი ძალიან ნათელია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ გელოდებით

საქართველოს გადასაწყვეტია ის, თუ ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს სურს,რომ საქართველო იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა. „ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება თქვენი მეგობარი და ვინ თქვენი მტერი. როგორც ევროკავშირი, ჩვენ აქ საქართველოსთვის ვართ. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, […]

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე – ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება

ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება – იმ ათეულობით მილიონმა ევროპელმა ჩვენს მსგავსად უარი რომ უთხრა, ლგბტ პროპაგანდასა და ულტრა ლიბერალურ ფაშისტურ პოლიტიკას, მათაც ურთიერთობების გაყინვის სურვილი აქვთ? – ასე უპასუხა “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის. მაჭარაშვილის თქმით, საქართველო თავსებადობით და მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების შესაბამისად, ასე […]

თეონა აქუბარდია – „ქართული ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს განსხვავებული რეალობა და ამ განსხვავებულ რეალობაში, ისინი ამბობენ, რომ აშშ, რომელიც მათი პროპაგანდით მტერია, ხელისუფლებას არ ასანქცირებს

„ქართული ოცნება“ თავისი პროპაგანდისტული გზავნილებით, მათ შორის, კონტროლირებადი მედიასაშუალებებით ცდილობს წარმოაჩინოს განსხვავებული რეალობა და ამ განსხვავებულ რეალობაში, ისინი ამბობენ, რომ აშშ, რომელიც მათი პროპაგანდით მტერია, ხელისუფლებას არ ასანქცირებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. აქუბარდიამ საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ „სანქციებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ აფერმკრთალებს […]

ასობით მოხალისე გარემოსთვის – ბაკურიანის დალაგების ფესტივალი „სადაგისა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით 15-16 ივნისს ბაკურიანის დალაგების ფესტივალი მოეწყო. ღონისძიებაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ასობით მოხალისე ჩაერთო. ეკოფესტს ოქროს სპონსორის სტატუსით წელს უკვე მეორედ შეუერთდნენ „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“. სპონსორობის პარალელურად, ეკოფესტში მოხალისეებად ჰოლდინგის 30-მდე თანამშრომელიც მონაწილეობდა. მოხალისეებმა ორი დღის განმავლობაში დაასუფთავეს დაბა ბაკურიანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ფესტივალის მონაწილეთა შორის იყვნენ საერთაშორისო […]

გია ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ დეპუტატი გია ცაგარეიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გია ცაგარეიშვილი, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ცაგარეიშვილი ასევე იყო 2004-2016 წლებში, საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო. „სხვადასხვა წლებში, […]

ასობით მოხალისე გარემოსთვის – ბაკურიანის დალაგების ფესტივალი „სადაგისა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით 15-16 ივნისს ბაკურიანის დალაგების ფესტივალი მოეწყო. ღონისძიებაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ასობით მოხალისე ჩაერთო. ეკოფესტს ოქროს სპონსორის სტატუსით წელს უკვე მეორედ შეუერთდნენ „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“. სპონსორობის პარალელურად, ეკოფესტში მოხალისეებად ჰოლდინგის 30-მდე თანამშრომელიც მონაწილეობდა. მოხალისეებმა ორი დღის განმავლობაში დაასუფთავეს დაბა ბაკურიანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ფესტივალის მონაწილეთა შორის იყვნენ საერთაშორისო […]

თიბისი x აზროვნების აკადემია: შემეცნებითი ტურნე რეგიონებში

თიბისის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემია,იწყებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს – „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“. 21 ივნისიდან 26 ივლისის ჩათლით აზროვნების აკადემიის ლექტორები – მარინა კაჭარავა, ზურა მხეიძე, ანდრო დგებუაძე, რეზო კორინთელი, ნინო ბუაძე და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე – ესტუმრებიან საქართველოს ათ რეგიონს. მომხსენებლები,ისაუბრებენ ისეთ აქტუალურ და საჭირო თემებზე, როგორებიცაა: თვითშეფასება, სტრესის მართვა, ურთიერთობები, ოჯახი და მისი ფუნქციები და […]

“წარმოუდგენელია ევროპის დედაქალაქი წყლის გარეშე იყოს და მერი ფეხბურთის საყურებლად გადაფრინდეს…” – ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სატირული წერილით ეხმაურება თბილისის მერის გერმანიაში ჩასვლას და წერს: რატომ არის ევროპა ცუდი ხოლო რუსეთი კარგი… იმიტომ რომ წარმოუდგენელია ევროპის დედაქალაქი წყლის გარეშე იყოს დღეების განმავლობაში და მერი ფეხბურთის საყურებლად გადაფრინდეს სხვა ქვეყანაში… რუსეთსა და ბელორუსიაში ეს შესაძლებელია… ამიტომაც არ არის კარგი ჩვეთვის ევროპა