„ჯივიპი“ – სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება

სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უაოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. „მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილის საძიებო სამუშაოები […]
თსუ-ში „ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის“ ანგარიში გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია 2023“-ის ანგარიშის ფარგლებში ფოტოგამოფენა “ჯავახეთი 2023” გაიმართა. სტუდენტური ექსპედიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უკვე 24 წელია ეწყობა. 2001 წლიდან დღემდე პროექტში 2500-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სტუდენტური ექსპედიციის მონაწილეებს თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი შეხვდა. მისი თქმით, ექსპედიცია არა მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათისაა, არამედ სტუდენტების კომუნიკაცია ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, ეთნიკური უმცირესობების […]
ისრაელი რაფის სიღრმეში შედის – პალესტინელებს ქალაქიდან გაქცევას ცდილობენ

საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ისრაელი ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს და ქალაქ რაფაში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ისრაელის სახმელეთო ძალები, საჰაერო ძალების მხარდაჭერით წინ მიდიან. მედია იუწყება, რომ ისრაელმა ახალი პოზიციების დაკავება შეძლო. ქალაქ რაფაში მყოფი ადამიანები და პალესტინელი ექიმები ამბობენ, რომ მხოლოდ ამ ოპერაციის ფარგლებში ისრაელის ქმედებებს 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივებზე დაყრდნობით […]
გირჩი/დროა ელჩების განცხადებაზე: ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა დევს სასწორზე

გირჩი/დროა აშშ-ის, ევროკავშირისა და ესტონეთის ელჩების დღევანდელ განცხადებებს ეხმაურებიან, სადაც ქართული ოცნების მიერ დასავლური კურსიდან გადახვევასა და იმ შედეგებზე იყო საუბარი, რაც მას შეიძლება მოჰყვეს. პარტიები წერენ, რომ ოცნება ცდილობს სანქციების თემა, კონკრეტულად მისი წევრებისთვის სამგზავრო შეზღუდვების დაწესებისა და მათი მოგზაურობა-არ მოგზაურობის დონემდე დაიყვანოს. მათივე თქმით, ცდილობენ გააუბრალოოს ის საფრთხე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და […]
„ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი სრულად ელექტრო მოდელი – ვოლვო EX30 წარადგინა – Netgazeti • ვოლვო • თეგეტა • Netgazeti.ge

კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინი და 100%-ით ეკომეგობრული – „ვოლვო ქარ საქართველომ“ ქართველი მომხმარებლისთვის ახალი, სრულად ელექტრო EX30 წარადგინა. შვედური ბრენდის ყველაზე კომპაქტური და ეკომეგობრული SUV-ის პრეზენტაცია კომპანიის შოურუმში გაიმართა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალ ელექტრომობილს პირველები გასცნობოდნენ, შეეფასებინათ მისი შესაძლებლობები და დიზაინის სიახლეები. შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. მიუხედავად […]
ქართველების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა, ჩვენი მხრიდან კი საკითხი ნათელია, საქართველო წევრობის კანდიდატია და გელით – პაველ ჰერჩინსკი

ქართველების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა, ჩვენი მხრიდან კი საკითხი ნათელია, საქართველო წევრობის კანდიდატია და გელით – პაველ ჰერჩინსკი ქართველების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა, ჩვენი მხრიდან კი საკითხი ნათელია, საქართველო წევრობის კანდიდატია და გელით, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა რთულ პერიოდს გადის, […]
“შავი ლომი” | ორი წელი ჩელენჯ თასზე

პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი “შავი ლომი”, EPCR-ის ტურნირ ჩელენჯ თასზე კიდევ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ითამაშებს. “შავმა ლომმა” ჩელენჯ თასზე პირველად გასულ, 2023/2024 წლების სეზონში ითამაშა და უელსში, “სქარლეთსთან” ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა, ინგლისურ “გლოსთერთან” კი მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუს ქულა მოიპოვა. „მოხარულები ვართ EPCR-ის ჩელენჯ თასზე “შავი ლომის” მიპატიჟებით. რაგბის გულშემატკივრებს ექნებათ შესაძლებლობა თვალი ადევნონ […]
ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა სკოლიდან შერჩეული მოსწავლეები იღებდნენ. “საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, სკოლის რაუნდში 200 სკოლის 1374-მა მოსწავლე ჩაერთო, ეროვნულ ტურში კი საუკეთესო რეიტინგის მქონე 161-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. მათივე ცნობით, ტესტირების შედეგების საფუძველზე 11 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ […]
საქართველო მსოფლიო თხილის წარმოებით მე-6 ადგილზეა – კაკლოვანი კულტურების ბაზრის მიმხოლვა

მსოფლიო თხილის წარმოებით საქართველო მე-6 ადგილზეა – ამის შესახებ „გალთ & თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული. საქართველოში თხილის ნარგავი ფართობი 70-72 ათასი ჰექტარია. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემების მიხედვით, აქედან, 44 ათასი ჰექტარი მცირე ზომის 3 ჰექტრამდე ბაღებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ წარმოება საკმაოდ მერყევია, რაც მოსავლიანობის ცვალებადობას უკავშირდება. სექტორის ზრდისთვის საჭიროა საშრობების და გადამუშავების განვითარება, რადგან ხარისხის შემცირებას […]
პუტინმა და კიმმა ურთიერთდაცვით შეთანხმებას მოაწერეს ხელი

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა ორმხრივი თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს რუსეთის მხრიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც აზიაში წლების განმავლობაში გადაუდგამს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი თვლის, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ქვეყნებს შორის “ალიანსს” უტოლდება. პუტინის დაპირება ცვლის რუსეთის მთელ პოსტსაბჭოთა პოლიტიკას ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით. პარალელურად კი, შეერთებული შტატები და მისი აზიელი […]