საუდის არაბეთში, მუსლიმების წმინდა ქალაქ მექაში, 550-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჰაჯის დროს

საუდის არაბეთში 550-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჰაჯის, ტრადიციული მუსლიმური პილიგრიმობის დროს წმინდა ქალაქ მექაში. სასიკვდილო შემთხვევათა უმრავლესობა გამოიწვია 50 გრადუს ცელსიუსზე მაღალმა სიცხემ. წმინდა ადგილებში და მათთან მისასვლელ რიგებში მომლოცველებს ჩრდილში შეჩერების საშუალება არ ჰქონდათ. დაღუპულთაგან 300-ზე მეტი ეგვიპტელია. სიცხის მსხვერპლთა შორის ასევე არიან ტუნისის, იორდანიის, ირანის, სენეგალის, ინდონეზიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. დაახლოებით 2700 […]

წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენა ექვს დღეში დასრულდება – GWP

კომპანიის ცნობით, მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა, ხოლო დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილს სპეციალური ტექნოლოგიებით ეძებენ. მათივე განცხადებით, დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული მილის მონაკვეთი ლოკალურად შეკეთდება. სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან დაიწყო. ქსელის აღდგენამდე, კომპანია მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით აწვდის.

უკრაინა საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის აღდგენას აპირებს

კომპანია Ukrferry უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით საბორნე მიმოსვლას აღადგენს. საბორნე მიმოსვლა ამ მარშრუტზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეჩერდა. როგორც LIGA.net-ი კომპანია Ukrferry-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით იუწყება, წელს პირველი რეისი ჩერნომორსკიდან ბათუმში 12 ივლისს შესრულდება, მარშრუტის გავლას კი დაახლოებით 60 საათი დასჭირდება. Ukrferry-ის ვებსაიტის თანახმად, მარშრუტზე რეისს შეასრულებს 1987 წელს გერმანიაში აგებული საავტომობილო/ […]

ნინო თანდილაშვილმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასვლითი სხდომა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა. ინფორმაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 10 წლისთავთან დაკავშირებით, კომიტეტები, გასვლითი სხდომების ფარგლებში, შეთანხმებით […]

თბილისის საკრებულოსთან იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოსთან იპოდრომის ტყის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოძრაობა “იპოდრომი უბეტონო მხარის” ერთ-ერთი აქტივისტის, თეონა რეხვიაშვილის თქმით, შეკრების მთავარი მიზანია, საკრებულოს მოსთხოვონ, თუ რა მიზეზის გამო შეიძლება მოეხსნას სარეკრეაციო ზონის სტატუსი იპოდრომის ტყეს. “დიდი ხანია ვაპროტესტებთ იმ სამუშაოებს, რაც იპოდრომზე მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი არის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირის […]

“მესამე პირების” გამო თბილისის ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს – რა ვიცით ამ დრომდე

ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა (GWP) საზოგადოებას უთხრა, რომ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, “მესამე პირების” ჩარევის შედეგად დაზიანდა. “ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. ჯივიპისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. ხელოვნურად […]

თათია ნიკოლაშვილმა და ბარბარა ჯიმელმა დანიის პარლამენტში OSCE/ODIHR-ის ეგიდითა და DIPD-ის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ოზურგეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაშვილმა და თბილისის საკრებულოს წევრმა ბარბარა ჯიმელმა, დანიის პარლამენტში OSCE/ODIHR-ის ეგიდითა და DIPD-ის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. პარტიის ინფორმაციით, კონფერენციაზე ძირითადი საკითხები იყო გლობალური გამოცდილება, საშუალებები და მეთოდები ქალთა გაძლიერების მიზნით, წარმომადგენლობა და გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაში. „OSCE/ODIHR-ის ეგიდითა და DIPD-ის […]

საქართველოში სომხეთის საელჩო სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს

სომხეთის საელჩო საქართველოში რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური ბაქოს გამოხმაურება სომხეთ-საფრანგეთის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე გაოგნებას იწვევს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრძოლისუნარიანი და თანამედროვე სამხედრო ტექნიკით შეიარაღებული ჯარის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა. „სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს ყველა მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ხელშეუხებლობას. სომხეთი და აზერბაიჯანი უმაღლეს დონეზე შეთანხმდნენ, რომ აღიარებენ ერთმანეთის […]

„საარჩევნო პერიოდში ინვესტორები ინვესტიციის ჩადებისგან ყოველთვის თავს იკავებენ“ – ირაკლი მაკალათია

„ინვესტიციების კუთხით საამაყო მაჩვენებლები არც აქამდე გვქონდა, თუ ჩვენ განვლილ პერიოდებს გადავხედავთ საარჩევნო პერიოდში ინვესტორები ინვესტიციის ჩადებისგან ყოველთვის თავს იკავებენ“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას. მისი თქმით ინვესტორები ყოველთვის ელოდებიან პოლიტიკურ და მინისტრთა კაბინეტის ცვლილებებს. „მესამე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა მცირდება, ინვესტორები ელოდებიან პოლიტიკურ მოვლენებს და ეს ბუნებრივი მოვლენაა. რაც […]

ლარი დოლართან 5.54 თეთრით გამყარდა, ევროსთან 5.29 თეთრით – 19 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 5.54 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 5.29 თეთრით. 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8071 ლარია, ერთი ევროსი – 3.0151 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.85 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.07 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.81 ლარია, ევროსი – 3.02 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]