ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები მის ოჯახის წევრებს გაუგზავნეს – სსს-მ დედა-შვილი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დედა-შვილი ამხილეს. შურისძიების მიზნით ბრალდებულებმა ქალმა და დედამისმა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს გადაუგზავნეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, დაზარალებულმა მ.გ.-მ საზღვარგარეთ მყოფ თავის შეყვარებულ მამაკაცს გ.დ.-ს, აპლიკაცია “whatsapp”-ის საშუალებით, თავისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა […]
რუსეთი: უკრაინამ ნავთობის ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

ტამბოვის ოლქის გუბერნატორის, მაქსიმ ეგოროვის თქმით, უკრაინამ დრონებით ნავთობბაზაზე მიიტანა იერიში. პლატონოვის ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა. Дрони атакували нафтобазу в Тамбовській області Росії: горить резервуар. Відео з Telegram-каналу Mash pic.twitter.com/1gqwSMiObu— Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) June 20, 2024 გუბერნატორის თქმით კიდევ ერთი დრონი პერვომაისკის ოლქში ჰაერში აფეთქდა. საჰაერო იერიშის შედეგად დაშავებულები […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი ამხილა, მათ შორის ორი მამაკაცი და სამი ქალი. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტებზე, მხილებულია 30 წლის ქალი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან, ბრალდებული ქალი ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ბ-სთან, რომელსაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან და […]
ტერმინ „აუტიზმის“ დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება მიუღებელია – სახალხო დამცველი გიორგი ვაშაძეს ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ბოლო პერიოდში პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც შეიცავს სტიგმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ. “საქართველოს სახალხო დამცველს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ტერმინ „აუტიზმის“ დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება მიუღებელია, ვინაიდან ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში მძლავრად ფესვგადგმული სოციალურ სტიგმის და მცდარი შეხედულებების გამყარებას, იწვევს საზოგადოების გაუცხოებას ამ […]
ჰეზბოლას ლიდერი ისრაელსა და კვიპროსს დაემუქრა

19 ივნისს, შიიტური ტერორისტული ორგანიზაციის ჰეზბოლას უმაღლესი მეთაური ჰასან ნასრალა ბეირუთში ჰეზბოლას ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის, თალებ აბდულას დაკრძალვაზე გამოვიდა სიტყვით, რომელშიც ის ისრაელსა და ევროკავშირის წევრ კვიპროსს დაემუქრა. ნასრალას გამოსვლა ლიბანში პირდაპირი ეთერით გაუშვეს. ისრაელში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემთხვევაში „არ იარსებებს ჩვენი რაკეტებისა და დრონებისგან უსაფრთხო ადგილი… [ისრაელმა] იცის, რომ ის, რაც ხმელთაშუა ზღვაში იცდის, […]
ვირტუალური სექსი ფარულად გადაიღო და გავრცელებით ემუქრებოდა, დავაკავეთ 1 პირი – სსს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმცაიით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 1973 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის იანვარში, დაზარალებულმა ქალმა სოციალურ ქსელ “Facebook”-ის მეშვეობით, 1973 წელს დაბადებული ბრალდებული გაიცნო და მასთან ვიდეოზარით ვირტუალური სექსი ჰქონდა, რისი ამსახველი ფოტოები და ვიდეო მამაკაცმა ფარულად გადაიღო. მოგვიანებით ბრალდებული დაზარალებულ ქალს დაემუქრა – თუ არ დაემორჩილებოდა მას […]
სხვა ქალთან ქმრის სასიყვარულო მიმოწერა გაავრცელა – ქალს 2-წლიანი პირობითი მიუსაჯეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტებზე 30 წლის ქალი ამხილეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან, ბრალდებული ქალი ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ბ-სთან, რომელსაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან და ისინი კომუნიკაციას სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ახორციელებდნენ. 2023 წლის 28 იანვარს, ბრალდებული ქალი მობილურ ტელეფონში აპლიკაცია “Viber”-ში თავისი მეუღლის […]
უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: ძირითადი გამოწვევა სასამართლოს ხელოვნური დისკრედიტაციაა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ბადრი შონია სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევად აფასებს „მიზანმიმართულ პროპაგანდას“ და „ხელოვნურ დისკრედიტაციას“, იმის შესახებ, რომ სასამართლო ხელისუფლებას კლანი მართავს. შონიას განცხადებით, ამ ფონზე, მეორე რიგში გადაიწვია ყველა დანარჩენმა პრობლემამ, მათ შორის საქმეთა განხილვის გაჭიანურებამ და ადამიანური რესურსის ნაკლებობამ: „სასამართლოს ნომერ პირველი გამოწვევა მანამდე იყო საქმეთა ზრდა და მომატებული მომართვიანობა. დღეის მდგომარეობით, […]
„ვითხოვ იმას, რაც კანონით მეკუთვნის“ — 20 ივნისს დაზარალებულს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა სურს

2019 წლის 20 ივნისის დარბევის (ე.წ. გავრილოვის ღამე) დროს დაზარალებული მოქალაქე დავით ფარადაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან საკმარის ყურადღებას ვერ იღებს, რაც მუდმივად აფერხებს მისი რეაბილიტაციის პროცესს. მან დღეს, დაზიანების მიღებიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ, მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის მოთხოვნით სამინისტროში განცხადება შეიტანა. ფარადაშვილი ამბობს, რომ სურს, მინისტრს პირადად გააცნოს პრობლემები, რომელსაც სამინისტროსთან კომუნიკაციისას აწყდება. […]
გაეროს გამოკითხვა: ადამიანების დიდ უმრავლესობას სურს მეტი მოქმედება კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ

გაერომ კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოსარკვევად მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა. მსოფლიოს 77 ქვეყანაში გამოჰკითხეს 75 ათასი ადამიანი. მონაწილეთა 80%-ზე მეტი ამბობს, რომ მთავრობებისგან მეტის გაკეთებას მოელის კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად. გაეროს განვითარების პროგრამის, UNDP-ის, მმართველის, ახიმ შტაინერის თქმით, ეს არის ცხადი სიგნალი. გამოკითხულთა 56% ამბობს, რომ სისტემატურად, სულ მცირე, კვირაში ერთხელ ან დღეში ერთხელაც კი […]