მნიშვნელოვანი ამბებია მართლმადიდებლობაში – ილია ჭიღლაძე

მნიშვნელოვანი ამბებია მართლმადიდებლობაში ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი დღეს ოფიციალურად 3 საპატრიარქო კანდიდატს დაასახელებს! მათგან ერთს, ხმათა უმრავლესობის პრინციპით ბულგარეთის ეკლესიის საეკლესიო კრება 30 ივნისს პატრიარქად აირჩევს.
“მოსულა მძინარე ბავშვების მკვლელობა ლოგინში და მერე მკვლელებზე ხელის დაფარება?” – ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა: როგორც გაირკვა, პროკურატურა უარს ეუბნება ვახა მაჩალიკაშვილს, მაჩალიკაშვილი მალხაზ მისი შვილის, თემირლანის მკვლელობის გამოძიებაზე. რატომ, მოსულა მძინარე ბავშვების მკვლელობა ლოგინში და მერე მკვლელებზე ხელის დაფარება? ამ ქოცრუსმონებისგან არაფერია გასაკვირი. დღეს კი ვახა სასამართლოში დაიბარეს, რუსული კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციებზე მონაწილეობის გამო უნდა გაასამართლონ. მალე დასრულდებით, რუსების მონებო და ვინც თქვენ ხელი […]
დიპლომატები: ევროკავშირის სანქციები რუსული გაზის წინააღმდეგ პირველად არის მიმართული

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომ მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. დიპლომატების განცხადებით, სანქციების ეს ნაკადი, პირველად მოიცავს შეზღუდვებს რუსულ გაზზე. პაკეტი კრძალავს რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) რეექსპორტს ევროკავშირის წყლებში, მაგრამ არ აკრძალავს იმპორტს, როგორც ეს ბლოკმა გააკეთა 2022 წელს რუსული საზღვაო ნავთობის შემთხვევაში. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა კვლავ აწარმოებს რუსეთის გაზსის იმპორტს მილსადენით, უკრაინის გავლით. […]
უკრაინისთვის ფულის გადარიცხვის გამო რუსეთში ქალს 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება

12 წლიანი პატიმრობა ემუქრება, რუსეთში წლის დასაწყისში დაკავებულ რუს-ამერიკელი ქალს, რომელსაც რუსეთის საგამოძიებო ორგანოები უკრაინის არმიის დასახმარებლად თანხის გადარიცხვას ედავებიან. ქსენია კარელინა, რომელიც რუსეთში დაიბადა, წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს ანჯელესში ცხოვრობს. წლის დასაწყისში ის, რუსეთში ოჯახის მოსანახულებლად ჩავიდა, რა დროსაც დააკავეს. რუსეთში, დღეს ქსენიას სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, რუსი-ამერიკელი სასამართლო დარბაზში მიიყვანეს, თუმცა მოგვიანებით […]
პუტინი ვიეტნამში ჩავიდა – ვიზიტის მთავარი დეტალები

რუსეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით ვიეტნამში ჩავიდა. პუტინი ვიეტნამის კომუნისტ ლიდერებს, მათ შორის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ტო ლამს შეხვდა. შეხვედრა ქვეყნის დედაქალაქ ჰანოიში შედგა. შეხვედრის შემდეგ რუსეთისა და ვიეტნამის ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის მთავარი პუნქტებია: · ორმხრივი თანამშრომლობა გეოპოლიტიკური კონიუქტურისგან თავისუფალია და მიმართულია მშვიდობის დამყარებაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე; · მხარეებს უკავიათ ერთნაირი ან მსგავსი პოზიციები საერთაშორისო და […]
ბოლო წამზე – იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, C ჯგუფში სლოვენიისა და სერბეთის მატჩი 1:1 დასრულდა. შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმი. სლოვენიელები კარნიჩნიკმა დააწინაურა, რის შემდეგაც სერბები ბევრს უტევდნენ და ზედ მსაჯის სფინალო სასტვენის წინ იოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. სლოვენია 2 ქულით მეორე ადგილზეა, სერბეთი კი 1 ქულით მეოთხეზე. 25 ივნისს ჯგუფის ბოლო ტურში სლოვენია ინგლისს, ხოლო სერბეთი […]
ევროპაში საშიში ინფექციის გადამტანი მწერები მომრავლდნენ – ტურისტებს საგანგებო რჩევებს აძლევენ

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (ECDC) განაცხადა, რომ ევროპის მასშტაბით იზრდება დენგეს ცხელების შემთხვევები, რისი მიზეზიც ამ ინფექციის გადამტანი აზიური „ვეფხვის კოღოს“ გავრცელების მაღალი მაჩვენებელია. ეს მწერები უკვე აღმოაჩინეს ევროპის 13 ქვეყანაში, რომელთა უმრავლესობა ტურისტებს შორის ძალიან პოპულარულია. მათ შორისაა ავსტრია, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, მალტა, პორტუგალია, საფრანგეთი. ამასთან დაკავშირებით, Euronews Travel-მა ტურისტებისთვის, […]
რუმინეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატურა მოხსნა – ალიანსის მომდევნო გენერალური მდივანი სავარაუდოდ, მარკ რუტე გახდება

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ეროვნული თავდაცვის უმაღლეს საბჭოზე თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ გამოაცხადა. სხდომაზე იოჰანისმა აღნიშნა, რომ გასული კვირის ბოლოს მან ნატოს მოკავშირეებს თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ შეატყობინა. მან, ასევე, სთხოვა საბჭოს წევრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ […]
ქარიშხლის შედეგად მოსკოვში ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

ქარიშხლის შედეგად მოსკოვში 20 ივნისს ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ერთ ადამიანს ხე დაეცა ერთ-ერთ პარკში, იტყობინება ოპერატიული სამსახური, მეორე სამშენებლო ხარაჩოებთან ერთად ჩამოვარდა. ქალაქში დილიდან დაკეტილია პარკები. ხელისუფლებამ ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, არ გავიდნენ ქუჩაში. გამოცხადდა ამინდთან დაკავშირებული საფრთხის უკანასკნელი, ნარინჯისფერი დონე. მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს ქარიშხალი ხუთშაბათს დღისით დაატყდა. თვითმხილველები აქვეყნებენ ვიდეოებს, რომლებზეც […]
აქციებში მონაწილეობის გამო, მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობის გამო, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. სამართალდამცველების შეკითხვებს მაჩალიკაშვილი მაგისტრატატი მოსამართლის თანდასწრებით, დღეს უპასუხებს. მაჩალიკაშვილი მოწმის სახითაა დაბარებული, თუმცა კონკრეტულად რა ეპიზოდზე, უცნობია. “მთელი ევროპა ითხოვს, გამოიძიონ თემირლანის საქმე და ესენი მე მარბენინებენ დაკითხვაზე. მართალი გითხრათ, არ დავინტერესებულვარ და არც მაინტერესებს რატომ მეძახიან. რამდენჯერმე დამიბარეს შსს-დან დაკითხვაზე, მე უარი განვაცხადე, შემდგომში […]