ლევან იზორია – ამბასადორიალზე საუბარი იყო საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც ურყევად უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციას – უმთავრესი დავალება სწორედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებაა

ამბასადორიალზე შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს კურსი ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდაც განაცხადა. „ეს არის პოლიტიკური გზავნილი მთავარ საგარეო კურსთან დაკავშირებით […]
ირაკლი კობახიძე – ჰამბურგში თამაშს აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი – ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩეხეთთან აუცილებლად გავიმარჯვებთ

ჰამბურგში თამაშს აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ფეხბურთელებმა. „რაც შეხება ჰამბურგში თამაშს, აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი. თქვენ ნახეთ, პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ ცოტა იღბალი დაგვაკლდა. მგონია, […]
ფრანჩესკო კალცონა: კვარაცხელია “ოქროს ბურთს” მოიგებს, თუ…

სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ “კორიერე სპორტთან” ინტერვიუში “ნაპოლიში” მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა: “გუნდის და სატურნირო მდგომარეობის გამო, ამა თუ იმ ფეხბურთელების პირადი პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა. რა აკლია კვარაცხელიას? თქვენ ევროპის ჩემპიონატზეც ხედავთ ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელებს, რომლებიც უბურთოდ თამაშში აქტიურ და სისტემურ მონაწილეობას იღებენ. “კვარა” ამას […]
კობახიძე: EU-სთან და აშშ-სთან ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება

ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით. ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს ეხება ევროკავშირს. ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მუშაობდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი. იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები, შეიქმნა სირთულეები, თუმცა, ყველაფერი ექვემდებარება გადატვირთვას, გაჯანსაღებას. მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები პარტნიორების […]
პრემიერ-მინისტრი ევროპასა და აშშ-ში საქართველოს ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბერლინში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატების საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვისთვის და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ონთან, სოფელი ირი იყო.
პრემიერი – ჩინეთი ევროკავშირისა და აშშ-ისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია, ასეთ პირობებში საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კრიტიკა ორმაგი სტანდარტია, რაც აბსოლუტურად მიუღებელია

ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი; როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კრიტიკას, ეს არის ორმაგი სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ასეთი ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია. „რაც შეეხება აშშ-ის ელჩს, მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პირადად […]
ირაკლი კობახიძე – ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს – ჩვენ რა თქმა, უნდა მზად ვართ ალიანსთან მჭიდრო პარტნიორობისთვის

ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზად არის ნატო-სთან მჭიდრო პარტნიორობისთვის. „ნატო-ს გაფართოებაზე კეთდება საჯარო განცხადებები ნატო-ს ლიდერების მხრიდან, რომ ამ ეტაპზე ნატო-ს გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც აქტიურად შეიძლება, განიხილებოდეს, აქედან გამომდინარე, ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს. ჩვენ […]
ირაკლი კობახიძე ფეხბურთელების დაჯილდოებაზე – სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც არ გამოუვა

სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა სიიდან კონკრეტული სახელი და გვარების ამოღება, მათ შორის, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ქართული ფეხბურთის წინაშე დიდი დამსახურება აქვთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ. კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა ფეხბურთელების ღირსების ორდენის დაჯილდოების საკითხშიც […]
ილია დარჩიაშვილი – ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება. მისი თქმით, ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას. “ჩვენ გვაქვს ორი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ევროპული და […]