ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება – POLITICO

ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება. „პოლიტიკო“ წერს , რომ ალიანსის 32-ვე წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეცვლის. უნგრეთისა და სლოვაკეთის დასტურის შემდეგ, რუმინეთმა განაცხადა, რომ რუტეს მხარს უჭერს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კი საკუთარი კანდიდატურა ამ პოსტზე, მოხსნა. რუტე თანამდებობას ის 2 ოქტომბერს დაიკავებს. შეგახსენებთ, 2014 წლიდან NATO-ს გენერალური მდივანი […]
სადაზღვევოების მოგების ნახევარი ორ კომპანიაზე ნაწილდება – ორი კი ზარალზეა

2024 წლის 3 თვის შედეგებით, 2024 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 398 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 69 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 25 მილიონი ლარი. ანგარიშგების მიხედვით 18 სადაზღვევო კომპანიიდან 2 ზარალზე გავიდა. ზარალიანი სადაზღვევო კომპანიები შემდეგია: ბენეფიტი – ზარალი 208 172 ლარი, მოზიდული […]
თბილისის მეტროს ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა – საბურთალოს ხაზი სრულად ვერ მუშაობს

დღეს დილით თბილისის მეტროში, ლიანდაგებში, მგზავრი ჩავარდა. შემთხვევა სადგურ „ვაჟა-ფშაველაზე” მოხდა. მერიის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მგზავრი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. სადგურ „ვაჟა-ფშაველაზე” პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ინციდენტის გამო, მეტროს საბურთალოს ხაზზე მატარებლები მოძრაობენ „სადგურის მოედნიდან” მხოლოდ „დელისამდე”. ფორუმი
შაჰინი: ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას გონიერებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები საპასუხო ზომების გარეშე არ დარჩება. ცოტა ხნის წინ ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესდება სანქციები და ამოქმედდება სავიზო შეზღუდვებიც. როგორც დემოკრატმა სენატორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი, „რეალურად არის […]
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ქალაქ თბილისში გასაღებულ იქნა, ჯამში, 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული. გამოძიება მიმდინარეობს […]
თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია შეაჯამა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საგარეჯოში, კახეთის რეგიონის იმ სოფლების მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო პროგრამებთან და სერვისებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. სახელმწიფო მინისტრმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა კამპანიის მიმდინარეობა, ყურადღება გაამახვილა გამოვლენილ აქტუალურ საკითხებზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამომავლო ნაბიჯები, რომელიც გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით იგეგმება უწყების მიერ. შეხვედრაზე თეა ახვლედიანის […]
ჯინ შაჰინი – გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, „ქართულ ოცნებას“, რომ მათ ქმედებას შედეგები მოჰყვება – ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს

გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ [საქართველოს] ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, „ქართულ ოცნებას“, რომ მათ ქმედებას შედეგები მოჰყვება – ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმის“ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუსას განაცხადა. მისი თქმით, იმას, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, შედეგი მოჰყვება და ეს აშშ-დან დახმარებაზეც მოახდენს გავლენას. „იმედი გვაქვს, ეს […]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყარადაღ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყარადაღ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, 24 ივნისის 06:00-დან 25 ივნისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალი სამგორი, პატარა გამარჯვება და ფოლადაანთკარი. „გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 504.5 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო […]
თბილისში ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში გაასაღა ჯამში 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები” – აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 […]
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი 100-დოლარიანების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში გასაღებულ იქნა ჯამში 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული. გამოძიება […]