ასაფეთქებლის არსებობაზე ცრუ შეტყობინებისთვის ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა კაცი, რომელსაც ბრალად ედება სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებლის არსებობაზე ცრუ შეტყობინების გაკეთება. მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. 30 წლამდე კაცი სუსმა გუშინ, 20 ივნისს დასავლეთ საქართველოში დააკავა. „დაკავებულმა პირმა მიმდინარე წლის 6 მაისს განახორციელა შეტყობინება ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. ამ და […]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტის ,,განავითარე შენი სოფელი” ფარგლებში, წარმოდგენილი 15 პროექტის განხილვა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტის ,,განავითარე შენი სოფელი” ფარგლებში, წარმოდგენილი 15 პროექტის განხილვა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტის ,,განავითარე შენი სოფელი” ფარგლებში, წარმოდგენილი 15 პროექტის განხილვა გაიმართა. წარმოდგენილი პროექტები ეხებოდა ტურისტულად მიმზიდველი ადგილებისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ახალი ტურების დაგეგმვას, არსებული მატერიალურ -კულტურული ძეგლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ საკითხებზე ტურიზმის ექსპერტთან, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან და ასოცირებულ პროფესორ […]
კანადამ(აც) მიიღო გამჭვირვალობის კანონი, ე.ი. რაც არ შეიძლება ჩვენთვის და „რუსულია,“ კანადისთვის, ისე როგორც უამრავი სხვა ქვეყნისთვის შეიძლება და დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება!

კანადამ(აც) მიიღო გამჭვირვალობის კანონი, ე.ი. რაც არ შეიძლება ჩვენთვის და „რუსულია,“ კანადისთვის, ისე როგორც უამრავი სხვა ქვეყნისთვის შეიძლება და დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება! კანადამ(აც) მიიღო გამჭვირვალობის კანონი, არც ერთი კრიტიკული სიტყვა არც უცხოელებისგან და არც ქართველი რადიკალებისგან არ გაგვიგია, ე.ი. ის რაც არ შეიძლება ჩვენთვის და „რუსულია,“ კანადისთვის, ისე როგორც უამრავი ქვეყნისთვის შეიძლება და არათუ რუსულია, […]
7-კაცა | მეორე ეტაპი ჰამბურგში

საქართველოს 7-კაცა მომავალ კვირაში გერმანიაში, ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც 28-30 ივნისს რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს ითამაშებს. პირველი, მაკარსკის (ხორვატია) ეტაპის მეოთხე ადგილზე დასრულების შემდეგ საქართველოს 14 ქულა აქვს და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ამისათვის საჭიროა, რომ ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა ჰამბურგში მაკარსკის შედეგი გაიმეოროს. მოცემული მომენტისთვის ჩემპიონატს […]
ტერაბანკი რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

ტერაბანკმა სტრატეგიული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობების განვითარებისა და გაფართოების ახალი შესაძლებლობები გააცნო. საინფორმაციო შეხვედრები 10, 12 და 13 ივნისს ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართა და მათ 200-მდე სტუმარი დაესწრო. შეხვედრების მიმდინარეობისას მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამების, ტერაბანკისა და ტერა ლიზინგის შესაბამისი პროდუქტების შესახებ. ღონისძიებებს ტერაბანკის, […]
ექიმების ინფორმაციით, მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მოქალაქის, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ განუცხადეს, პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ცნობისთვის, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მოქალაქე ლიანდაგებიდან საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.
ალუდა ღუდუშაური – გონჩარენკო არავინ არ არის, ის თავის დროზე სწორედაც რუსული ინტერესების გამტარებელი იყო – მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ

გონჩარენკო არავინ არ არის, ის თავის დროზე სწორედაც რუსული ინტერესების გამტარებელი იყო – მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გონჩარენკო ვერ ჩამოყალიბდა საკუთარ პოზიციაში. „შეგახსენებთ, ვინ არის გონჩარენკო. რა […]
ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს – უბრალოდ, დავადეთ ვეტო და ასე მიგვაჩნიაო – ეს არის დემოკრატიული ჩარჩოდან გასვლა

სამწუხაროა, ეს არ არის ნორმალური და დემოკრატიული, ეს გადის დემოკრატიული ჩარჩოდან, – ასე მიმართა „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ. ოხანაშვილმა მსხილაძეს ჰკითხა, კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხი რა პროცენტული მაჩვენებლით მცირდება. საპასუხოდ, გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ […]
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იტალიის ელჩი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – მასიმილიანო დ’ანტუონო და მისი მოადგილე – ფაბიოლა ალბანეზე ეწვივნენ.აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, სტუმრებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლა. სტუმრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრი მოინახულეს და სამუშაო სპეციფიკას ადგილზე […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავდნენ, დეპუტატებმა მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავდნენ, დეპუტატებმა მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირეს. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე წარადგენდა. პრეზიდენტის ვეტოში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას, მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების ჩართულობის საკითხი და არ უზრუნველყოფს კონსენსუსზე […]