როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 ივნისს ქუთაისში +29 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ფოთში დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს […]
ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 56 250 000 ლარის ნომინალური ღირებულების ობლიგაციები გაიყიდა

2024 წლის 18 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N35 აუქციონზე გაიყიდა 56 250 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.1 წლიანი ბენჩმარკ ობლიგაციები. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 1-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 56 250 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.950%, მაქსიმალური 9.950%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.950%.
ანაკლიის ნავსადგურს ჩინეთის ტვირთებისათვის მიმზიდველობა მხოლოდ რუსეთის ნავსადგურების სანქცირების პირობებში აქვს – TCRC

ანაკლიის ნავსადგურს ჩინეთის ტვირთებისათვის მიმზიდველობა მხოლოდ რუსეთის ნავსადურების სანქცირების პირობებში აქვს, – ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) ავრცელებს. მათი თქმით, ანაკლიის ნავსადგური, შეასრულებს, ე.წ „გამანაწილებელი“ კვანძის ფუნქციას, სადაც მოხდება, ჩინეთიდან საოკეანო გემებით დიდ პარტიებად ტვირთის მოწოდება, შემდგომ, კი, მცირე პარტიებად, შავი და აზოვის რუსეთის არსებულ 13 ნავსადგურში (2023 წელი – ჯამური ტვირთბრუნვა […]
დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დასანიშნი წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დასანიშნი წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად პრეზიდენტმა დამოუკიდებელი კომისია შექმნა,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განცხადებები 2024 წლის 2 ივლისამდე მიიღება. განცხადების ტანახმადვე, კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და მათთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად, „კომისია შეაფასებს კანდიდატების კვალიფიკაციას, რეპუტაციას, […]
თსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შუა საუკუნეების საქართველოს სოციალური, პოლიტიკური, სამართლის, ეკონომიკისა და ეკლესიის ისტორიის საკითხებზე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ცნობილი ქართველი ისტორიკოსების, პროფესორების ნოდარ შოშიაშვილისა და გივი ჯამბურიას 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, პროფესორები, […]
მაია სანდუმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას ევროკავშირში თავისი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ით გაავრცელა განცხადება. „დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ეს არის ჩვენი გზა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისაკენ“, – დაწერა სანდუმ და წარმატება უსურვა ქვეყნის […]
რუსი პორნოვარსკვლავის დაპირება გამომწერებს: თუ ევროპის ჩემპიონატზე ამას გააკეთებთ, ჩემგან ეს საჩუქარი გელით

ცნობილმა რუსმა პორნოვარსკვლავმა იულია რომანოვამ, რომელიც ევა ელფის სახელითაა ცნობილი, სოციალური ქსელის მეშვეობით დაპირება გასცა. მან Instagram-ზე სხვადასხვა ნაკრების ფორმით იპოზიორა და შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა: “მოდი, ასეთი შეთანხმება დავდოთ: მე ყველას ლუდით დავასაჩუქრებ, ვინც ფინალის გამარჯვებულს და გატანილი გოლის ავტორს გამოიცნობს. ფინალის შემდეგ ბერლინში ყველას ლუდს ვუყიდი. ფინალზე შევხვდებით!”, – დაწერა იულიამ. ინფორმაციისთვის, ევა […]
მილის აღდგენით წყლის მიწოდება განახლდება, მაგრამ პრობლება არ გადაწყდება – თეა გოდოლაძე

მილის აღდგენით წყლის მიწოდება განახლდება, მაგრამ პრობლება არ გადაწყდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გეოლოგი თეა გოდოლაძე წერს. მისი თქმით, გრუნტის მასა არასტაბილურია და პრობლემებს კვლავაც გამოიწვევს. „დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები ვნახეთ. GWP ინტენსიურად აწარმოებს წყლის მილის ნაყარი გრუნტისაგან გათავისუფლებისა და აღდგენით სამუშაოს. ხდება უზარმაზარი ნაყარის „მთის” დატერასება, რათა მილამდე დავიდნენ. დიახ, სამუშაო რისკის შემცველია […]
კინგსის ოლიმპიადაში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სკოლის მოსწავლეების წახალისებისთვის, მათში მომავლის პროფესიების, STEM მეცნიერებებისა და სხვადასხვა სასკოლო საგნებისადმი ინტერესის გაღრმავების მიზნით, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს კინგსის ოლიმპიადა იკავებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უკვე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, II – […]
მოლდოვამ EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების განკარგულებას ხელი მოაწერა

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხელი მოაწერა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების განკარგულებას. ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი X-ზე ავრცელებს. “დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ევროკავშირის წევრობა ჩვენი გზაა მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ და ჩვენი მოქალაქეების უკეთესი ცხოვრებისკენ. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს დელეგაციას, რადგან ისინი მომავალ კვირას ლუქსემბურგში ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს”. – წერს მაია […]