კობახიძე: გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რითაც შესაძლოა საქართველოს ოცნების ახდენა

ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ამ ოთხი წლის წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი ბრძოლა გადავიტანეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და განგვემტკიცებინა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ეს ბრძოლა იყო საბოლოო ჯამში ძალიან წარმატებული. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ვივლით მყარად, სწორი მიმართულებით, განვამტკიცებთ კვლავაც […]

“დღეს ყველა ოჯახში იარსებებდა თითო ახალგაზრდა მამაკაცის გვამი” – ლატარია

ეკონომისტი, ირაკლი ლატარია, ეხმაურება, პრემიერ ირაკლი კობახიძის სიტყვებს: “საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება” და წერს: ეს მაინც დააფასეთ… თბილისი დღეს რომ მიწასთან არ არის გასწორებული და აქ გრილად პოსტებით ბლატაობთ – დღეს ყველა ოჯახში იარსებებდა თითო ახალგაზრდა მამაკაცის გვამი და ამას თუ არ ხედავთ – რა ხართ, თვითონვე უნდა ხვდებოდეთ..

გამოდი! არა რუსულ რეჟიმს! არა ქოცებს! – რა ხდება ბერლინში

გამოდი! არა რუსულ რეჟიმს! არა ქოცებს! – ამ სიტყვებს სკანდირებენ ბერლინში სასტუმრო ადლონთან შეკრებილი ემიგრანტები. ისინი პრემიერ ირაკლი კობახიძის მიღების პარალელურად საპროტესტო აქციას მართავენ და აპროტესტებენ ქართული ოცნების მიერ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. მგონია, რომ ცოტა აერიათ, სად უნდა გაემართათ ეს მიღება. 100 მეტრის დაშორებით არის შენობა, სადაც რეალურად უნდა შესულიყვნენ – რუსეთის საელჩო, იმიტომ, […]

გაიცანით „ტოტოს ლავანდები“, საქართველოს ბანკის პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესის“ მონაწილე

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე წელია, სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციირებული პროექტის – „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“-ის მხარდამჭერია.

მსოფლიოში კაკლის წარმოება სტაბილურად მატულობს, რასაც, ძირითადად, ჩინეთი და აშშ განაპირობებენ

მსოფლიოში კაკლის წარმოება სტაბილურად მატულობს. წარმოების ზრდას ძირითადად ჩინეთი და აშშ განაპირობებენ, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის კაკლოვანი კურლტურების ბაზრის მიმოხილვაში წერია. დოკუმენტის თანახმად, ჩინეთი და აშშ ერთად მსოფლიო წარმოების 79.1%-ს შეადგენენ. ჩინეთი უდიდეს მწარმოებელთან ერთად, ასევე უმსხვილესი მომხმარებელიცაა. ჩინეთში წარმოების მატება ნარგავი ფართობის მატებასა და ნერგების სრულ-მსხმოიარობაში შესვლას უკავშირდება. 2022 წლის მონაცემებით, კაკლის […]

“მაგარი გეგმა მოვხაზე, კარგად მისმინე, ვილი” – ალეკო შუღლაძე

ვილი სანიოლს ვერ ვუკავშირდები, ეტყობა ვარჯიშზეა. არადა გუშინ ჩეხებთან თამაშის ტაქტიკაზე მეკითხებოდა, ჩემი აზრი აინტერესებდა. ჰოდა, მაგარი გეგმა მოვხაზე, კარგად მისმინე, ვილი. არავითარი ორგანიზებული და კოლექტიური თამაში. ინიციატივა რომც ჩავიგდოთ და ბურთი ვაკონტროლოთ, მხოლოდ ზუსტი პასებით და გაუთავებელი გათამაშებით, გოლს ვერ გავუტანთ. თვითონაც ზუსტად ეგრე თამაშობენ და ეგრევე გაგვშიფრავენ. პორტუგალიამ ეგრე ითამაშა და შეცდა, შეიძლებოდა, […]

ქუთაისში 2 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა – ჯერ მეზობლის აივნის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ძირს დავარდა

ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. 2 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც “მთავარ არხთან” თვითმხილველებმა თქვეს, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ბავშვი ჯერ მეზობლის აივნის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ძირს დავარდა. “საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბედნიერები ვართ, რომ პატარას სიცელქე ტრაგედიით არ დასრულდა”, -ამბობს მედიასთან თვითმხილველმა.

“დაცვით დამხვდა გოიმურად და არაკაცურად – „ქვევრის“ პატრონი ქვევრივითაა – რასაც ოცნება ჩასძახებს, იმას ამოგძახებს” – ნიკა მელია

“ახალის” თანადამფუძნბელი, ნიკა მელია: მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ ესმით ქოცებს არა მხოლოდ მომსახურების სფეროში საქმიანობა, არამედ საერთოდ სტუმარ-მასპინძლობა და საერთოდ ქართველობა. ამბავი იმით დაიწყო, რომ ძალიან კარგ ქართველს შეეძინა შვილიშვილი. დაგეგმა ძეობა, ორი დღით ადრე დაუჯავშნია რესტორანი, დამპატიჟა. დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე მცირე ხნით მისვლა. მივედი და ეს რესტორანი, „ქვევრი“, აღმოჩნდა „ოცნების“ […]

ლოჩოშვილით ორი ბელგიური კლუბი დაინტერესდა

Pianetaseriebის ცნობით, „კრემონეზე“, რომელიც სერია A-ში გადასასვლელ პლეი-ოფში „ვენეციასთან“ დამარცხდა, ჯერ კიდევ იშუშებს იარებს და მისი ფეხბურთელებით საზღვარგარეთული კლუბები დაინტერესდნენ. კერძოდ, საუბარია 26 წლის ცენტრალურ მცველ ლუკა ლოჩოშვილზე, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. გამოცემა იტყობინება, რომ ლოჩოშვილით ბელგიის უმაღლესი ლიგის „ვესტერლო“ და „ლევენი“ დაინტერესდნენ და საკითხი ევროპირველობის შემდეგ გადაწყდება. […]

უკრაინამ სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და გამარჯვება მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, E ჯგუფში, უკრაინამ სლოვაკეთი 2:1 დაამარცხა. მატჩი სლოვაკთა შეტევებით დაიწყო და ტრუბინის კარი შრანცმა დალაშქრა. მან ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა. უკრაინელებმა ანგარიში შესვენების შემდეგ შაპარენკოს გოლით გაათანაბრეს. სლოვაკებს დაღლა დაეტყოთ, რებროვის შეგირდებმა კი ზეწოლა გააძლიერეს და შაპარენკოს პასით გამარჯვების გოლი დოვბიკის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა იარემჩუკმა გაიტანა. სლოვაკეთს და უკრაინას 3-3 ქულა […]