თეონა აქუბარდია – როდესაც მტერი შემოესევა, არ იხედები თანამებრძოლი რომელი პოლიტიკური გემოვნებისაა – გვაქვს არატრადიციული ომი, ერთობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

როდესაც მტერი საქართველოს შემოესევა, ამ შემთხვევაში არ იხედები გვერდით, შენი თანამებრძოლი რომელი პოლიტიკური გემოვნებისაა – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციურ პარტიებს შორის საკითხის გარშემო გაერთიანება, სხვა შემთხვევაში, წააგებს არა რომელიმე პარტია, არამედ მთლიანად ქვეყანა. „იმისთვის, რომ მე ჩამოვყალიბდე, არჩევნებში სად […]
წალენჯიხაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა – დატბორილია გზები და საკარდმიდამო ნაკვეთები

ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ წალენჯიხის რამდენიმე უბანში საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიტბორა და შიდა საუბნო გზები ჩამოირეცხა. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ასევე, სტიქიამ ზიანი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზებს. „მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან მერიის შესაბამისი სამსახურები და მერის წარმომადგენლები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ჯივიპი“ – მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება და დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება, სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24 – საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაში ნათქვამი, სამუშაოების შედეგად უკვე დამუშავდა მეწყრული ფერდის ძირითადი ნაწილი, განხორციელდა მაგისტრალური მილის პირველადი დიაგნოსტირება და მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა დაზიანებული მილის ერთი მონაკვეთი. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური […]
19 წლის ახალგაზრდის დაღუპვის საქმეზე 3 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა 19 წლის ახალგაზრდის დაღუპვის საქმეზე თბილისში 3 პირი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ინციდენტი თბილისში, ვარკეთილში, დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. ნაცემი ახალგაზრდა ამ დრომდე საავადმყოფოში იყო მოთავსებული და დღეს, 21 ივნისს დაიღუპა. დაღუპულის ახლობელთა ცნობით, ახალგაზრდას ფიზიკურად ქუჩაში, შელაპარაკებისას, ე.წ. უბნის მაყურებლები გაუსწორდნენ და […]
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა – ავსტრიამ პოლონეთს სძლია

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში ავსტრიამ პოლონეთი 3:1 დაამარცხა. ავსტრია დებიუტში ტრაუნერმა დააწინაურა, პიონტეკმა კი ანგარიში გაათანაბრა. მე-60 წუთზე შეცვლაზე პოლონელთა ლიდერი ლევანდოვსკი შევიდა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა. ავსტრიელებმა კი ზედიზედ ორი გოლი გაიტანეს – შჩესნის კარი ჯერ ბაუმგარტნერმა დალაშქრა, ხოლო შემდეგ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი არნაუტოვიჩმა გამოიყენა. ავსტრიას სამი ქულა ქვს, პოლონეთი კი უქულოდაა. […]
სოფელ იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

სოფელ იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფოს ეკიპაჟი. დამატებით დეტალებს “ინტერპრესნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს.
მოსკოვი თანახმაა ვაშინგტონთან უსაფრთხოების მოლაპარაკების დაწყებაზე

რუსეთი “მზად არის” შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკება დაიწყოს. თუმცა, ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა მოიცავდეს უკრაინის კონფლიქტს, კონკრეტულად – ამერიკის “უშუალო ჩართულობას”, – განაცხადა დღეს, 21 ივნისს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. ჟურნალისტებთან გამართულ რეგულარულ სატელეფონო პრესბრიფინგზე, პესკოვმა თქვა, რომ ასეთი დიალოგი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის “ძალიან საჭიროა”, რადგან “პრობლემები გროვდება და ბევრი პრობლემაა დაკავშირებული გლობალური […]
ჯონ ბასი კიევში ჩავიდა

კიევში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ბასი ჩავიდა. მას კიევში შეერთებული შტატების ელჩი ბრიჯიტ ბრინკი დახვდა და ვიზიტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ბრინკის თქმით, ჯონ ბასი უკრაინის მთავრობის წევრებსა და პარტნიორებს შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ბრძოლაში, რუსეთის უკანონო აგრესიის წინააღმდეგ. ჯონ ბასი გამოცდილი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც […]
აშშ-ში ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Kaspersky რუსეთთან კავშირების გამო აკრძალეს – DW

აშშ-ში ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „კასპერსკი“ რუსეთთან კავშირების გამო აკრძალეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ვაჭრობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ კომპანიის კავშირები მოსკოვთან საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატებში არსებულ მომხმარებლებს. მედიის ცნობით, კომპანია ვეღარ შეძლებს თავისი პროდუქტის გაყიდვას ან განახლებას შეერთებულ შტატებში. ასეთი ზომების მიღება კი რუსული კიბერთავდასხმების საფრთხის ფონზე გახდა საჭირო. „რუსეთმა აჩვენა, რომ აქვს შესაძლებლობა და […]
ანა დოლიძე – როდესაც პოლიტიკა მახინჯი და მტრულია, ელჩი რაც უნდა ვირტუოზი იყოს, ვერავითარ პოლიტიკას ვერ შექმნის – ელჩები ამ მანქანის სამსახურში არ უნდა ყოფილიყვნენ

როდესაც პოლიტიკა არის მახინჯი და მტრული, ელჩი რაც უნდა ვირტუოზი იყოს, ვერავითარ პოლიტიკას ვერ შექმნის , – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკასა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ელჩებისადმი მიმართვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, დასავლეთთან ურთიერთობა დიპლომატიურად კი არ არის დაზიანებული, არამედ […]