“ეს რუსეთუმე ბნელი ჯოჯო სამღვდელო პატივით დააჯილდოვეს” – ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: ჭიათურა-საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა მიტრის ტარების მაღალი სამღვდელო პატივით დააჯილდოვა ცნობილი რაშისტი მღვდელი, დეკანოზი თადეოზ სარალიძე. ეს ის ცნობილი რუსეთუმე ბნელი ჯოჯოა, რომ ქადაგებს – რუსეთის დროშა უნდა ავაფრიალოთ ყველგან საქართველოშიო და სჯობს ბავშვები მოკვდნენ მცირე ასაკში, ვიდრე გაიზარდონ და ბოლოს ჯოჯოხეთში მოხვდენენო. გახსოვთ იმედია. გამოშტერებულმა მიტროპოლიტმა მეფუნე დანიელმა მაშინ მედიის და საზოგადოების […]
სლოვენიაში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე თანამდებობას ტოვებს

სლოვენიაში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე პოსტს ტოვებს. როგოც ის ამბობს, დიპლომატიური პასპორტი უკვე ჩააბარა. პოსტის დატოვების შესახებ კოლპატაძემ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავის გადაწყვეტილებაზე საურბობს და მიანიშნებს მიზეზზეც: „ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ჩვენი წმინდა მეფისა და საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი სიმბოლოს, ვახტანგ გორგასლის (დროშიანის თუ უდროშოს) და თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის კონსტიტუციური გარანტის, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციური […]
ტუნისის რელიგიური საკითხების მინისტრი ჰაჯის დროს დაღუპული ტუნისელების გამო გადააყენეს

ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიედმა რელიგიის საკითხების მინისტრი ბრაჰიმ ჩაიბი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც ცნობილია, ამ გადაწყვეტილების მიზეზი საუდის არაბეთში, მექაში ჰაჯის რიტუალის დროს დაღუპული ათობით ტუნისელია. გავრცელებული ინფორმაციით, მექაში ჰაჯის მოლოცვის დროს 49 ტუნისელი დაიღუპა. ტუნისში ოჯახები კიდევ ეძებენ დაღუპულ ნათესავებს. წელს ჰაჯის შესრულების დროს სიცხისგან დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს მიაღწია. ტემპერატურა მექაში 52 გრადუსამდე ავიდა. ჰაჯი […]
AstraZeneca ჩინეთში ინვესტიციებს ზრდის და ადგილობრივი ინოვაციებით ინტერესდება

AstraZeneca იმედოვნებს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ჩინეთის ბაზარზე 100 სახეობის ინოვაციური მედიკამენტები დამტკიცდება. მანამდე შვედურ-ბრიტანულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა 475 მილიონდოლარიანი ინვესტიციის შესახებ განაცხადა, რომლითაც ცზიანსუს პროვინციაში დაბალმოლეკულური მედიცინის ცენტრის განვითარებას გეგმავს. ამასთან, კომპანიამ დაასრულა ბიოფარმაცევტული კომპანია Gracell Biotechnologies Inc-ის შეძენა, რომელიც კიბოსა და აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობის უჯრედული მეთოდებზე მუშაობს. შანხაიში კი AstraZeneca-მ შექმნა ჩინეთის კომერციული […]
არავის ვემშვიდობები, სად მივდივართ? ევროპაში! – საქართველოს ელჩი სლოვენიაში გადადგა

საქართველოს ელჩი სლოვენიაში, ირაკლი კოპლატაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. დიპლომატის თქმით, მისთვის პრივილეგიაა, რომ მისი საქმიანობის მთავარ მიზანს ევროინტეგრაცია წარმოადგენდა. “ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე ჩემი და ირინეს დიპლომატიური პასპორტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩემთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა, რომ საუკუნის თითქმის მეხუთედის მანძილზე და მანამდეც, […]
“სად მივდივართ? – ევროპაში!” – სლოვენიაში საქართველოს ელჩი გადადგა

სლოვენიაში საქართველოს ელჩი, ირაკლი კოპლატაძე გადადგა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე ჩემი და ირინეს დიპლომატიური პასპორტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩემთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა, რომ საუკუნის თითქმის მეხუთედის მანძილზე და მანამდეც, ხუთივე პრეზიდენტის სახელმწიფო სამსახურში და მანამდეც, ჩემი დროის სტუდენტობის თაობის ეროვნულ მოძრაობაშიც […]
მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2024 გაიხსნა

მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2024 დაიწყო, რომელიც სამი დღის განმავლობაში, 21-22-23 ივნისს გაგრძელდება. მუსიკალური ფესტივალი ლისის ტბის მიმდებარედ, Lisi Wonderland-ში მიმდინარეობს, სადაც ოთხი სცენაა მოწყობილი და მსმენელის წინაშე 60-ზე მეტი არტისტი წარდგება. შემსრულებელს, რომელთა შორის იქნებიან M.I.A., Aurora, Masego, Archive, Circus Mircus, Mokumoku, Atmos. ფესტივალის დღეებში ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე კარზე, შესასვლელთან […]
GWP: წიწამურთან მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 4 დღეში დასრულდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) განცხადებით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დასრულება, სავარაუდოდ, 4 დღეში მოხდება. “სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად უკვე დამუშავდა მეწყრული ფერდის ძირითადი ნაწილი, განხორციელდა მაგისტრალური მილის პირველადი დიაგნოსტირება და მიწის საფარისგან […]
საქართველოდან ნუშის ექსპორტის 90%-ზე მეტი რეექსპორტია – Galt&Taggart

საქართველოდან ნუშის ექსპორტის 90%-ზე მეტი რეექსპორტია – ამის შესახებ Galt&Taggart-ის “კაკლოვანი კულტურების ბაზრის” კვლევის ანგარიშშია საუბარი. პუბლიკაციის თანახმად, საქართველოდან როგორც ნაჭუჭიანი, ისე ნაჭუჭგაცლილი ნუშის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია, ნედლეულის დიდი ნაწილი კი, ძირითადად, ყაზახეთში, სომხეთში და უზბეკეთში გადის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან $3.5 მლნ-ის ღირებულების ნუში გავიდა, საიდანაც $3.155 მლნ-ის ღირებულების 600 ტონაზე […]
აზიასა და ევროპაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

მეტეოროლოგები აზიასა და ევროპის კონტინენტზე, ბოლო რამდენიმე კვირაა, ჰაერის მაღალ ტემპერატურას აფიქსირებენ, რამაც უკვე ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საუდის არაბეთში ჰაერის ტემპერატურამ 51 გრადუსს მიაღწია, რის შედეგადაც მექაში, ჰაჯის დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, კერძოდ, პორტუგალიიდან საბერძნეთამდე და აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ, ალჟირამდე, ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ ტყის ხანძრები გამოიწვია. მეტეოროლოგები მომდევნო კვირას […]