საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. როგორც sportall.ge წერს, Opta-ს მიხედვით, მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ივნისს, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
„რთული თამაში გამოვიდა“ — მამარდაშვილის პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრების მეკარე, რომელიც ჩეხეთთან დაპირისპირების შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა გულშემატკივარს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ რომ არა ისინი, ნაკრები ასეთ დონეზე თამაშს ვერ შეძლებდა: „რთული თამაში გამოვიდა. სასიამოვნო 1 ქულა ავიღეთ ბრძოლაში და თავგანწირვაში. ბოლოს შეგვეძლო მოგებაც, ამ მომენტზე გული მწყდება, მაგრამ ფეხბურთია ყველაფერი ხდება. შემდეგი თამაში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან გვაქვს, მაგრამ […]
ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა შაბათს ნაშუადღევს ხარკოვში დაბომბვის შედეგად. ქალაქის ხელისუფლების ცნობით, 20-ზე მეტია ადამიანი დაშავდა. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, რუსეთის დაბომბვას ქალაქის ოთხ ადგილას მოჰყვა აფეთქება. მათგან ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებულ უბანში. ინტერნეტში დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსის კადრებიც გამოჩნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ასევე გამოაქვეყნა დანგრეული სახლის ვიდეო და აღნიშნა, რომ ხარკოვზე მართვადი ბომბები […]
,, ბუდუ ტაშის დასაკრავადაა მხოლოდ იქ?” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საქართველო-ჩეხეთის თამაშს, რომელიც 1:1 დასრულდა, ასე ეხმაურება: ,,ხმა არ ამოიღო ფეხბურთზეო, ახლა დაიწყე ყურება და მოკეტეო და ვარ ჩუმად)))) მაგრამ მოკრძალებით მაინც ვიკითხავ- ბუდუ ტაშის დასაკრავადაა მხოლოდ იქ? 😡გავიგე,რომ მიქაუტაძეს ცვლის,მაგრამ ევროზე რომ მოვხვდით, ბუდუს უდიდესი წვლილი არ იყო? შანსს არ იმსახურებს ან ის ან ჩვენ,მისი გულშემატკივარი? მე თუ ფეხბურთი არ მესმის, […]
მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა – მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი “ჯვაროსნების” მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა. Opta-ს მიხედვით, “მამარდამ” ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიება 2004 წელს, ლატვიის ნაკრების მეკარემ ალექსანდერ კოლინკომ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში შეასრულა. […]
საუკეთესო მამარდაშვილი – როგორი შეფასებები მიიღეს “ჯვაროსნებმა” ჩეხეთთან მატჩში?

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. “ჯვაროსნების” თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს. Flashscore: მამარდაშვილი 8.9, კაშია 7.0, კვირკველია 7.0, დვალი 7.5, კაკაბაძე 6.6, ქოჩორაშვილი 7.1, მექვაბიშვილი 6.6, წიტაიშვილი 7.3, დავითაშვილი 7.0, კვარაცხელია 7.2, მიქაუტაძე 7.5, ლოჩოშვილი, 6.7, ქვილითაია შეფასების გარეშე, გველესიანი შეფასების გარეშე, ლობჟანიძე შეფასების გარეშე. Sofascore: მამარდაშვილი […]
ბრწყინვალე მამარდაშვილი – ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ერთი შეცვლა განახორციელა, ჩაკვეტაძის ნაცვლად დავითაშვილი დააყენა. ამჯერად სტადიონზე ქართველი გულშემატკივრები მეტოქის ქომაგებზე მეტნი იყვნენ. დებიუტში მოწინააღმდეგეს სამი შანსი მიეცა და სამივეჯერ მამარდაშვილმა გვიხსნა. შემდეგ დავითაშვილი საჯარიმოში მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტის […]
ევრო 2024: საქართველოსა და ჩეხეთის საფეხბურთო გუნდებს შორის შეხვედრა 1:1 დასრულდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან ფრედ, 1:1 ითამაშა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ მესამე წუთზე ჟორჟ მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანით დააწინაურა საქართველოს ნაკრები 1:0. ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრა პატრიკ შიკმა. მატჩი გაიმართა ჰამბურგში, „ფოლკსპარკშტადიონზე“. საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ჩეხეთის ნაკრებმა მრავალი სახიფათო მომენტი შექმნა საქართველოს ნაკრების საჯარიმო მოედანზე, […]
საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. მატჩის პირველი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ 45-ე წუთზე 11- მეტრიანით გაიტანა. ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს. შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობდა. 26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ქართული ფეხბურთელი 9.7 ქულით მამარდაშვილია

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ქართული ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია. Sofascore-ის მონაცემებით საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს 9.7 ქულა აქვს. მამარდაშვილის შემდეგ ყველაზე მაღალი ქულები გიორგი მიქაუტაძეს და ანზორ მექვაბიშვილს აქვს. Sofascore-მა მათი თამაში 7.3-ით შეაფასა. „ნაპოლის“ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას 6.6 ქულა აქვს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთს შეხვდა, მატჩი ფრედ დაასრულა 1:1 და პლეიოფში გასვლის შანსი […]