მილიონერები მასობრივად ტოვებენ ბრიტანეთსა და ჩინეთს – Bloomberg

მსოფლიოს მდიდრების მიგრაციის მიზნების შესახებ ახალი ანგარიშის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი წელს 9500 მილიონერს დაკარგავს, რაც 2023 წელთან შედარებით გაორმაგებული ციფრია. ჩინეთი კი 15200 – მილიონერს. ამის შესახებ Bloomberg-ი Henley Private Wealth Migration Report-ზე დაყრდნობით იტყობინება. Henley-ის კვლევითმა პარტნიორმა New World Wealth-მა შეაფასა მიგრაციის მაჩვენებლები გადაადგილების მონაცემების, საინვესტიციო მიგრაციის პროგრამების სტატისტიკისა და სიმდიდრის ინდუსტრიის შუამავლებთან ინტერვიუების […]

ჩაქვში „სკაუტური ქალაქი“ აშენდება

ჩაქვში „სკაუტური ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო – ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ „აჭარის სკაუტური ორგანიზაციის ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა, მაია ბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „სკაუტური ქალაქი“ 2 ჰექტარზე გაშენდება. „ეს იქნება „სკაუტური ქალაქი“, ცენტრი, სადაც იქნება გამოყოფილი სივრცე კოტეჯებისთვის, საკარვე ზონა, სპორტული მოედნები, საკონფერენციო და ტრენინგ დარბაზი.ეს იქნება ადგილი, რომელიც მოემსახურება მრავალშვილიან ოჯახებს, ემიგრანტებს. ცენტრი იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვისაც. […]

სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა

22 ივნისს საღამოს ლაგოდეხი და რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სეტყვა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა და დააზიანა ვენახები, ბოსტნეული და ხეხილის ბაღები. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსავალი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. “სტიქიის შედეგები ხვალ უფრო კარგად გამოჩნდება. ახლა რაც ვნახეთ, საიმედო არაფერია. ხეებს ხილი რაც ესხა სულ დაბლა ყრია, დამტვრეულია ტოტები. ვენახებში დილით წავალთ და […]

მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-5 ადგილზეა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური კლუბის, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეების ათეულშია. Transfermarkt-ის ინფორმაციით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35 მლნ ევროა. 40 მლნ ევროდაა შეფასებული Transfermarket-ზე 3 მეკარე: „პორტოს“ დიოგო კოსტა, „პარის სენ ჟერმენის“ ჯანლუიჯი დონარუმა და „ბორუსია დორტმუნდის“ გრეგორ კობელი. 38 მლნ ევრო ღორს „მილანის“ მაიკ მაინანი. რაც […]

კახეთში 22 ივნისის ღამით ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექია მოსალოდნელი – გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ივნისს ღამის საათებში კახეთის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)” – წერია გერემოს სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.

“26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!“- კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!. პრემიერი საქართველო ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდის. “ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია! 26 ჩვენი დღეა. მადლობა ბიჭებს!“ – წერს პრემიერი. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

პორტუგალიამ თურქეთი დაჯაბნა და უკვე პლეი-ოფშია – საქართველოსთან ლეაო ვერ ითამაშებს [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა და პლეი-ოფში ვადამდე გავიდა – გარანტირებული პირველი ადგილით. რონალდომ საგოლე გადაცემა გააკეთა – ეს მიმდინარე ტურნირზე მისი პირველი საგოლე მოქმედებაა. ლეაომ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს. პორტუგალიას ექვსი ქულა აქვს, თურქეთს სამი, ჩეხეთსა და საქართველოს კი […]

FT: სერბეთი ჭურვებს აწვდის უკრაინის მოკავშირეებს, პრეზიდენტ ვუჩიჩს არ აინტერესებს, შემდეგ რა ბედი ეწევა მათ

როგორც Financial Times-ი წერს, 2022 წელს სერბეთმა დასავლეთის ქვეყნებში 800 მილიონი ევროს ღირებულების საარტილერიო ჭურვების ექსპორტი აწარმოვა და ის ნელ-ნელა ზრდის მიწოდებას. სერბეთმა სიტყვიერად დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, მაგრამ უარი თქვა შეერთებოდა სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა დაუწესა მოსკოვს. სერბი პოლიტიკოსების გამონათქვამებს ხშირად აფასებენ ხოლმე პრორუსულად. გარდა ამისა, სერბეთის საზოგადოებაში ბევრნი სიმპათიით უყურებენ რუსეთს, დასავლეთის მიმართ კი […]

როდის გამოუშვებს და რა ეღირება Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი? – Reuters

Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი მინიმუმ 500 000 ევრო ეღირება. ძვირადღირებული ავტომწარმოებელი ქარხნის გასახსნელად ემზადება, სადაც ელექტრომობილებს გამოუშვებს, რაც ჯგუფის წარმოებას მესამედით გაზრდის. Reuters წერს, რომ იტალიურმა ბრენდმა განაცხადა, რომ ელექტრომობილს მომავალი წლის ბოლოს გამოუშვებს. სააგენტო წერს, რომ ახალი ელექტრო Ferrari-ის ფასი ბენზინის ძრავიანი ავტომობილის საშუალო გასაყიდ ფასზე, რომელიც ამ წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 350,000 ევრო იყო, […]

“მუნიციპალური განვითარების ფონდის პორტფოლიო 3 მილიარდი ლარია”- გიორგი ციბაძე

საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/მშენებლობა, რეგიონების განახლება და ტურისტული ლოკაციების მოწესრიგება – ეს ის ძირითადი მიმდინარე პროექტებია, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ დაასახელა. გიორგი ციბაძე ამბობს, რომ 600 მილიონი დაიხარჯა ჯამურად განახლებული რეგიონების 4 წლიან პროგრამაზე, რომელიც ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო. ფონდის დირექტორის მოადგილის განმარტებით, პროგრამა დასასრულს უახლოვდება და სამუშაოები მის ფარგლებში მიმდინარე […]